სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    14.05.2018

     აი რა პასუხი გასცა ირმა ინაშვილმა ვახოსანაისმიერ დასმულ კითხვას, თუ რატომაა მიუღებელი მემორიალზე ცეკვა:

    "ვახო, მეც არგუმენტირებული პასუხი მაინტერესებს შენგან: რატომაა ეს მისაღები? ან რა არის ამაში მოსაწონი?

    ან რა ახსნა სჭირდება იმას, რომ 9 აპრილის მემორიალი არაა საცეკვაო არენა, რომელი არგუმენტი იქნება უფრო დამაჯერებელი, რომ გითხრათ: რა მოხდა, ლამაზად ცეკვავდა და იცეკვოს?

    ან თავისუფლება იმას ნიშნავს, სადაც უნდა, იქ იცეკვოს? ადამიანი ცხოველი არ არის, ამიტომაც არსებობს კანონები, რომ როცა ვინმე ცხოველად ქცევას გადაწყვეტს, კანონმა ის ადამიანურობისკენ დააბრუნოს. იურიდიული კანონები და მორალურიც, სხვათა შორის. თორემ ასე, ვიღაცისთვის თავისუფლება იქნებ დავით აღმაშენებლის ძეგლის ბრინჯაოს ცხენთან სექსს ნიშნავს? და მერე შენ დასვამ კითხვას: რატომაა ეს მიუღებელი, არგუმენტები მინდაო. ვფიქრობ, მართლა, სჭირდება ახსნა იმას, რომ 9 აპრილის მემორიალი ჩვენი ერის დიდ ტრაგედიას და თავისუფლებისკენ ჩვენს დაუსრულებელ სწრაფვას გამოხატავს და ამ მემორიალზე როკვა ჩემთვის იმ ადამიანების ხსოვნის შეურაცხყოფაა, ვინც საქართველოსთვის ბრძოლას შეეწირა.

    ნებისმიერ ქვეყანაში ამ ტიპის მეომორილთან ადამიანები ყვავილებით მიდიან, ქედს იხრიან და ქუდს იხდიან. ნეტავი, ამას რატომ აკეთებენ? ბევრს ეცინება ამაზე, მაგრამ სატირლად გვაქვს საქმე. ეროვნული ცნობირება, ეროვნული თვითშეგნება, ეროვნული სულისკვეთება, ეროვნული თარიღებისა და გმირების მიმართ პატივისცემა ხელოვნურად ქრება და რჩება ეგოიზმი- რომ მე სადაც მინდა, როგორც მინდა, რაზეც მინდა, იქ ვიცეკვებ და შენ ამით ბედნიერი უნდა იყო. ბედნიერი კი არა, დაფიქრებული და დამწუხრებული ვარ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved