რეზონანსი
10.06.2026

მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე დამხმარე ნაგებობაში გარდაცვლილი იპოვეს.

55 წლის კაცს, ედიშერ შამუგიას მკვლელობის შემდეგ, მოხუცმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. სისხლიანი ანგარიშსწორება დღეს დილით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მოხდა. 

„TV პირველის“ ინფორმაციით, 55 წლის კაცს, ედიშერ შამუგიას, 70 წლის მეზობელმა სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა. 

მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×