თამთა ჩაჩანიძე
04.08.2022

ივანიშვილს ოლიგარქის სტატუსი არც ჰქონდა და ვერც ექნება, ოლიგარქი კლასიკური გაგებით ქვეყნის ძარცვის ხარჯზე მდიდრდება. ამ შემთხვევაში კი ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა საქართველოს არაერთი სფეროს გადარჩენისთვის მილიარდები დახარჯა. ტერმინი „ოლიგარქი" მიესადაგება კეზერაშვილს, სააკაშვილს, ადეიშვილს და სხვებს, რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტის, ქვეყნის ქონების ძარცვის შედეგად გამდიდრდნენ და პოლიტიკასა და მედიაში ერევიან, რაც ივანიშვილს აბსოლუტურად არ ახასიათებს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და პოლიტიკოსების განცადებებზე კომენტირებისას.

ელზა პაპოშვილი
04.08.2022

რა პერსპექტივა აქვს რეალურად „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ინიციატივას, რომელმაც, ავტორების აზრით, ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება უნდა გააადვილოს.  საპარლამენტო ოპოზიიცის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციისთვის აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკისგან დისტანცირდეს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი კი პირიქით, იმისთვის, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი მოიხსნას, ქართულ პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. ასევე მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რაც საარჩევნო ბარიერის 2%-მე დაწევას გულისხმობს.  

თამთა ჩაჩანიძე
04.08.2022

ერდოღანი პუტინს სოჭში შეხვდება. ყარაბაღის ოპერაცია ამას საეჭვოდ დაემთხვა, თუმცაღა ისიც არაა გამორიცხული, რომ ეს რუსების პროვოკაცია იყოს. დაახლოებით ერთი კვირის წინ, რუსულ სოციალურ და საინფორმაციო ქსელებში ინფორმაცია გავრცელდა, რომ აზერბაიჯანმა უკრაინა სუდანიდან ზუსტი დამიზნების საავიაციო ბომბებით მოამარაგა, რასაც სომხეთთან ომის პერიოდში თავად იყენებდა. არ ვიცი ეს რამდენად მართალია, მაგრამ საინტერესოა. მეორე ვარიანტიცაა, საუბარი იყო, რომ ამერიკელებს კავკასიაში პოზიციების გაძლიერება სურდათ - ამის შესახებ „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, ბოლო დღეებში ყარაბაღში შექმნილ სიტუაციაზე საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
03.08.2022

რუსეთი უკრაინის ტერიტორიების დაბომბვას უკვე მეექვსე თვეა არ წყვეტს, დასავლეთი კიევს თანამედროვე ტიპის შიარაღებას პერიოდულად აწვდის, თუმცა, პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღება კატასტროფულად არ ჰყოფნის. ანალიტიკოსების აზრით, ამ განცხადებას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი - დასავლეთში შექმნან განცდა მიწოდება დააჩქარონ და მეორე, ომში იარაღი ყოველთვის ილევა და შესაძლოა მართლაც განიცდიდეს დეფიციტს, თუმცა, დასძენენ, რომ მთლად კატასტროფული სიტუაციაც არააა.

თამთა ჩაჩანიძე
03.08.2022

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს პეკინის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა და კუნძულთან ახლოს საზღვაო და საჰაერო წვრთნებს მართავს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ვიზიტი უდროო იყო, მაგრამ, იმედოვნებენ, რომ სიტუაცია მეტად არ დაიძაბება, ჩინეთი აშშ-ს უკრაინით არ უპასუხებს და რუსეთის სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, რადგან პეკინმა კიევს არაერთხელ დაუდასტურა, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

ელზა პაპოშვილი
03.08.2022

12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ოპოზიციის შალვა პაპუაშვილთან გამართულ შეხვედრას ისევ არ ესწრებოდნენ ის პარტიები, რომლებიც უმრავლესობასთან ერთად მუშაობაზე უარს ამბობენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იმ პარტიების მიზანი, რომლებიც პროცესში მონაწილეობას არ იღებენ, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებაა.

ელზა პაპოშვილი
03.08.2022

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო დამცველის პოსტზე სავარაუდო სამი კანდიდატურა განიხილება - თამარ ჩუგოშვილის, ზაზა ხუციშვილის და  ნიკოლოზ თათულაშვილის კანდიდატურა მოიაზრება. თამარ ჩუგოშვილი მედიასთან  ინფორმაციას უარყოფს, ინფორმაციას არ ადასტურებს არც ზაზა ხუციშვილი.  თათულაშვილის პოზიცია კი ჯერჯერობით უცნობია. 

ია აბულაშვილი
03.08.2022

რა პოლიტიკური პერსპექტივა აქვს ლიდერის გარეშე დარჩენილ "ნაცმოძრაობას", ეს საკითხი პოლიტიკურ სპექტრში კვლავ აქტუალურია, რადგან პოლიტიკიდან გასვლის შესახებ მიმართვა ამ დრომდე სააკაშვილს თავად არ გაუკეთებია. ცნობილია მხოლოდ ადოკატების განცხადება, რომ მესამე პრეზიდენტი უარს ამბობს "ნაცმოძრაობასა" და პოლიტიკაზე, რასაც სკეპტიკურად შეხვდა "ნაცმოძრაობა". პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ეს ინფორმაცია ადოკატების ტაქტიკად შეაფას, რაც სააკაშვილის ციხიდან საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ემსახურება.

ელზა პაპოშვილი
02.08.2022

კაცობრიობა შესაძლოა მსოფლიო მესამე  ომის ზღვარზე აღმოჩნდეს - ყველას  ყურადღება ახლა კვლავ ტაივანისკენაა მიპყრობილი, სადაც, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსი ოფიციალური ვიზიტით მაინც ჩავიდა. ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი კუნძულოვან სახელმწიფოს სტუმრობს.

თამთა ჩაჩანიძე
02.08.2022

ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებამ საგრძნობლად იმატა. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია თბილისსა და ბათიუმში. ანალიტიკოსთა შეფასებით, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოდის არა ტურისტული მიზნით, არამედ გადაწყვეტილი აქვთ საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა. ანალიტიკოსთა ნაწილს ეს ტენდენცია შემაშფოთებლად მიაჩნია და ხელისუფლებას კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას ურჩევს.

ია აბულაშვილი
02.08.2022

რამდენად შეცვლის სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა ქართული პოლიტიკის სურათს? პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში ტექტონიკური ძვრები არ მოხდება, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყოფა, ეს პროცესი კი აქტიურად შემოგომაზე დაიწყება.

ელზა პაპოშვილი
02.08.2022

უკრაინის ომის 160-ე დღე - ინტენსიური თავდასხმა უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე კვლავ გრძელდება. მიუხედავად ამისა, სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ფრონტის ხაზზე ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. მართალია, რუსებს პატარა წარმატებები ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ შეტევითი ბრძოლების წამოწყება უჭირთ. ორივე მხარე ძირითადად დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას ცდილობს და პოზიციურ ბრძოლებზეა გადასული.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×