რეზონანსი
21.02.2024

რამდენიმე დღის წინ ქუ­თა­ის­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მსხვერ­პლით დას­რულ­და. პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ შე­ნო­ბას­თან ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლებს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და­ე­ჯა­ხათ. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლებს გო­გო­ე­ბი მარ­თავ­დნენ და ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ.

სწრა­ფად მო­მა­ვალ­მა მძღოლ­მა ქვე­ი­თე­ბი ვერ და­ი­ნა­ხა და და­ე­ჯა­ხა, თუმ­ცა მე­ო­რე ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა და­მუხ­რუ­ჭე­ბა ვერ შეძ­ლო და დამ­ტვრე­ულ ადა­მი­ა­ნებს მე­ო­რე ავ­ტო­მო­ბი­ლიც და­ე­ჯა­ხა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის ცხედ­რე­ბი და­ა­ნა­წევ­რა.

ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი მომ­ხდარ ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გამოეხ­მა­უ­რბა:

"ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა, რო­მელ­საც ქუ­თა­ის­ში ორი ქვე­ი­თი ემსხვერ­პლა, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან შე­ჯიბ­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ჭეს­თან ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბი ის­ხდნენ. სის­წრა­ფე­ში შე­ჯიბ­რე­ბის დროს, ერთ-ერთი მათ­გა­ნი ქვე­ი­თებს და­ე­ჯა­ხა, რის შემ­დე­გაც მე­ო­რე მძღოლ­მა ვერ და­ა­მუხ­რუ­ჭა და ისიც მათ და­ე­ჯა­ხა".

რა­ტომ იყე­ნებ სი­ტყვა "მკვლე­ლებ­სო"? რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­მო­მე­კა­მა­თა ერთი და ახლა თქვენ გე­კი­თხე­ბით, ამას რა ქვია მა­შინ? უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა? პრაქ­ტი­კუ­ლად ცნო­ბი­ლია ყვე­ლა ასე­თი ად­გი­ლი, სა­დაც იმარ­თე­ბა უკა­ნო­ნო შე­ჯიბ­რე­ბა, მა­ინ­ტე­რე­სებს რა სა­გან­გე­ბო ზო­მე­ბია მი­ღე­ბუ­ლი?" - დაწერა მეს­ხიშ­ვი­ლმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×