სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    19.08.2018

     სოფელ ნატანებში 16 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მან წერილი დაწერა და  მშობლებს მოუყვა, თუ როგორ აშანტაჟებდა სოციალური ქსელით გაცნობილი პირი, თუ როგორ აიძულებდა ინტიმური ფოტოების გადაღებას.

     “ვწერდი ერთს, გიორგი ჰქვია. ძალიან დავახლოვდით და ისე შევეჩვიე, მომავალზეც კი ვილაპარაკეთ, დაჟე ბავშვზეც მელაპარაკა. მაგრამ მერე გავიგე, რომ თურმე ის არ ყოფილა, ვინც მეგონა. თურმე თავისი ძმაკაცი მწერდა იმის ფეისბუქიდან. მითხრა, იმას თუ არ გავაკეთებდი, რასაც ვეტყოდი, ჩვენს ესემებს დასქრინავდა და შენ და მამიკოს გამოგიგზავნიდათ. ამას კი ვერ გადავიტანდი და დავთანხმდი. ძალიან ბევრი საზიზღრობა ვიდეო გადამაღებინა და გამაგზავნინა. შემდეგ ამ ვიდეოებით დამიწყო შანტაჟი. ეს დღეები რა გამოვიარე, ამას ვერავინ ვერ გაიგებს, დედა. შენც კი ვერ გამიგებ, დედა. ვიცი, ჩემი ხელით დავიღუპე თავი, მაგრამ ვერაფერს შევცვლი,“- დაწერა შანტაჟის მსხვერპლა წერილში, რომელიც "კურიერმა"გაასაჯაროვა.

    გოგონა სოფელ ნატანებში გუშინ დაკრძალეს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved