რეზონანსი
03.04.2023

ბლოგერი თი მაჭავარიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ის ძლიერი ყურის ტკივილის გამო საავადმყოფოში მოხვდა, თუმცა ახლა თავს შედარებით უკეთ გრძნობს.

„დღეს ბევრად კარგ განწყობაზე, ვარ თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკეთესად ვარ. უბრალოდ, თითქოს იმედი მომეცა, რომ მალე კარგად გავხდები.

როგორც მივხვდი, მქონდა ვირუსი, რომელიც ახლა ძალიან გავრცელებულია და ძალიან ბევრს აქვს და მე ზოგადად მაქვს ცხვირის პრობლემა, კარგად ვერ ვსუნთქავ, აქედან გამომდინარე დამოკიდებული ვარ ცხვირის გამხსნელ სპრეიზე. ცხვირი რომ კარგად არ სუნთქავდა გაიჭედა და ეს გადავიდა ყურზე.არ მივედი ექიმთა, გართულდა მდგომარეობა და გამოიწვია შუა ყურის მწვავე ანთება".

„ტკივილები მაქვს გაუსაძლისი. ძალიან ბევრი მედიკამენტი დამინიშნეს, ძალიან ცუდად ვიყავი, საავადმყოფოდან რომ მოვედი. თუკი შეამჩნიეთ რაიმე სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ჩემსავით ჯიუტად სახლში არ დასხდეთ". - ამბობს თი მაჭავარიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×