რეზონანსი
18.04.2024

ქუთაისში 26 წლის ნიკა თანდიაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს:

"გარდაიცვალა დედისერთა ემიგრანტის შვილი გლოვობს ჩემი ქუთაისი საფიჩხია 26 წლის ნიკა თანდიაშვილი(13 მაისს გახდებოდა 27 წლის).

საბერძნეთის ათენის ემიგრანტი დედა გამწარდა ისევ... მონატრებული შვილი... მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო ნიკა. გლოვა ჩამოსახლდა ჩვენს ბედნიერ ოჯახში. უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია!

ჩვენს გულში დიდ და მწარე ტკივილად დარჩი, დედის იმედო... ძალიან მწარეა რეალობა, იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, თავი სიზმარში მგონია.შეწყდა შენი ცხოვრება ამ ქვეყანაში...

წარმოუდგენელი უბედურებით გამწარებულია შენი დედა. სახლში შენს სურათებს, შენს დაცარიელებულ საწოლს უნდა ეალერსოს.

რამდენი აუხდენელი ოცნება დაგრჩა! ამ უბედურებამ პასუხგაუცემელი კითხვა დამიტოვა ემიგრანტ დედას რატომ მოხდა ასე? რატომ არ უნდა მყოლოდი, ჩემო სიცოცხლევ?

მეხის გავარდნას გავდა ამბავი შენი გარდაცვალებისა, დაუჯერებელია, მოულოდნელი.

გულს გვიკლავს ემიგრანტი დედების დაუსრულებელი მოთქმა-გოდება, ნუგეშის თქმაც რომ შეუძლებელია მათთვის.

როცა ჩამოვლენ ცდილობენ გაგილამაზონ სამუდამო სასუფეველი.

შენი არყოფნით გამოწვეულ სევდას, სიცარიელეს, აუწერელ ტკივილსა და მონატრებას დრო ვერ გაანელებს.

ფატი მხოლოდ რკინად და ლოდად უნდა იქცე ამ ტკივილს რომ გაუძლო

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას საბერძნეთში ფატი რაზმაძეს და ბებიას ისრაელში ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ...

სიტყვები არ კმარა ამ უდიდესი დანაკარგის გადმოსაცემად.... ნიკას დედის სიყვარულით რომ განსაკუთრებით უცემდა გული, ის გული გაჩერდა სამუდამოდ"" - წერს შოთო სიხარულიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×