რეზონანსი
24.01.2023

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახმა და ადვოკატებმა საქართველოს პროკურატურასთან აქცია გამართეს.

ოჯახი და ადვოკატები ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, ვისაც, შესაძლოა, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებაში ბრალი მიუძღოდეს.

„პასუხისგებაში უნდა მიეცეს აბსოლუტურად ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი შვილის მკვლელობაში. არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი იყოს 10-20 ადამიანზე - დაწყებული მათგან, ვინც ჩემი შვილი კლინიკის პირველ სართულზე უპატრონოდ მიაგდო და არ აძლევდა არც საკვებს, არ წყალს", - აღნიშნა გარდაცვლილი მამამ.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში" გარდაიცვალა. ჩარკვიანს კორონავირუსი ჰქონდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×