რეზონანსი
18.08.2022

საქართველოს პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის და კონტროლის ეფექტიანობა გაიზარდოს.

"განსაკუთრებით გასულმა წელმა და წლევანდელმაც აჩვენა, რომ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები ფაქტობრივად არაეფექტურია. ეს ეხებოდა სუს-თან დაკავშირებულ სკანდალს, 5 ივლისის მოვლენებს, წელს უკრაინაში ომის შემდგომ პერიოდს და საქართველოსთან დაკავშირებულ რისკებს. ანუ შეიძლება, ითქვას, რომ უამრავი მოვლენა იყო, როდესაც ოპოზიცია ითხოვდა მთავრობაზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას პარლამენტის მხრიდან, თუმცა სამწუხაროდ ეს ეს ეფექტური კონტროლი და ზედამხედველობა ვერ ხორციელდებოდა და დღესაც ვერ ხორციელდება. ჩვენი შეთავაზებები და მოთხოვნები არის სწორედ ის, რომ გაიზარდოს ზედამხედველობის და კონტროლის ეფექტიანობა", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×