ელზა პაპოშვილი 12.03.2024

რას ცვლის პოლიტიკურ ველზე პარტია „ახალის“ გამოჩენა, რატომ არ შედგა ამ ეტაპზე მათი ალიანსი „ლელოსთან“ და ვის უფრო აქვს თავის გარშემო წვრილი პარტიების შემოკრების შანსი? ანალიტიკოსთა შეფასებით, მელია-გვარამიას პარტიასთან მამუკა ხაზარაძის ალიანსის ჩაშლაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ოპოზიციაში გადაჯგუფების პროცესი ისევ მიდის და ეს საბოლოო სახეს ალბათ აპრილის ბოლოს მიიღებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.03.2024

რუსეთის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სამ დეპუტატს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვას. ამის ოფიციალურ მიზეზად ისაა დასახელებული, რომ მათი საქმიანობა რუსეთის საზღვართან დაძაბულობას ზრდის. უფრო კონკრეტულად კი, როგორც ცხინვალში აცხადებენ, ეს დეპუტატები განსაკუთრებით აქტიურად ცდილობენ ახალი ე.წ. საკანონმდებლო ცვლილების მიღებას, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებას საქართველოს მიერ კონტორილებადი ტერიტორიის სიღრმეში „საზღვრის" გადაწევის „სამართლებრივ საფუძველს" მისცემს.
|
რეზონანსი 12.03.2024

მოუწევს თუ არა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არჩევანის გაკეთება „ნაციონალურ მოძრაობასა" და მელია-გვარამიას ერთობლივი პარტია „ახალს" შორის? ანალიტიკოსების აზრით, სააკაშვილის პოზიციას, ელექტორალური თვალსაზრისით, შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. „ახალის" მიმართ მისი დამოკიდებულება კი თავად ამ პარტიის შემდგომ ნაბიჯებზე, მათ რეიტინგსა და არჩევნების წინ შექმნილ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.03.2024

უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ურთიერთობები კვლავ დაიძაბა, ეს კი საქართველოს ყოფილი გენპროკურორის ზურაბ ადეიშვილის ევროპაში ვიზიტს მოჰყვა, რომელიც უკრაინის ოფიციალურ დელეგაციაში იყო და მაღალ თანამდებობას იკავებს, საქართველოში კი ადეიშვილი რამდენიმე საქმეზე დამნაშავედ ცნეს. საქართველოს მთავრობა უკრაინას ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინამ საქართველოს გადასცეს „დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ". ამ განცხადებას, უკრაინელი მაღალჩინოსანი, დავით არახამია გამოეხმაურა და საპასუხო მოთხოვნები წამოაყენა.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.03.2024

სამთვიანი კონსულტაციების შემდეგ, ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნიკა გვარამიამ პოლიტიკური თანამშრომლობის გადაწყვეტილება მიიღეს - საპარლამენტო არჩევნებში მონაწილოებას კიდევ ერთი პარტია „ახალი" მიიღებს მონაწილეობას. მელია-გვარამიას ერთობა „გამარჯვების სანაცვლოდ, დიდი გაერთიანების მომხრეა" და პირობას დებს, რომ არანაირ წარსულზე არ იქნება საუბარი და მომავლისკენ იქნება ორიენტირებული.
|
თამთა ჩაჩანიძე 11.03.2024

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ქვეყანას ახალი ჯანდაცვის მინისტრი ჰყავს - ფართო კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ ჯანდაცვის უწყებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უხელმძღვანელებს. სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.
|
რეზონანსი 10.03.2024

ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ რიტორიკა შეცვალა და აქცენტი სოციალურ პრობლემებზე გადააქვს. მმართველმა პარტიამ კი თავის წინასაარჩევნო პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ისევ „ომისა და მშვიდობის“ თემის წამოწევა დაიწყო.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.03.2024

ნიკა გვარამიას „ახალს" „ქართული ოცნების" ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე შეუერთდა. ამის შესახებ საზოგადოებას თავად გვარამიამ აცნობა „ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტით და შესაბამისი სურათით. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ არაა გამორიცხული, რომ გვარამიას „ახალში" „ოცნების" სხვა ყოფილი წვერებიც ვიხილოთ, მაგალითად, ეკა ბესელია.
|
რეზონანსი 09.03.2024
ნიკა მელია და ნიკა გვარამია, სავარაუდოდ, ერთიან პარტიას შექმნიან და არა ორ სხვადასხვას - ამის შესახებ ენმ-ის ყოფილი წევრი, პარლამენტარი რომან გოცირიძე აცხადებს, რომელიც, არაოფიციალური ინფორმაციით, თავადაც მელის პოტენციურ თანაგუნდელად განიხილება. რა პერსპექტივა აქვს ასეთ პოლიტიკურ ალიანსს, ექნება თუ არა მას ოპოზიციური ფლანგის ლიდერობისა და ამ მხრივ „ნაცმოძრაობის" ჩანაცვლების ამბიცია? ანალიტიკოს პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა პოზიციას დაიკავებს ამ ახლი პარტიის მიმართ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
|
ელზა პაპოშვილი 08.03.2024

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ახალ სატრანზიტო გზაზე ალაპარაკდა. ჯამბოლატ თედეევი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტის წევრია, ამბობს, რომ ახალი გზის გაჭრა სარგებელს მოიტანს. ამის განცხადების შესახებ ჯერჯერობით ხელისუფლებიდან კომენტარი არ გაკეთებულა, რადგან დასვენების დღეა. თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამაზე საუბარი ხდება იმ პირობებში, როცა რუსეთს სანქციები აწუხებს და ალტერნატივა სჭირდება. მათი აზრით, თედეევის მოთხოვნათა ნუსხაშია ე.წ. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის შესაძლო გაერთიანებაც.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.03.2024

„ნაცმოძრაობამ" წინასაარჩევნოდ პროდუქტზე ფასების თემა წინ წამოსწია. პარასკევს პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თურქეთის საზღვართანაც გამოჩნდა, სადაც თქვა, რომ მეზობელ ქვეყანაში „პროდუქცია ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში". მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სოციალური საკითხების გააქტიურებით ოპოზიცია ცდილობს „ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ „ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივა გადაფაროს.
|
რეზონანსი 08.03.2024

„ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს", ამომრჩევლების მოზიდვას ისახავს მიზნად, ოპოზიციას კი შანსი ეძლევა დასავლეთს კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს, რომ სწორედ ისინი არიან „პროდასავლური" ძალები, აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|