რეზონანსი
27.12.2022

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრობს:

„კიდევ ერთხელ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, მე კარგად მახსოვს თქვენი ყველა ნაბიჯი, როდესაც სააკაშვილმა მოგიყვანათ, თქვენ ჩააგდეთ ჩემი კანდიდატური რუსეთში ელჩის თანამდებობაზე. შემდეგ ჩვენ გვქონდა შერიგების მცდელობა, როდესაც მიტინგზე გაგიცანით და ახლა გეუბნებით და გაფრთხილებთ, ვერ გაასწრებთ საქართველოდან, თუ გაბედავთ და შეიწყალებთ ამ დამნაშავე სააკაშვილს.

მე ვიცი რომ მას პირდებიან, შვილების წინსვლას სამსახურში და გარკვეული ბენეფიტები უკვე მიიღეს, ისიც უთხრეს, ყველაზე ცუდი რაც მოხდება, ჰა და ჰა საფრანგეთში დაბრუნდები და რა, განა ცუდია ამ ასაკში საფრანგეთში დაბრუნება?  შვილების მომავალი აწყობილი აქვს და ჩვენი შვილების მომავალი ვისი ასაწყობია, ქალბატონო სალომე? ერთი გაბედეთ ან თქვენ და ან რომელიმე სხვამ, რომ შეიწყალოთ დამნაშავე სააკაშვილი, მილიონი ადამიანი გამოვალთ გარეთ, სიტყვას გაძლევთ, თუ მილიონს დააკლდება ერთი ადამიანიც, მარტივია, 320 ადამიანი იჯდა, გაამრავლეთ სამზე, ეს არის მილიონი ადამიანი… ჩემნაირები მეტნი არიან, ვიცი, იმიტომ რომ სხვებისგან განსხვავებით ფეხით დავდივარ, ადამიანებთან რეგიონებში ჩავდივარ, ის რომ, ვირაცას ჰგონია რომ ახლა რომ იყვირებენ და საერთაშორისო ორგანიზაციები… 

რა საერთაშორისო ორგანიზაციები, თავიდან ბოლომდე იქიდან ვართ,  ნახევარი ოჯახი ევროპაში ვცხოვრობთ, მაგრამ არავინ არ მოგცემთ უფლებას რომ არიოთ აქ სიტუაცია. ერთხელ უნდა ითქვას სიმართლე და დამთავრდეს", - განაცხადა ტელეეთერში მოროშკინამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×