რეზონანსი
03.04.2024

ქუთაისში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს და წერს, რომ ალეკო ნიქაბაძეს დედა 3 თვის წინ გარდაიცვალა. 

„გლოვობს ჩემი ქუთაისი, გარდაიცვალა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ალეკო ნიქაბაძე. დედის გარდაცვალებას ვერ გაუძლო შენმა პატარა, მაგრამ დიდმა კეთილმა გულმა...  3 თვის მონატრებულ დედას ჩაეხუტები, ხომ წერდი, დე, რატომ აღარ მირეკავ ხოლმეო... გპირდებიო, ისეთი ვიქნები, როგორიც შენ გინდოდა დედი, რომ ვყოფილიყავიო... მიწისთვის მენანები, ალე, მიწამ როგორ უნდა მიგიღოს...

ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის ლამაზ სულს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ღმერთო, რატო დაუშვი ასეთი საშინელება. როგორ ძალიან ვწუხვარ, ნათელში განისვენე, შენ ოჯახს გამძლეობა მისცეს ღმერთმა...“ - დაწერა შოთო სიხარულიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×