რეზონანსი
10.02.2023

გლოვანაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ აცანაში. გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფლის მკვიდრი 21 წლის გია ბოლქვაძე დაიღუპა.

ოჯახის ახლობელი, კესო მახარაძე სოციალურ ქსელში გია ბოლქვაძეს შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„სიტყვები არ მაქვს ამ ტრაგედიის გადმოსაცემად. ჩვენი კუთხის და სოფლის ალალ-მართალო, კეთილო, უღალატო და მოსიყვარულე ობოლო ბიჭო...

ეს რა უბედურება დაგვატეხე თავს, ოთხი დის საფიცარო ძმაო?! როგორ ვუთხრათ სამძიმარი ერთი თვის მოყვანილ ცოლს?! ბიჭო, დედაშენი რით ვანუგეშოთ...

შენი გამზრდელი კუთხე, სამეგობრო და სამეზობლო ამ უბედურებამ გააოგნა... ეს რა ქენი, შვილო...", - წერს კესო მახარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×