სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    07.05.2018

     თამარ ჩერგოლეიშვილი დეკრიმინალიზაცია/ლეგალიზაციის კამპანიის მესვეურებს თანმიმდევრულობას უწუნებს და მოუწოდებს სისულელეების ლაპარაკი შეწყვიტონ.

    "მეგობრებო, სასარგებლო ნარკოტიკი, ისევე როგორც, სასარგებლო ალკოჰოლი, არ არსებობს.

    არსებობს ნაკლებად დამაზიანებელი ნარკოტიკი და ალკოჰოლი, არსებობს მეტად დამაზიანებელი ნარკოტიკი და ალკოჰოლი.

    სინთეტური, ანუ შედგენილი ნარკოტიკი არის განსაკუთრებით საშიში და სარისკო, იმიტომ რომ არასოდეს იცი, რა შედის შიგნით, თუ ლაბორატორიულად არ გასინჯე.

    როდესაც სინთეტურ ნარკოტიკს იღებ, ის პასუხისმგებლობაც უნდა გააცნობიერო, რომ შეიძლება მოგკლას.

    დეკრიმინალიზაცია/ლეგალიზაციის კამპანიის მესვეურებს თანმიმდევრულობა არ გაწყენდათ.

    ჩამოყალიბდით თუ შეიძლება:

    1) ან ამბობთ, რომ სახელმწიფოს საქმე არაა თავს როგორ და რა გზით დაიზიანებს ადამიანი და თავს ანებებთ სახელმწიფოს, როდესაც ადამიანები იხოცებიან (მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს საქმე არაა, თავს როგორ დავიზიანებ).

    2) ან ამბობთ, რომ სახელმწიფოს საქმეა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რაც ნარკომანიასთან ბრძოლასაც გულისხმობს.

    "ბარიგას სდიეთ, მომხმარებლებს არ სდიოთ" - აქაც პრობლემაა.

    ბარიგა ვინაა? ბარიგასა და მომხმარებელს შორის ჩინური კედელია? ბარიგაა ის ადამიანი, ვინც 7-8 კაცისთვის სამყოფ დოზას "იღებს", რომ პარასკევს კლუბში წახვიდეთ?

    სამართლებრივად კი - ასეა. რა გამოდის? გაიხედ გამოიხედეთ, რამდენი ბარიგაა თქვენ შორის?

    ძალიან, უკიდურესად დაბალი აზრის ვარ ქოცებზე, მაგრამ კონსპირაციული ღაღადი საბოტაჟზე და იმაზე, რომ გახარია და სუსი ზის და "ჯანსაღ ნარკოტიკებში" საწამლავს ურევს, რომ დეკრიმინალიზაციას "ჩირქი მოსცხოს" არის სრული სიგიჟე (თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადება წავიკითხე და თვალები შუბლზე ამივიდა - განგებ ურევენ საწამლავსო).

    ესეც 2016 წლის სტატისტიკა - შეერთებული შტატები, იქაც გადააჭარბა სინთეტური ნარკოტიკით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ, ოპიატებით გამოწვეულ სიკვდილს.

    ობამა და ტრამპი ისხდნენ და და საბოტაჟს აწყობდნენ?

    თუ შეიძლება სისულელეების ლაპარაკი შეწყვიტეთ და გააგებინეთ თქვენს მეგობრებს, რომ სინთეტური ნარკოტიკი სარისკოა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იღებ მას.

    თითოეული თქვენგანის გადასაწყვეტია, გიღირთ თუ არა ის სიამოვნება, რასაც ნარკოტიკით იღებთ, იმ რისკის ფასად, რის ქვეშაც სინთეტური ნარკოტიკი გაყენებთ.

    თქვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა ეს, სხვისი - არა"

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved