თამთა ჩაჩანიძე 08.11.2023

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ ევროკომისრები ევროსაბჭოს რეკომენდაციას აძლევენ, რომ საქართველოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, თუმცაღა იქვე დათქმებია მითითებული. საუბარია ცხრა პუნქტზე, რომელიც ზოგიერთი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას აგრძელებს, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.11.2023

ოთხშაბათს, 8 ნოემბერს ევროკომისია წარმოადგენს თავის ყოველწლიურ გაფართოების ანგარიშსს, სადაც შეფასებული იქნება 10 ქვეყნის და მათ შორის საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. აქვე მოცემული იქნება ევროკომისიის რეკომენდაცია, უნდა მიენიჭოს თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 14-15 დეკემბერს კი, ამ რეკომენდაციაზე დაყრდნობით, ევროკავშირის სამიტზე უკვე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
|
ნაზი ბერიძე 07.11.2023

საქართველოს ხელისუფლება ლომისის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიასთან მომხდარ მკვლელობაში დამნაშავის გადაცემას ითხოვს. მისი ოპონენტები კი კითხვას სვამენ - როგორ უნდა შეფასდეს რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკა, თუკი საოკუპაციო რეჟიმი სულ უფრო სასტიკი ხდება და ოკუპაციის ხაზიდან მათ გატაცებასთან ერთად უკვე მკვლელობაც ხდება?
|
თამთა ჩაჩანიძე 06.11.2023

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშამდე 2 დღით ადრე, საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩები სტუმრობენ. 6-8 ნოემბერს ვიზიტის ფარგლებში, ელჩებთან რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დიდი ალბათობით სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო დეტალებს შეათანხმებენ საქართველოს მთავრობასთან. ამასთან, არ გამორიცხავენ იმასაც, რომ საუბრები დახურულ კარს მიღმაც გაიმართოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 06.11.2023

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახალმა განცხადებამ ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ყველაფერი თავდაყირა დააყენა, იმასაც კი ამბობენ, რომ შესაძლოა მელიამ პარტიიდან წასვლა გადაიფიქროს. მანამდე ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ „ნაცმოძრაობის" დატოვება არ გამორიცხა, თუმცა, განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მიიღებდა. ყველაფერი კი პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტის იმ განცხადებიდან დაიწყო, რაც 1-ელ ნოემბერს სასამართლო პროცესზე თქვა.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.11.2023

შესაძლოა მალე ენმ-ს ნიკა მელიას ფრთა გამოეყოს, რომლის დაპირისპირება და შეუთავსებლობა პარტიის ახალ ხელმძღვანელობასთან სულ უფრო აშკარა ხდება. ამაზე პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მიანიშნა, როცა განაცხადა, რომ ვინც გასასვლელია, „სჯობს გავიდეს". თავად მელია გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, და აცხადებს, რომ ჯერ რეგიონებში მხარდამჭერებს უნდა შეხვდეს, რაც, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მოხდება. ოპოზიციაში მიიჩნევენ, მელია რეგიონალურ საკრებულოებში მყოფი ენმ-ის წარმომადგენლების მნიშნელოვან ნაწილს გაიყოლებს და პარლამენტშიც ეყოლება მხარდამჭერები ყოფილი „ნაციონალების" - ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის სახით.
|
ნაზი ბერიძე 04.11.2023

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებისადმი მიმართვაში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სია ახალი სახეებისგან უნდა შედგებოდეს - ისეთი ადამიანებისაგან, ვინც პარლამენტის წევრი არასოდეს ყოფილა. ამ განცხადებამ უკვე გამოიწვია გარკვეული დაბნეულობა და უკმაყოფილება ოპოზიციაში. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი მიდგომა ენმ-ში ისედაც არსებული კონფრონტაციის პირობებში, კიდევ უფრო ძლიერ შიდაპარტიულ რყევებს გამოიწვევს.
|
ნაზი ბერიძე 04.11.2023

ცოტა დრო რჩება ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე რას უნდა ველოდოთ რამდენად პოზიტიური იქნება შეფასება?
|
ნაზი ბერიძე 03.11.2023

„ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა დაპირისპირებების ფონზე სააკაშვილი კვლავ ერთიანობის იდეით გამოდის და მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდებს, მათ შორის მელიასა და ხაბეიშვილს. საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა და თქვა, რომ წყენები უნდა დასრულდეს, ყველამ თავის გზა იპოვოს.
|
ელზა პაპოშვილი 03.11.2023

5 დღე ევროკომისიის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებამდე - საკითხი კვლავ პოლიტიკური ბრალდებების თემაა. უმრავლესობა აცხადებს, რომ მაშინ, როცა ყველას პოზიტიური მოლოდინი აქვს, პარტია „ლელო“ სტატუსის საბოტაჟირებას განაგრძობს, ამის არგუმენტად „ქართულ ოცნებას“ მოჰყავს დავით უსუფაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაკეთებული განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ევროკავშირში ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
პარლამენტის წევრი, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯო და კანდიდატის სტატუსზე მიღებული უნდა იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.11.2023

მთელი ქვეყნის ეკონომიკა იქნება 85 მილიარდ 370 მილიონ ლარი. შედარებისთვის, მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წელს იყო 27 მილიარდი ლარი, ანუ გასამმაგდა მთელი ქვეყნის ეკონომიკა ჩვენი მმართველობის პერიოდში, 11 წელიწადში, - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ იყო 4250 დოლარი და 2024 წელს იქნება უკვე 8500 დოლარი.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.11.2023

ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია სხვა ოპოზიციურ ჯგუფებღან ალიანსს არ აპირებს. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას რაც შეეხება, აცხადებენ, რომ მასთან საუბრები „ჩვეულებრივი თანამშრომლობის ფორმატებია" და 2024 წლის არჩევნებისთვის მათი შესაძლო ალიანსის შესახებ „ოცნების" ლიდერების განცხადებები „პროპაგანდის ნაწილია".
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|