სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    01.05.2018

     აპრილის თვის ანგარიშში ევროკავშირმა არაერთი პროდუქცია შეიყვანა სახიფათო ნივთების სიაში. მათ შორის არის დიდი რაოდენობით სათამაშოებიც. "სწრაფი განგაშის სისტემაში მონაცემები შეაქვთ ევროკავშირის სახელმწიფო მაკონტროლებელ უწყებებსა და მეწარმეებს. ევროკავშირის ყველა ქვეყნის შესაბამისი მაკონტროლებელი უწყება ვალდებულია შეტყობინების შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და არ დაუშვას საფრთხის შემცველი პროდუქტის გაყიდვა. სამწუხაროდ, საქართველოში, მხოლოდ რამდენიმე სახის პროდუქტის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება და პროდუქტების დიდი ნაწილი, რომელიც თუნდაც ევროკავშირში სახიფათოდ აღიარეს, შეიძლება თავისუფლად მოხვდეს საქართველოს ბაზარზე", - წერს momxmarebeli.ge. ორგანიზაცია იმ სათამაშოების ფოტოებსაც ავრცელებს, რომლებიც ევროკავშირში სხვადასხვა მიზეზების გამო სახიფათოდ მიიჩნიეს:

     

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved