ელზა პაპოშვილი
16.02.2021

სასამართლომ ოთხშაბათს უნდა გადაწყვიტოს, შეუცვლის თუ არა გირაოს პატიმრობით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას. მის დასაცავად ენმ-ის ოფისში ოპოზიციის დიდი ნაწილია მობილიზებული, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციას მელიას დაკავების უფლებას არ მისცემენ და მას ფიზიკურადაც კი დაიცავენ.

თამთა ჩაჩანიძე
16.02.2021

მთავრობა შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით 2-3 კვირიან პაუზას იღებს. სპეციალისტები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ისეთი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, რომელიც მობილობის გაზრდას გულისხმობს, ინტერვალია საჭირო, რათა შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრისთვის ეპიდვითარებაზე დაკვირვება მოხდეს. გარდა ამისა, ეს პაუზა შესაძლოა ეპიდემიის ე.წ. მესამე ტალღასაც უკავშირდებოდეს, რომელსაც სწორედ 2-3 კვირაში ელიან.

ია აბულაშვილი
16.02.2021

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრების ქცევა არ შეესაბამება ზოგადად პოლიტიკოსის ქცევებს და ორშაბათს „ლეიბორსიტების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ეს პარტია საბოლოოდ გაირიყა ოპოზიციისაგან. ამის შესახებ „რეზონანსს“ კახა კუკავამ განუცხადა და ორშაბათს გამართული საუბრის დეტალებიც გაიხსენა.

ქრისტინე კაპანაძე
16.02.2021

 მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჯერ ვაქცინაც არ შემოსულა, მთავრობის გეგმით, საქართველოში, წლის ბოლომდე, მოსახლეობის 60%-ის, ანუ 2 მილიონზე მეტი ადამიანის აცრაა დაგეგმილი. ხოლო პირველ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინის რაოდენობა მხოლოდ 20%-სთვის იქნება საკმარისი.

ქრისტინე კაპანაძე
16.02.2021

 „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე არაერთი მოსაზრება გაჟღერდა იმის შესახებ, შეუძლია თუ არა მელიას ციხეს თავი აარიდოს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პირველივე მუხლში წერია, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში ბრალდებულის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება, ან მისივე თანხმობით მის პირად ქონებას ყადაღა ედება და ამ გზით ხდება გირაოს საფასურის უზრუნველყოფა. თავად მელიას თქმით კი, მის დაპატიმრებას სადეპუტატო იმუნიტეტი მოხსნის შემდეგაც ვერ მოახერხებენ.

თამთა ჩაჩანიძე
16.02.2021

პოლიტიკურად რამდენად მომგებიანია ოპოზიციისთვის „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა და დაპატიმრება? როგორ შეფასდება ეს ფაქტი დასავლეთის მხრიდან და ამ შემთხვევაში შეძლებს თუ არა ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია ძლიერი საპროტესტო ტალღის აგორებას?

თამთა ჩაჩანიძე
15.02.2021

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ვაქცინაცია თითქმის 2 თვეა რაც მიმდინარეობს და ამ დროისთვის დედამიწაზე კორონავირუსზე აცრა 200 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა, თუმცა, ქვეყნები შეზღუდვებს უფრო ამკაცრებენ, რადგან ეპიდსიტუაცია უარესდება - სინამდვილეში რა პროცესთან გვაქვს საქმე, ამაზე პასუხს სპეციალისტები გვაძლევენ.

ია აბულაშვილი
15.02.2021

"გაერთიანებული ოპოზიცია" მასშტაბური აქციებისთვის ემზადება. ოპოზიცონერი ლიდერების განცხადებით - "საპროტესტო საგაზაფხულო ხომალდი დაიძრა" და თავის მხარდამჭერებს 25 თებერვალს და 31 მარტს ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. აქციები თბილისისა და ბათუმის გარდა რეგიონებშიც გაიმართება.

ელზა პაპოშვილი
15.02.2021

რა პროცესები შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში -როგორც უკვე ცნობილია, „ოცნებამ“ მისთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომაც “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარეს რამდენიმე საათი აქვს იმისთვის, რომ გირაოს თანხა - 40 ათასი გადაიხადოს. სასამართლო მისი დაკავების შესახებ უკვე იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ იმსჯელებს. 

ელზა პაპოშვილი
14.02.2021

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ოპოზიციური პარტიები ორშაბათს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან საერთო სტრატეგიის შესათანხმებლად. ეს შეკრება ოპოზიციაში მიმდინარე მწვავე კრიზისის ფონზე ტარდება, რომლის ბოლო გამოვლენაც „ევროპულ საქართველოში" მომხდარი ცვლილებები იყო. ანალიტიკოსთა შეფასებით, ოპოზიცია მის მიერვე დაშვებული შეცდომების შედეგს იმკის.

თამთა ჩაჩანიძე
14.02.2021

ორშაბათს 12:00 საათზე ოპოზიციური პარტიები იკრიბებიან და შეხვედრაზე სავარაუდოდ „გირჩიც" მივა. როგორც „რეზონანსთან" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ამ დროისთვის შეკრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ჟურნალისტებისგან აქვს და ამ საკითხზე კომუნიკაცია არც სხვა ოპოზიციონერებთან და არც საკუთარი პარტიის წევრებთან ჯერ არ ჰქონია.

ტატა შოშიაშვილი
14.02.2021

11 თებერვალს ვაზიანში ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების შემდეგ, აშშ-მა საქართველოს თავდაცვის უწყებას რამდენიმე ასეული უახლესი ტყვიამფრქვევი და ყუმბარმტყორცნი გადასცა. ამ შეიარაღების გამოყენება ოცეულებისა ბატალიონების დონეზე ხდება და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურებისთვისაა განკუთვნილი.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×