რეზონანსი
20.01.2023

19 იანვარს ესტრადისა და კინოს ვარსკვლავი, ვახტანგ კიკაბიძე – ბუბა – დედის და მეუღლის გვერდით დაკრძალეს. მას უკანასკნელ გზაზე უამრავი ადამიანის ცრემლი გაჰყვა. მრავალი წლის განმავლობაში მის გვერდით იდგა უერთგულესი მეგობარი და პროდიუსერი, სოსო აბზიანიძე. რამდენიმე თვის წინ ბატონი სოსო თავის უახლოეს მეგობარზე ,,სარკესთან” საუბრობდა:

"მოსკოვში ბუბას საიუბილეო კონცერტის ჩატარება დიდი ფორმატით იგეგმებოდა და ამ დროს რუსეთმა საქართველოში ომი დაიწყო. ამის გამო ბუბამ უარი თქვა იქ კონცერტის გამართვაზე. მას მოსკოვში არასოდეს ჰქონია ბინა და არც წილი სადმე. საქართველოში ცხოვრობდა, ჩადიოდა, ატარებდა კონცერტებს და ჩამოდიოდა.

საიუბილეო კონცერტისთვის ბევრ რამეს შეჰპირდნენ, მაგრამ ყველაფერზე უარი თქვა. ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაშინდელმა პრეზიდენტმა, მედვედევმა მეგობრობის ორდენითაც დააჯილდოვა. ომი რომ დაიწყო, ბუბამ შეუთვალა, არ გამომიგზავნოთ ეს ჯილდო, არ მინდაო. ფულზე არ გაიყიდა, თორემ მე ვარ მოწმე, რამხელა თანხებსაც სთავაზობდნენ. მისი არა მხოლოდ პროდიუსერი ვარ, მეგობრები და ახლობლები ვართ. თვალებით ვლაპარაკობთ, თუ საჭიროა და ასე თვალებით ვუგებთ ერთმანეთს" - აცხადებდა სოსო აბზიანიძე.

,,სარკე"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×