ბათუმში საკეისრო კვეთის შემდეგ ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. ორსული კლინიკა BMS-ში იყო მოთავსებული, სადაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. რაც შეეხება ახალშობილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ექიმების გულგრილობის შედეგი, ის ჩვენს გვერდით აღარ არის. ბათუმის სამედიცინო ცენტრი • Batumi Medical Center დაიმახსოვრეთ არ შეგრჩებათ“;
„ანგელოზად გადაიქცა ჩვენი მარი, დაუჯერებელია ღმერთო რატომ რატომ გაგვწირე ღმერთო.
შენს პატარებს სჭირდები დაო, ეს რა გაგვიკეთე გაგვანადგურე და გაგვიხრიტე გული. სულ რაღაც სამი დღის წინ გელაპარაკებოდი კარგად ვარ დავგორავობ და ვარო როგორ გიხაროდა რა ბედნიერი იყავი სად ხარ დაო სად... ორ დღეზე მოგსპეს და გაგანადგურეს დაოოო როგორ უნდა იცოცხლონ ამ ცოდვით როგორ.
რა მწარე და მოუნელებელი ხარ. როგორ გვიჭირს დაჯერება, ნუთუ დაგვტოვე და გაგვიფრინდი ჩემო ანგელოზო “, - წერენ მისი მეგობრები.
tia.ge
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე