სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    08.05.2018

    ბლოგში "სიკვდილით სავსე ქალაქი" ანა დოლიძე წერს, რომ თბილისში ცხოვრება საშიშია და მოულოდნელი საშიშროებებითაა აღსავსე.

    გთავაზობთ "ლიბერალში" გამოქვეყნებულ მოსაზრებას სრულად:

    "ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში. ამ ქალაქში ხომ ასე კვდებიან. ერთ დღესაც დილით ისაუზმებთ, ოჯახთან ერთად, ბავშვებს ჩამოსვამთ სკოლასთან, მერე სამსახურისკენ წახვალთ და მესამე დიდ საცობს რომ გამოცდებით, რომელიმე მოედნის წრეზე, გაუმართავი BMW-თი მაღალი სიჩქარით მომავალი, პატრულის პასიურობით გათავხედებული რომელიმე ახალგაზრდა გზას არ დაგითმობთ და დაგეჯახებათ. სასწრაფოს კი დაუძახებენ, მაგრამ საცობების გამო ის 20 წუთით დაიგვიანებს და თქვენ მოკვდებით. აქ ასე კვდებიან. ან, თუ მანქანას არ ატარებთ, შეიძლება ეს ყველაფერი ოდნავ განსხვავებულად მოხდეს. თქვენს სახლთან რომ ზებრაა, ავტობუსიდან ჩამომავალ ბავშვს რომ დახვდებით, რომელიმე დასიცხული და ტელეფონში თავჩარგული მძღოლი ამ გადასასვლელთან არ გააჩერებს. მერე კი ძალიან ინანებს, თუმცა თქვენ ხომ უკვე მკვდარი იქნებით.

    შეიძლება ასე არ მოხდეს. თქვენ შეიძლება ფილტვების სიმსივნით მოკვდეთ. თქვენი სახლიდან ასე 200 მეტრში ხომ ბენზინგასამართი სადგურია, თქვენი კორპუსის წინ ხომ პატარა ბაღის მაგივრად დიდი მშენებლობაა, სამსახურის მერე კაფეში რომ სხედხართ მეგობრებთან ერთად, იმ ქუჩის პირას ჰაერში ჟანგბადზე მეტი საწამლავია - ამ დაბინძურებულ წყაროთაგან რომელიმე  აუცილებლად იმუშავებს. ამ ქალაქში ასე კვდებიან. თქვენიანები ეცდებიან გიშველონ, გერმანიაში გაგიშვან, ფული შეაგროვონ, მაგრამ გერმანელი ექიმები სევდიანად ხელებს გაასავსავებენ და პროფესიონალურად საავადმყოფოს გადასახადს გამოგიწერენ. თქვენ აუცილებლად მოკვდებით, იმიტომ, რომ ამდენი დაბინძურების წყაროდან რომელიმე აუცილებლად გაიმარჯვებს.

    არა, შეიძლება ეს ყველაფერი სხვანაირად მოხდეს. აი მომავალ კვირას ბავშვის გაცილებას რომ აპირებთ ექსკურსიაზე ანანურში, მანქანიდან რომ გადმოხვალთ, მათ ქუჩაზე გადასაყვანად, მარჯვნივ, ახალი მშენებლობის შუშები არ იქნება კარგად ჩასმული. ჩამოვარდება, დაგეცემათ და თქვენ ადგილზევე გარდაიცვლებით. პატრული მოვა, შემთხვევის ადგილს შემოსაზრღვარვს, გამოიძებას დაიწყებენ, მაგრამ თქვენ უკვე ვეღარაფერს გიშველიან.

    კიდევ სხვა ვერსიებიც არსებობს. აი, ამდენი ხანი ცენტრალური გათბობის ფული რომ ვერ შეგიგროვებიათ, თქვენი ძველი გაზის გამათბობელი ერთხელაც გაჟონავს და მთელი დილის რეკვის შემდეგ თქვენი მეგობრები შუადღისას გაზისაგან გაგუდულს გიპოვიან, სახლში მშვიდად მძინარეს. ან კიდევ სახლს სახანძრო კიბე ამოშენებული ექნება, ან არ ექნება საერთოდ და გაუმართავი ელექტრობის გამო დაწყებულ ცეცხლს ვერ გაექცევით. შეიძლება ასეც არ მოხდეს, შეიძლება უბრალოდ საბანაოდ ჩახვიდეთ და არავინ გაგაფრთხილოთ, რომ იმ ადგილას მცოცავი ქვიშები იცის და ბანაობა საშიშია. შემდეგ რამდენიმე დღე გეძებონ და გარდაცვლილი გიპოვონ. ან გააფთრებულმა ყოფილმა მამამთილმა შეიძლება მოგკლათ, ან გადამტერებულმა მეწილემ.

    მაინც მოამზადეთ საუკეთესო ტანსაცმელი და ჩაეხუტეთ შვილებს. რადგან თქვენ მოკვდებით. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს თქვენ არ გემუქრებათ. არადა, ამ ქალაქში ასე კვდებიან".

