რეზონანსი
26.03.2024

ცნობილია ცოტა ხნის წინ ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტის ვინაობა

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი ლაურა მიქია ტრაგიკულად დაიღუპა – სამწუხარო ინფორმაციას ბლოგერი შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

“გარდაიცვალა ახალგაზრდა ემიგრანტი მოსკოვში ლაურა მიქია. უსაზღვროდ მძიმე და ავის მომასწავლებელმა ზარმა ჩამოჰკრა შენს ოჯახში, სიკვდილმა არ დაგინდო სიცოცხლეს მოწყურებული ახალგაზრდა, სამუდამოდ დაშორდი შენს ოჯახს, დარდითა და ტკივილით გულდამძიმებული, ძაძებით შემოსე შენი ოჯახისწევრები ახლობლები და მეგობრები, ჩვენო უიღბლო… ძალიან ძნელია წარსულში ლაპარაკი შენ ხომ ძალიან კარგი ადამიანი იყავი.

შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო. სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი.

კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ბედისწერამ საამაყო და უძვირფასედი წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა.

არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი”, - წერს შოთო სიხარულიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×