რეზონანსი
18.03.2024

მომღერალი თათა გიორგობიანი მისი არჩევანის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს. მისი აზრით, ადამიანმა 30 წლის შემდეგ უნდა შექმნას და ამიტომ თავადაც სწორედ ამ ასაკში მიიღო გადაწყვეტილება.

„ჩემს რჩეულზე შემიძლია გითხრათ, რომ ერთმანეთი სულ გვენატრება: ორივეს გადატვირთული რეჟიმი გვაქვს და ერთმანეთს ძალიან მცირე დროით ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ. კონსტანტინე მოსიძე - ასე ჰქვია ადამიანს, რომელსაც ჩემი ბედი დავუკავშირე. იგი პროფესიით ეკონომისტია, თავის თავზე საუბარი დიდად არ უყვარს, მაგრამ მაინც გავამხელ: ყველაზე მეტად მისმა განათლებამ, კულტურამ და კარგმა მანერებმა მომხიბლა - ამ თვისებების წყალობით, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბაღდათელია და ლამის მთელი ბაღდათი მწერდა "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" - როგორ გვიხარია, რომ ჩვენი რძალი გახდიო. 

ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს ჩემი გააზრებული არჩევანია. რა თქმა უნდა, ურთიერთობები ადრეც მქონია, იყო წყენაც, გულისტკივილიც, შეცდომებიც დამიშვია, მაგრამ ეს თვითგამორკვევის ეტაპი იყო. ამიტომაც მგონია, რომ ადამიანმა ოჯახი 30 წლის ასაკიდან უნდა შექმნას. სამწუხაროდ, საქართველოში ამ საკითხის მიმართ არასწორი დამოკიდებულება აქვთ: აქ მთავარი გათხოვებაა. დაქორწინდა? - რა კარგია, პატრონს ჩაბარდა, კარგ ბედშია და თითქოს ყველაფერი მოგვარდა, არადა, მთავარი პრობლემები მერე იწყება. საქართველოში გოგონებს არ ასწავლიან, რა პრობლემები შეხვდებათ ქორწინების შემდეგ. იმ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, რომელსაც ოჯახი ჰქვია, ასაკი და გამოცდილება სჭირდება, თუ პირადი არა, სხვის მაგალითზე დანახული. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ სწორედ იმ დროს გადავდგი ეს ნაბიჯი, როცა ყველაზე დროული იყო", - განუცხადა "კვირის პალიტრას" თათა გიორგობიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×