ნაზი ბერიძე
03.06.2023

ნატოს ვილნიუსის სამიტამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს პრემიერ მინისტრი იარკლი ღარიბაშვილი ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, ნატო არაორდინალური გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება, რაც ალიანსის ატიპიურ გაფართოებას გულისხმობს და ეს ვიზიტიც ამასთანაა კავშირში.

ელზა პაპოშვილი
02.06.2023

ბოლო რამდენიმე დღეა დედაქალაქი კიევი და უკრაინის მთელი ტერიტორია რუსების მიერ ინტენსიურად იბომბება. თუმცა რუსები აცხდებენ, რომ უკრაინელები რუსეთის რამდენიმე ოლქს დრონებით უტევენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელგოროდის რაიონის ქალაქ შებეკინოში ელექტრომატარებლების მოძრაობა შეჩერდა. ქალაქში  საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.  

ნაზი ბერიძე
02.06.2023

28 მაისს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.1% მოიპოვა, რითაც წარმატებით გაიხანგრძლივა პრეზიდენტობის ვადა 5 წლის ვადით. რა შედეგი ექნება ამას საქართველოსთვის, ამაზე „რეზონანსი" საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტს ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა.

ნაზი ბერიძე
02.06.2023

ჩვენს პარტნიორებს ევროპაში ესმით, რომ სტატუსის მინიჭება დღეს ქვეყნისთვის აუცილებელია. არა „ქართული ოცნებისთვის," არამედ საზოგადოებისთვის, რომ არ გაჩნდეს კიდევ ახალი პრობლემები. კანდიდატის სტატუსს ალბათ მოგვცემენ, მაგრამ გარკვეული დათქმებით, „ოცნება" კი ეცდება ეს თავის წარმატებად წარმოაჩინოს - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.

ნაზი ბერიძე
02.06.2023

პარლამენტმა საკმაოდ ინტენსიური სამუშაო გასწია იმისთვის, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები შესრულებულიყო და ივნისის ბოლომდე 12-ვე პუნქტს სრულად შევასრულებთ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE"-ში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მსგავსი განცხადებები გააკეთეს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. ეს პრემიერმა ღარიბაშვილმაც თქვა, ჩვენ ვასრულებთ რეკომენდაციებზე მუშაობას და ახლა ბურთი ევროკავშირის მოედნზეაო.

თამთა ჩაჩანიძე
02.06.2023

„სალომე ზურაბიშვილს ზოგადად უნდა ელაპარაკა და არ უნდა ეთქვა აფხაზეთში რომელ ძალას ემხრობა, ამით დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია გააძლიერა, იტყვიან, ხომ გეუბნებოდით ეს ხალხი პროქართველები არიან და თბილისიდან იმართებიანო. ზურაბიშვილმა „ხელისუფლებას" საშუალება მისცა ოპოზიციისთვის დაერტყა," - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ევროპარლამენტში პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას.

ია აბულაშვილი
02.06.2023

„ევროპაში სიარული მთავარი არ არის, შედეგია მთავარი. ამ ეტაპზე ვერც პრეზიდენტი და ვერც პრემიერი შედეგიანი გზავნილებით ვერ დაბრუნდნენ," - აღნიშნა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
01.06.2023

ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მოგვანიჭონ სტატუსი - წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება მორიგი უსამართლობა და დიდი სტრატეგიული შეცდომა - ამის შესახებ პრემიერა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ელზა პაპოშვილი
01.06.2023

გზავნილები მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუდან  და საქართველოს მოლოდინი ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მიღებამდე. მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი იმართება, რომელსაც ევროპის 47 ლიდერი ესწრება. სამიტზე იმყოფება ასევე საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილი. 

ნაზი ბერიძე
01.06.2023

როცა 1920 წელს ერთა ლიგაში მიღებაზე უარი გვითხრეს, ამან 1921-ში საქართველოს ოკუპაცია გამოიწვია, შესაბამისად, წელს თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, ამან შეიძლება კიდევ ერთ ოკუპაციას გაუხსნას გზა, აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მოლდოვაში მიმდინარე სამიტზე საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
01.06.2023

ზურაბიშვილმა თავი ისე წარმოაჩინა, თითქოს ხელისუფლებიდან ევროინტეგრაციის მომხრე მხოლოდ თვითონაა და საქართველოს მთავრობა ხალხის ნებას არ ითვალისწინებს, რაც შეეხება ფრაზას, გავაკეთებ იმას, რაც საჭიროდ მიმაჩნიაო, შეწყალებაზე კითხვები ბუნდოვანება რჩება - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლაზე საუბრისას.

თამთა ჩაჩანიძე
31.05.2023

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას, თბილისში გამოხმაურებები მოჰყვა - ოპოზიცია იმედგაცრუებულია, რადგან ზურაბიშვილს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის" ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას შეწყალებაზე არაფერი უთქვამს, თუმცა, თვლიან, რომ საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით სწორი აქცენტები ჰქონდა. მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ წინა გამოსვლებთან შედარებით, ახლა პრეზიდენტს შერბილებული ტონი ჰქონდა, რაც „ხალხის რეაქციამ უზრუნველჰყო".


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×