ია აბულაშვილი
10.02.2021

"ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ, პარტიის განახლებასა და სტრუქუტურულ ცვლლებებს აანონსებს "ევროპულ საქართველო". მისი ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, საზოგდოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი პარტიაში მიმდინარე პროცესებთან, მათ შორის პერსონალურ და საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

ელზა პაპოშვილი
10.02.2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სკანდალში ეხვევა. მას უკრაინის ელჩის მუქარა უკრაინაში არც თუ კარგ ტონად ჩაუთვალეს და ფაქტიურად გააფრთხილეს, რომ მსგავსი მოწოდებები და განცხადებები მათი ქვეყნის დიპლომატის და მოქალაქეების მისამართით აღარ გააკეთოს. 

ია აბულაშვილი
10.02.2021

"ქართული ოცნება" მზად არის 2024 წლის არჩევნებისთვის განიხილოს საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-3%-მდე ფარგლებში, თუ პარლამენტში შევა დეპუტატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებებს განსახილველად. ამ წინადადებით უკვე მიმართა ხელისუფლებამ ოპოზიციას, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია საარჩევნო ბარიერის საკითხის სანაცვლოდ რომელი ოპოზიციური პარტია შევა პარლამენტში.

თამთა ჩაჩანიძე
10.02.2021

სპეციალისტების აზრით, საქართველოში კოვიდ-19 ის გავრცელების ყველაზე ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, გაზაფხულზე ყოველდღიურად ათეული შემთხვევები გვექნება და ამის პარალელურად ვაქცინაციაც დაიწყება, ხოლო ე.წ. მესამე ტალღას ყველაზე პესიმისტურ სცენარად მიიჩნევენ.

ელზა პაპოშვილი
09.02.2021

მმართველი გუნდი ოპოზიციას საარჩეევნო ბარიერის დაწევასთან  დაკავშირებით დისკუსიას და შეთანხმებას სთავაზობს. ეს საკმაოდ მომხიბლავი წინადადებაა წვრილი პარტიებისათვის, თუმცა, ანალიტიკოსთ აზრით, არაფერში აწყობს მთავარ ოპოზიციურ პარტიას. შესაბამისად, ისინი მხოლოდ ამის სანაცვლოდ პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ შესვლას გამორიცხავენ და პროგნოზირებენ, რომ საბოლოოდ წლევანდელი ადგილობრივი არჩევნების წინ „ნაციონალები“ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

თამთა ჩაჩანიძე
09.02.2021

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ შესაძლოა სამხედრო კავშირი შექმნან. პოლონურ მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ ფაქტიურად დაადასტურა და აღნიშნა, რომ სამივე ქვეყანა ამ მიმართულებით მუშაობს და კონსულტაციები მიმდინარეობს.

ქრისტინე კაპანაძე
09.02.2021

 საქართველოში კორონავირუსზე აცრა უფასო იქნება და ვაქცინაციის გეგმაც უკვე გაწერილია - ჯერ აიცრებიან ექიმები, პოლიციელები, მასწავლებლები და მოხუცები. თუმცა, ამის პარალელურად, სავარაუდოდ ზაფხულიდან, შესაძლოა სხვა სოციალური და ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისათვის, ვისაც აცრის გაკეთება ამა თუ იმ მიზეზის გამო ეჩქარება, ხელმისაწვდომი გახდეს ფასიანი აცრები. როგორია ამ მხრივ მსოფლიოში არსებული პრაქტიკა და რა შეიძლება ღირდეს რიგგარეშე აცრა საქართველოში?

ია აბულაშვილი
09.02.2021

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ჭორების გავრცელებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ბოლო დღეებში ბევრი სპეკულაცია მოისმინეს გიორგი გახარიას  შესაძლო გადაყენებასა და გუნდში დაპირისპირებაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ოპოზიციის ინფორმაციით კი, გახარია მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს და პარალელურად რეგიონებში ახალი რწმუნებულების დანიშვნით პოზიციებს იძლიერებს. 

თამთა ჩაჩანიძე
09.02.2021

ბოლო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცებების და დაკავებების ფაქტები მოხშირდა, უცნაური დაპატიმრებები დაიწყეს როკის გვირაბთაც. კონფლიქტოლოგი „რეზონანსთან" ფაქტების მოხშირების მიზეზებზე საუბრობს.

ქრისტინე კაპანაძე
09.02.2021

 დასავლური მხარის არაერთი მოწოდების შემდეგ, ოპოზიციის პარლამენტში შესვლის თაობაზე, რომელიც ამ ეტაპისთვის უშედეგოა, ახლა უკვე ევროპარლამენტიც მკაცრად ეწინააღმდეგება ოპოზიციის მოთხოვნას საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თაობაზე. თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

თამთა ჩაჩანიძე
09.02.2021

კომენდანტი საათი ის მექანიზმია, რომელიც მხოლოდ მოქალაქეთა მობილობას ამცირებს და ადამიანების შემოსავალზე არ აისახება. გარდა ამისა, როგორც „რეზონანსს" აკაკი ზოიძემ განუცხადა, კომენდანტის საათის შენარჩუნებით უკვე მოხსნილი ზოგიერთი შეზღუდვის დაბალანსება ხდება.

ქრისტინე კაპანაძე
09.02.2021

 მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ბუნებრივი (ნულოვანი) ბარიერის დაწესების შემთხვევაში ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევა, მხოლოდ მამუკა მდინარაძისა და იაგო ხვიჩიას ერთობლივი ოცნებაა. ამის შესახებ „რეზონანსს" „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განუცხადა.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×