რეზონანსი
07.03.2024

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილმა ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდება. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც უადგილოდ დასმული კითხვებით და სხვადასხვა ფრაზებით მას გულს ტკენენ.

,,ყველაზე მეტად მხვდება გულზე, როდესაც ჩემს შვილს ეხებიან. არავინ იცის, რომ ჩემი შვილი ძალიან დიდხანს არ საუბრობდა. მეკითხებიან: ქართულად ლაპარაკობს? თითქოს ეს ჩემი არჩევანია, რომ ჩემმა შვილმა ქართულად არ უნდა ილაპარაკოს. დედობაზე გესაუბრებიან.

მე ცოტახნის წინ ვიყავი ორსულად და მომეშალა მუცელი. გამოჩნდა ათასი ქალბატონი, რომელმაც მომწერა: იმიტომ რომ დარბიხარ, აბა რა გეგონა, რომ ვარჯიშობდი. არ არსებობს დედა, რომელსაც არ აქვს დედობის კომპლექსი და დანაშაულის გრძნობა შვილის მიმართ, თითქოს მაინც რაღაცას აკლებს მას”, – თქვა ნუკი კოშკელიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×