თამთა ჩაჩანიძე
02.08.2022

ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებამ საგრძნობლად იმატა. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია თბილისსა და ბათიუმში. ანალიტიკოსთა შეფასებით, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოდის არა ტურისტული მიზნით, არამედ გადაწყვეტილი აქვთ საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა. ანალიტიკოსთა ნაწილს ეს ტენდენცია შემაშფოთებლად მიაჩნია და ხელისუფლებას კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას ურჩევს.

ია აბულაშვილი
02.08.2022

რამდენად შეცვლის სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა ქართული პოლიტიკის სურათს? პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში ტექტონიკური ძვრები არ მოხდება, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყოფა, ეს პროცესი კი აქტიურად შემოგომაზე დაიწყება.

ელზა პაპოშვილი
02.08.2022

უკრაინის ომის 160-ე დღე - ინტენსიური თავდასხმა უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე კვლავ გრძელდება. მიუხედავად ამისა, სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ფრონტის ხაზზე ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. მართალია, რუსებს პატარა წარმატებები ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ შეტევითი ბრძოლების წამოწყება უჭირთ. ორივე მხარე ძირითადად დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას ცდილობს და პოზიციურ ბრძოლებზეა გადასული.

თამთა ჩაჩანიძე
02.08.2022

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ექსპრეზიდენტ დმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელ „ვ კონტექტე"-ს პირად გვერდზე სტატუსი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოზე უკრაინაზე, მოლდოვასა და ყაზახეთზეა საუბარი. ტექსტი 10 წუთში წაიშალა. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის წარმომადგენელი კი ირწმუნება, რომ პოსტი მედვედევს არ დაუწერია და რომ გვერდი გაუტეხეს, ამავეს ამბობს თავად სოცქსელი „ვკონტაქტე".

თამთა ჩაჩანიძე
02.08.2022

პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახალი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე შესაძლოა მასსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი იყოს და ამზადებდეს გარიგებას, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი საერთოდ წავა პოლიტიკიდან პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ უკვე ოპოზიციაშიც საუბრობენ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სააკაშვილს შესაძლოა მართლაც სურდეს ასეთი გარიგების მიღწევა, თუმცა საეჭვოა ამას „ქართული ოცნება" დათანხმდეს.

თამთა ჩაჩანიძე
01.08.2022

ენმ ახლა მიხეილ სააკაშვილის ელექტორატის მეშვეობით არჩევნებზე 25-27%-ს იღებს. თუკი მის ამომრჩეველს ეცოდინება, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში აღარაა, შესაძლოა იმის ნახევარი ვერ აიღოს. ეს მომცრო პარტიებს აწყობს, რადგან ისინი შეეცდებიან, რომ დასუსტებული „ნაცმოძრაობის" ელექტორატი თავისკენ გადაქაჩონ. შესაძლოა დასავლეთის გარკვეულ წრეებშიც ის აზრია მომწიფებული, რომ სააკაშვილმა თავი უკვე ამოწურა და კარგი იქნება თუ ის პოლიტიკას გაეცლება - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
01.08.2022

შორდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პარტიას და პოლიტიკას - თავად მიმართვა არ გაუვრცელებია, თუმცა უკვე რამდენიმე დღეა მისი გარემოცვა, მათ შორის შვილი, ექსპრეზიდენტის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. სააკაშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ  „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პოლიტიკაზე მესამე პრეზიდენტი უარს ამბობს. მათი თქმით, ეს ინფორმაცია მას თავად სააკაშვილმა ბოლო შეხვედრაზე დაუდასტურა. ვალერი გელბახიანის მტკიცებით, სააკაშვილს მიაჩნია, რომ რესურსი ამოწურა, თუმცა მხოლოდ საქართველოში, რადგან პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას უკრაინაში აპირებს.   

თამთა ჩაჩანიძე
01.08.2022

თანამადეროვე შეიარაღება საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. რასაკვირველია ეს ხიფათის შემცველია, მაგრამ თუ ასე გავყუჩდით და არაფერზე არ ვიზრუნეთ, მაშინ ექსტრემალურ სიტუაციაში რამდენიმე ჯაველინის ამარაღა დავრჩებით - ამბობს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის იმ განცხადებაზე საუბრისას, სადაც ის საქართველოსთვის „ჰაიმარსის" საარტილერიო სარაკეტო სისტემების გადაცემას ითხოვს.

თამთა ჩაჩანიძე
01.08.2022

კოსოვოს ხელმძღვანელობამ ეთნიკურ სერბებთან დაკავშირებით დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ გადაწყვეტილება 2022 წლის პირველ სექტემბრამდე გადადო.ახალი რეგულაციების გადადების თხოვნით კოსოვოს ადმინისტრაციას პრიშტინაში აშშ-ის ელჩმა, ჯეფრი ჰოვენიემ მიმართა. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ პრობლემა სერბეთსა და კოსოვოს შორის ფეთქებადსაშიშია, მხოლოდ დროებითაა მოგვარებული და არაა გამორიცხული, რომ შემოდგომით სიტუაცია მეტად გამწვავდეს. მისივე თქმით, ზოგაგად ბალკანეთის ნახევარკუნძული საკმაოდ რთული რეგიონია და სიტუაციის გამწვავება კონფლიქტების გაღვივების მთელ წყარის წარმოქმნის.

თამთა ჩაჩანიძე
31.07.2022

რუსეთიდან გაზის მიწოდების პრობლემები ამა თუ იმ ხარისხით ევროკავშირის 12 ქვეყანას შეეხო, ევროკომისია გაერთიანების წევრ ქვეყნებს მოუწოდებს მოემზადონ რუსული გაზის მიწოდების შემდგომი შეფერხებების, ან სრული შეჩერებისთვისაც კი. ანალიტიკოსთა შეფასებით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის ზამთარი მარტივი არ იქნება, თუმცა, არც ისეთი რთული, როგორც ამას რუსული წყაროები ხატავენ, რომ ევროპა გაიყინება.

თამთა ჩაჩანიძე
31.07.2022

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას ტოვებს და „ნაციონალურ მოძრაობას" სრულიად ემიჯნება. ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ამას დაცვის მხარის სტრატეგიას უწოდებს და აცხადებს რომ მესამე პრეზიდენტი პარტიის „განუყოფელი ნაწილია" - „ქართული ოცნებაში" კი მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან რომც წავიდეს, „ეს არაფერს შეცვლის, თუ მისი გუნდი არ შეცვლის თავის სტრატეგიას და ვითარების მიმართ დამოკიდებულებას".

თეონა ვეშაგური
30.07.2022

უკრაინა ახალ საშუალებებს მიიღებს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად - აღნიშნულზე ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსი რეზნიკოვი ავრცელებს. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" იმ ტექნიკის ჩამონათვალზე საუბრობს, რომელსაც აშშ გადასცემს უკრაინას და აცხადებს, რომ ახალი შეიარაღება კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს რუსეთის არმიას, რაც ფრონტის ხაზზე უპირატესობას მიანიჭებს უკრაინას.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×