    დატოვე კომენტარიკომენტარები (12)
    ჩაწერა სახელი
    ირა 10.05.2018 11:50
    იდიოტკა!!!!!!!!!

    nana 10.05.2018 10:36
    რა თრაქვა

    tea 09.05.2018 21:28
    chems satqmels ambobt-didi madloba-chemi shvili agar aris- minda rom sxvebistvis mainc sheicvalos rame...

    თამარი 09.05.2018 19:14
    ამერიკა -ევროპა ხომ სავსეა სუფთა ჰაერით, უსაფრთხო სკოლებით, თავუსუფალი ელჯიპიდი ავადმყოფებით , პედოფილებით , სიმსუქნით 70 % დაავადებული, პლასტმასის ბოსტნეულით ...... გამიგრძრლდება ძალიან. ხო და ამ ერთიციდა ქვეყანას ყველანაირი რესურსი აქცს. ორი უმთავრესი წყალი და ჰაერი . მიხედეთ “გავლენიანო ქალბატონებო და ბატონებო “ ქვეყანას და ყველამ თავისი საქმე რომ აკეთოს იქნებადა გადავრჩეთ კიდევ ამ ისევ თგვენგან დაბეჩავებულ საქართველოში . მიიღეთ კანონები შრომის, ჯანდაცვის , მშენებლობის უსაფრთხოების რეალური კანონები და (გადაარჩინე შენი ქვეყანა) !!!!!!!

    ლეილა 09.05.2018 15:20
    ანა ბაჯი!! უბედურებების მცოცავო რუპრო!!რატომ არ აწესრიგებთ ამ ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთს?!! თქვე ჩვენზე ბედნიეო რაში გიხდით სამდლო ხელფასს? ეს საზარლობები გვეჭორაო? რომლებიც ისედაც ვიცით! იქნება და დროა საქმეს მიყოთ ხელი ვიდრე. აქ, გულზე მჯიღით გვე-მიქელ გაბრიელოთ?!!

    ქეთინო 09.05.2018 14:09
    გამარჯობათ ქალბატონო ანა.მე ემიგრანტი ვარ უკვე 18წელია გეთანხმებით რო საქართველოში ქაოსია და სიკვდილი დადრწის მარამ მე თქვენ მოგმართავთ იმ ქვეყანაში სადაც კანონი ვერ მიუგიათ რო გამკაცრდეს წესები იმ ურჩ და თავხედი მძღოლების წინააღმდეგ ვისაც არაპრად უგირს არც თავისი და არც სხვისი სიცოცხლე რაზეა ლაპარაკი თკვენ როგორც მთავრობა იმის მაგივრად ამაზე იმუშაით იმაზე მსჯელობთ ვინ რამდენი ტკბილეული ჭამოს და ვინ სად მოწიოს სიგარეტი მეტი პრობლემა არ არის საქართველოში.კორუფცია ყველგან არსებობს მაგრამ უბრალო ხალხს საარსებო საშვალება აქვს.მე ესპანეთში ვცხოვრობ და აქ ასეა.არასდროს არაფერი დამიწერია მაგრამ თქვენმა სტატუსმა გამაგიზიანა თქვენ იმიტომ ხართ მთავრობაში რო ეგ მიაგვაროთ მაგრამ პარლამენტში სესიები იმართება სააკაშვილის და ივანიშვილის გინებისთვის ვაი უბედურო საქართველო

    მაკა 09.05.2018 13:38
    სამწუხარო რეალობა 😔

    მარინა 09.05.2018 11:48
    სამწუხარო რეალობაა,ეს იმაზე მიუთითებს რომ სახელმწიფო არ ზრუნავს ადამიანზე.გაუბედურებული ეკოლოგია.უხარისხო მედიკამენტები აფთიაქებში,ბავშვებში სიმსივნური დაავადებების კატასტროფული მატება,რომ არაფერი ვთქვათ უფროსებზე,სიღარიბე შიმშილი ქვეყნიდან იძულებით გასული ემიგრაცია და უამრავი უბედურება,ეს არის დღევანდელი დღე.

    მაია 09.05.2018 08:07
    ბოლოს დასკვნის სახით რომ მიეწერა იმის შესახებ თუ ვინ აგებს უპირველეს ყოვლისა ზემოთ, მის მიერ ჩამოთვლილ უბედურებებზე პასუხს, კარგი იქნებოდა.

    ირემი 08.05.2018 23:45
    ადრე ვფიქრობდი, რომ მთავარი განათლებაა. ახლა ვფიქრობ რომ ველურები მაინც ვიყოთ. გული მაინც არ დაგვწყდება ამის მსგავს უსულგულობაზე და მომხდურს შესაბამისად გავცემდით პასუხს. მტერს მტრულად, მეგობარს მოყვრულად. National Geographic ს მაინც შეავლეთ თვალი. როგორ შველის ლეოპარდი ჩვილ შიმპანზეს. დაღუპული ქვეყანაა საქართველო. უბრალოდ დროის საკითხია. ჯუნგლის კანონი რო ჰომოსაპიენსის დაწერილს აჯობებს, რაღა გინდა რომ შეცვალო?

    ნატო 08.05.2018 23:35
    უბრალოდ შტერი ქალი

    ირმა 08.05.2018 23:10
    სავსეა ოპტიმიზმით ..... :(


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved