ახალციხეში ახალგაზრდა ორსული მოულოდნელად გარდაიცვალა. მარიამ ლაზარაშვილის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ თრომბია.
როგორც ირკვევა, მანამდე მას არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია. გოგონა სამი თვის ორსული იყო. მას ქორწილი ოქტომბერში ჰქონდა.
"ოქტომბერში გათხოვდა, ქორწილიც ჰქონდათ, ძალიან ბედნიერები იყვნენ. მარიამი დედასთან ერთად იყო, როცა ეს ტრაგედია მოხდა. მიზეზად თრომბი სახელდება. ანაგელ ბიჭზე იყო გათხოვილი და თბილისში ცხოვრობდნენ. საშინელება ხდება. მანამდე მარიამს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია. მოულოდნელად მოხდა ყველაფერი" - ამბობენ გოგონას ახლობლები.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე