რეზონანსი
16.12.2022

მცხეთაში ახალგაზრდა პედაგოგი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლის პედაგოგი გულიკო კობეშავიძეა.

„მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი ქალბატონი შორენა არჯევანიძე და თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლის პედაგოგის გულიკო კობეშავიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახს.

ქალბატონი გულიკო გამოირჩეოდა ადამიანური ღირსებებით, კოლეგიალობით, კეთილსინდისიერებითა და პროფესიონალიზმით, რომელიც 55 წლის განმავლობაში ემსახურებოდა მცხეთას", - ნათქვამია მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×