რეზონანსი
16.06.2026

დი­ზა­ი­ნერ­მა და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვილ­მა სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე და მის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

“ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იწყებ “მა­რი­ა­ჟო­ბის“ მიზ­ნით. თა­ვი­დან აკონ­ტრო­ლებ თავს: ვფიქ­რობ­დი, ახლა ვმუ­შა­ობ და არ მინ­და არც კლუ­ბი, არა­ფე­რი. მერე ვე­ღარ აკონ­ტრო­ლებ თავს. არა­ფე­რი აღარ მა­ინ­ტე­რე­სებ­და. შენ თავს კარ­გავ. შენს თავს გვერ­დი­დან რომ უყუ­რებ, გძულს ის ადა­მი­ა­ნი. გან­გრევს, გა­ნად­გუ­რებს...“ - აღ­ნიშ­ნა დი­ზა­ი­ნერ­მა.

მისი თქმით, სა­პა­ტიმ­რო­ში ყოფ­ნი­სას ბევ­რმა ადა­მი­ან­მა უსა­ფუძ­ვლოდ გა­აკ­რი­ტი­კა.

“ჩემი ად­ვო­კა­ტი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ყვე­ლა­ფერს მიყ­ვე­ბო­და და ეგ, იცი, რო­გორ ხდე­ბა? და­ი­ჭი­რეს ადა­მი­ა­ნი, კა­ნო­ნე­ბი იყო გამ­კაც­რე­ბუ­ლი და ალ­ბათ ხალ­ხმა იფიქ­რა, რომ ძა­ლი­ან დიდი ხნით ჩავ­ჯე­ქი. ამი­ტომ და­წე­რეს ყვე­ლა­ფე­რი. მერე, როცა გა­ი­გეს რომ ძა­ლი­ან ცოტა მო­მი­სა­ჯეს, ნა­წილ­მა სტა­ტუ­სე­ბი წა­შა­ლა კი­დეც. მე­ცი­ნე­ბა მა­გა­ზე. ეგ არის უვი­ცი და გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი ხალ­ხის ბრა­ლი.

წაქ­ცე­ულ ადა­მი­ანს ყვე­ლა ურტყამ­დაო, ხომ იცი - ქარ­თვე­ლე­ბის სე­ნია სხვა­თა შო­რის. როცა ცუ­დად ხარ, მოს­წონთ. ვი­თომ მხარს გი­ჭე­რენ, გა­ნიც­დი­ან, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში არა.

ასეთ დროს გრძნობ ვინ არის მარ­თლა შენი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი,“ - აღ­ნიშ­ნა პოდ­კას­ტში “Mere?“ სუ­ლი­კაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულ დი­ზა­ი­ნერს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორმ­და. და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა რე­ა­ლუ­რი სას­ჯე­ლის სა­ხით 6-თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, ასე­ვე, 4 წელ­ნა­ხე­ვა­რი პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი გა­ნე­სა­ზღვრა, ამას­თა­ნა­ვე, სუ­ლი­კაშ­ვილს ჯა­რი­მის სა­ხით 50 000 ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რა. დიზაინერს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი ჩა­მო­ერ­თვა, მათ შო­რის, მან­ქა­ნის მარ­თვი­სა და სა­ჯა­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში საქ­მი­ა­ნო­ბა.

და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვილ­მა გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა 9 ივ­ნისს და­ტო­ვა. ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 9 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×