ქეთო გოგოხია
01.04.2026

,,მეწარმეთა შესახებ"  კანონის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა კომპანიების უმეტესობამ ვერ მოახერხა ან ბოლო დღეების ფაქტორის გამო, დააგვიანა. ეს ნიშნავს, რომ ისინი ბიზნესსაქმიანობაში სრულად პარალიზებულები არიან. შეზღუდვები შეეხო მათაც, რომლებმაც ვადის მიწურულს შეავსეს დეკლარაციები, თუმცა მათი საბუთების დამუშავება ვერ მოესწრო, რის გამოც მოცემულ მომენტში  საქმიანობას ვერ ახერხებენ. კომპანიებს შეეზღუდათ წვდომა rs.ge-ზე და საბანკო მომსახურებაზეც. იურისტების ინფორმაციით, შეზღუდვა კომპანიების ამ ნაწილს უახლოეს დღეებშივე მოეხსნება, როგორც კი მათი მონაცემები დამუშავდება. თუკი ხარვეზი აღმოჩნდება, მათ გამოსასწორებლად გონივრული ვადა მიეცემათ. 

თამარ ვეფხვაძე
01.04.2026

1-ლი აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი მოსახლეობისთვის - 5 თეთრით, ხოლო კომერციული ობიექტებისთვის 4-6 თეთრით გაიზარდა. ამიტომ ლოგიკურია და არავისთვის უსიამოვნო სიურპრიზი არ უნდა იყოს, რომ ბიზნესი მოსალოდნელ და გარდაუვალ გაძვირებაზე ალაპარაკდა. მწარმოებლები ერთ-ორ თვეს დაიცდიან, ნახავენ, როგორ აისახება გაზრდილი საფასური მათ წარმოებაზე და ადეკვატურ გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ. 

რეზონანსი
01.04.2026

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" - აფბას მიერ „ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დავასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას, ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე გამოეხმაურა. 

ირმა ჩიტაია
31.03.2026

ინფლაციასთან დაკავშირებული პროგნოზი უარესობისკენ იცვლება.  ამ მხრივ გარკვეული გავლენა გეოპოლიტიოკურმა ვითარებამ მოახდინა. სულ ახლახან დენის ტარიფის ზრდასთან მიღებულმა გადაწყვეტილებამ კი რისკები კიდევ უფრო გაზარდა. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს და შესაძლოა, საგანგაშო ნიშნულამდე ავიდეს.

თამარ ვეფხვაძე
31.03.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.8% შეადგინა. იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი კი - 8.4%-ია. სპეციალისტების ვარაუდით ეკონომიკურ ზრდას მომდევნო თვეებშიც უნდა ველოდოთ, განსაკუთრებით ირანსა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი საომარი მოქმედებების ფონზე. ანალიტიკოსები ამას იმით ხსნიან, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც სტაბილურად ვითარდება და რაც მთავარია, მშვიდობას ინარჩუნებს. შესაბამისად, ინვესტორები შეეცდებიან, საკუთარი კაპიტალი უსაფრთხო ადგილზე გადამოიტანონ. 

ქეთო გოგოხია
30.03.2026

ელექტროენერგიის გადასახადის ნახტომისებრი ზრდა სოციალურ ფონს  ძალიან დაამძიმებს. მომსახურებისა და წარმოების სფეროში ყველა მიმართულებით ფასების მატებას გარდაუვალი. მოიმატებს ინფლაციაც, რაზეც ენერგეტიკოსები და ეკონომისტები დაუფარავად საუბრობენ. 

ირმა ჩიტაია
30.03.2026

ავტობიზნესით დაკავებული ადამიანებისა და დილერების პროტესტის მიუხედავად, მდგომარეობა უცვლელია. დიდი ალბათობით, ავტომობილების იმპორტთან და განბაჟებასთან დაკავშირებული ცვლილებები აპრილიდან ამოქმედდება. სფეროში დასაქმებულები ფიქრობენ, რომ ეს, პირველ რიგში, პრობლემებს შეუქმნის ავტობიზნესში დასაქმებულებს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობას და მიგრაციას კიდევ უფრო გაზრდის.  

ქეთო გოგოხია
30.03.2026

ხუდონჰესის აშენების გადაწყვეტილება საბოლოოდ ურყევია და მთავრობას ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვან პროექტების განხორციელებას სწორედ ამ გიგანტური ჰესით დაიწყებს. ამის მთავარი პირობაა, რომ  მოსახლეობის ნდობა მოიპოვონ, რა მიმართულებითაც მუშაობა გააქტიურდება. კონკრეტულად რა შეიძლება ადგილობრივებს შესთავაზონ, უცნობია, თუმცა სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ, ეს იქნება სოციალური გარანტიები, ფულადი კომპენსეციები და დასაქმების პერსპექტივა. პარალელურად გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტებიც შეიძლება განხორციელდეს.

დოქტორი ალან პრიდდი
30.03.2026

ჟენევა - წყლის რესურსების, გარემოს და ჯანმრთელობის გლობალურმა ინსტიტუტმა ჩაატარა მაღალი რანგის პარალელური ღონისძიება ადამიანთა უფლებების გაეროს საბჭოს 61-ე საბჭოს ფარგლებში, რომლის მიზანი იყო იმის შესწავლა თუ როგორ გადაიქცევა ციფრული ინოვაციები და თანამშრომლობა სამხრეთი-სამხრეთი განვითარებაზე უფლების განხორციელების კატალიზატორად.

თამარ ვეფხვაძე
26.03.2026

მაშინ, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები მკაცრი და კატეგორიული ტონით ითხოვენ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მიუერთდეს, ევროპასა და რუსეთს შორის ვაჭრობა რამდენიმე ასეულ მილიარდს შეადგენს. ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია ბალტიის ზღვის ქვეყნებიდან რეექსპორტის ზრდა რუსეთში. ეკონომისტების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არ უერთდება სანქციებს, მაგრამ არც იმას უშვებს, რომ ქვეყანაში სანქციების გვერდის ავლა დაფიქსირდეს, მოქმედებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და მოსახლეობის ინტერესების სრული დაცვით.

თამარ ვეფხვაძე
25.03.2026

აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, ფერმერები საქონლის ხორცის გაძვირებას ელიან. ისინი ამის მიზეზად რუსეთიდან ცოცხალი პირუტყვის იმპორტის შეჩერებას მიიჩნევენ და ვარაუდობენ, რომ ხორცი 20-25%-ით გაძვირდება. სპეციალისტები კი რაიმე საგანგაშო ვითარებას და არც დიდ რყევებს არ ელოდებიან. მათი შეფასებით საქონლის ხორცი შეიძლება გაძვირდეს, თუმცა ცვლილება მხოლოდ 10%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×