ქეთო გოგოხია 30.03.2026

ელექტროენერგიის გადასახადის ნახტომისებრი ზრდა სოციალურ ფონს ძალიან დაამძიმებს. მომსახურებისა და წარმოების სფეროში ყველა მიმართულებით ფასების მატებას გარდაუვალი. მოიმატებს ინფლაციაც, რაზეც ენერგეტიკოსები და ეკონომისტები დაუფარავად საუბრობენ.
|
ირმა ჩიტაია 30.03.2026

ავტობიზნესით დაკავებული ადამიანებისა და დილერების პროტესტის მიუხედავად, მდგომარეობა უცვლელია. დიდი ალბათობით, ავტომობილების იმპორტთან და განბაჟებასთან დაკავშირებული ცვლილებები აპრილიდან ამოქმედდება. სფეროში დასაქმებულები ფიქრობენ, რომ ეს, პირველ რიგში, პრობლემებს შეუქმნის ავტობიზნესში დასაქმებულებს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობას და მიგრაციას კიდევ უფრო გაზრდის.
|
ქეთო გოგოხია 30.03.2026

ხუდონჰესის აშენების გადაწყვეტილება საბოლოოდ ურყევია და მთავრობას ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვან პროექტების განხორციელებას სწორედ ამ გიგანტური ჰესით დაიწყებს. ამის მთავარი პირობაა, რომ მოსახლეობის ნდობა მოიპოვონ, რა მიმართულებითაც მუშაობა გააქტიურდება. კონკრეტულად რა შეიძლება ადგილობრივებს შესთავაზონ, უცნობია, თუმცა სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ, ეს იქნება სოციალური გარანტიები, ფულადი კომპენსეციები და დასაქმების პერსპექტივა. პარალელურად გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტებიც შეიძლება განხორციელდეს.
|
დოქტორი ალან პრიდდი 30.03.2026

ჟენევა - წყლის რესურსების, გარემოს და ჯანმრთელობის გლობალურმა ინსტიტუტმა ჩაატარა მაღალი რანგის პარალელური ღონისძიება ადამიანთა უფლებების გაეროს საბჭოს 61-ე საბჭოს ფარგლებში, რომლის მიზანი იყო იმის შესწავლა თუ როგორ გადაიქცევა ციფრული ინოვაციები და თანამშრომლობა სამხრეთი-სამხრეთი განვითარებაზე უფლების განხორციელების კატალიზატორად.
|
თამარ ვეფხვაძე 26.03.2026

მაშინ, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები მკაცრი და კატეგორიული ტონით ითხოვენ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მიუერთდეს, ევროპასა და რუსეთს შორის ვაჭრობა რამდენიმე ასეულ მილიარდს შეადგენს. ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია ბალტიის ზღვის ქვეყნებიდან რეექსპორტის ზრდა რუსეთში. ეკონომისტების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არ უერთდება სანქციებს, მაგრამ არც იმას უშვებს, რომ ქვეყანაში სანქციების გვერდის ავლა დაფიქსირდეს, მოქმედებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და მოსახლეობის ინტერესების სრული დაცვით.
|
თამარ ვეფხვაძე 25.03.2026

აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, ფერმერები საქონლის ხორცის გაძვირებას ელიან. ისინი ამის მიზეზად რუსეთიდან ცოცხალი პირუტყვის იმპორტის შეჩერებას მიიჩნევენ და ვარაუდობენ, რომ ხორცი 20-25%-ით გაძვირდება. სპეციალისტები კი რაიმე საგანგაშო ვითარებას და არც დიდ რყევებს არ ელოდებიან. მათი შეფასებით საქონლის ხორცი შეიძლება გაძვირდეს, თუმცა ცვლილება მხოლოდ 10%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.
| |
ირმა ჩიტაია 24.03.2026

საქართველოში ავტომანქანები უკვე გაძვირდა. მართალია ახალი კანონპროექტი ძალაში 1-ლი აპრილიდან შედის, მაგრამ გაძვირება უკვე თვალში საცემია. ის ერთდროულად ყველა ტიპის ავტომობილს ეხება. მაღალი ტარიფების დაწესებას კანონპროექტის ავტორები ეკოლოგიაზე ზრუნვით, ავტოპარკის განახლებითა და დაძველების პრევენციით ხსინიან, თუმცა საპირისპიროს ამბობენ სფეროს წარმომადგენლები.
|
თამარ ვეფხვაძე 24.03.2026

მართალია, „ეკონომიკის განვითარების ბანკი“ აუცილებლად შეიქმნება, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის. არადა, ირანსა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი საომარი ვითარების გამო, ყოველდღიურად იძაბება სიტუაცია, რაც ეკონომიკურ განვითარებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ასეთ ტურბულენტურ პირობებში, ინვესტორებსა და მეწარმეებს, ცხადია, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვადომობა სჭირდებათ. სპეციალისტები პოზიტიურად აფასებენ მთავრობის გადაწყვეტილებას „ეკონომიკის განვითარების ბანკის“ შექმნასთან დაკავშირებით, თუმცა ვარაუდობენ, რომ ორი სტრუქტურის გაერთიანებას გარკვეული დრო სჭირდება.
|
ქეთო გოგოხია 23.03.2026

გეოპოლიტიკური ვითარების გამო, ნავთობპროდუქტების გაძვირება ავიაბილეთების ღირებულებას მკვეთრად შეცვლის. ირანში ომის დაწყებიდან დღემდე საავიაციო ნავთის ფასი 40%-ით არის გაზრდილი. ავიაბილეთების გაძვირების ტენდენცია დაწყებულია და აუცილებლად იმოქმედებს ქართულ ავიაბაზარზეც. თუმცა რამდენად მოახდენს ეს ფაქტორი ტურიზმის სექტორზე გავლენას, ჯერჯერობით ვარაუდი ჭირს. ვიზიტორთა რაოდენობა შეიძლება მაინც შენარჩუნდეს, კლებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის.
|
ქეთო გოგოხია 23.03.2026

ირანის ომმა ზანგეზურის დერეფნის პერსპექტივა ფაქტობრივად მოსპო. ირანში არსებული მდგომარეობა თუ არ გამოსწორდება ან დღევანდელი ხელისუფლება დარჩება, არც ზანგეზურის პროექტს ექნება მომავალი. თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, არც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აქვს პროექტს მომავალი, რადგან ამ ცვლილებამ რეგიონში ვითარება უფრო მეტადაც შეიძლება დაძაბოს.
|
ირმა ჩიტაია 23.03.2026

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობის გამო გადაზიდვის ტარიფები მკვეთრად იზრდება. ფაქტობრივად არ დარჩა საფერო, სადაც ირან-ისრაელ-ამერიკის დაპირისპირებამ უარყოფითად არ იმოქმედა. პირველ რიგში, ნავთობპროდუქტების გაძვირება გამოიწვია, რამაც დომინოსებრი ეფექტი თითქმის ყველა დარგზე მოახდინა, განსაკუთრებით კი ტრანსპორტირების ტარიფებს შეეხო. ეს კი საბოლოო ჯამში პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|