სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    01.06.2018

    ნიკა გვარამია ფეისბუქში თავის გვერდზე სასამართლოს და მოსამართლე ეკა არეშიძეს მიმართავს, რომელმაც დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე განაჩენი გამოიტანა:

    "საქართველოს სასამართლოს: გამოდით და განმარტეთ რა ქენით! თქვენ გტენით პროკურატურა ყველაფერს და თუ ასე არ არის, გამოდით და თქვით, რა დაადგინეთ ამ სამარცხვინო საქმეში!

    პირადად ეკა არეშიძეს მივმართავ: მეც მივეცი ხმა თავის დროზე შენს მოსამართლედ გამწესებას და მახსოვს, როგორი ნათელი და გონიერი, იდეალისტი გოგო იყავი. ან ახლა გამოხვალ და ჩამოირეცხავ ამ ყველაფერს, ან შავი ასოებით შეგიტანენ ყველა ისტორიის სახელმძღვანელოში, რომლითაც შენი შვილიშვილები ისწავლიან სკოლაში.

    საქართველოს ეკლესიას: გამოდით და გვამცნეთ თქვენი პოზიცია! გამოდით და დაგმეთ მკვლელები და მათთან გათანაბრებული ხელისდამფარებლები, თუ "დაგმე მიშა"-ს და ჟურნალისტების ანათემაზე გადაცემის იქეთ რამე შეგიძლიათ და სიკეთეს ემსახურებით!"

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved