სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    14.05.2018

     ამერიკის ისტორიაში ყველაზე მსხვილმა კიბერთავდასხმამ უზარმაზარი ზარალი მოუტანა 2 საინფორმაციო სააგენტოს, 7 საფინანსო კორპორაციას და 100 მლნ ადამიანს. კრიმინალურ საქმიანობაში ჩარეულნი აღმოჩნენ ამერიკის, ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეები. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ჰაკერთა ჯფუფში მყოფნი ისრაელის ერთ-ერთი მოქალაქე, წარმოშობით ქართველი გარი შალელაშვილი (იგივე Gery Shalon) აღმოჩნდა, რომელმაც ამერიკის სპეცსამსახურები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გააოგნა, რადგან გარისა და მისი მეგობრების მიერ ჩატარებული თავდასხმა ამერიკის ფედერალურმა პროკურორმა ყველაზე დიდ კიბერ შეტევად შეაფასა.

    მათი პირველი „მსხვერპლი“ 2014 წელს ამერიკის ყველაზე დიდი ბანკი JP Morgan Chase&Co აღმოჩნდა. გარიმ და მისმა მეგობრებმა, JP Morgan-ის სერვერი გატეხეს, საიდანაც 81 მლნ ამერიკელის პირადი ინფორმაცია მიითვისეს. გარდა ამისა, გარის და მის მეგობრებს მსოფლიოს 15 ქვეყანაში განთავსებული ჰქონდათ სერვერები, რათა მათი ვინაობა დაემალათ და 81 მილიონი ადამიანის პირადი ანგარიშებიდან თანხებს ითვისებდნენ, ხოლო აღნიშნული თანხების გასათეთრებლად გაკეთებული ჰქონდათ არალეგალური ბიტკოინების ბირჟა - Coin.mx, რისი მეშვეობითაც თანხების გადატვირთვა ხდებოდა საქართველოს, შვეიცარიის, კვიპროსისა და ესტონეთის ბანკებში.

    ჯამში მათ 450 მილიონი დოლარის მითვისება შეძლეს, რაც სამართალდამცველებმა დაკავების შემდე ჩამოართვეს. მაშინდელმა ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ეს დანაშაული რუსეთის სპეცსამსახურებს დააბრალა და გამოძიება დაიწყო, თუმცა 2015 წელს სპეცჯგუფმა გარი შალელაშვილი ისრაელში, მის საკუთარ სახლში დააკავა, რის შემდეგად გარიმ დანაშაული აღიარა. გარი შალელაშვილი საქართველოში დაიბადა და ის 14 წლის იყო როცა ისრაელში საცხოვრებლად გადავიდა. ამჟამად ის სასჯელს იხდის ნიუ იორკის ციხეში. შალელაშვილს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    mzirali 15.05.2018 06:42
    ის რომ დაიბადა საქართველოში და არის ებრაელი არ ნიშნავს რომ ქართველია, თუმცა ხომ იცთ ჩვენი ამბავი, რაც მაგრები ვართ ჩვენ ვართ... თუნდაც ის საქართველოში დაბდებული ებრაელი იყოსს...


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved