გვანცა წულაია
07.11.2024

საქართველოს საკმაო მჭიდრო ურთიერთობა აქვს ამერიკულ ავტოინდუსტრიასთან. ქვეყანში შემოსული ავტომობილების უდიდესი ნაწილი სწორედ ამერიკული ბაზრიდან მოდის. დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, აშშ-ში ახალი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება და ცვლილებების დაწყებაა მოსალოდნელი, თუმცა როგორც ითქვა, ეს არ შეეხება ავტოინდუსტრიას. შესაბამისად, საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების იმპორტს არანაირი პრობლემა არ შეექმნება. 

გვანცა წულაია
07.11.2024

ამერიკის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკა არალეგალი მიგრანტებისადმი ყველასათვის ცნობილია და ახალი ამბავი არ არის. გაპრეზიდენტების შემდეგ ერთ-ერთი საკითხი რაზეც ტრამპის ადმინისტრაცია იმუშავებს, სწორედ არალეგალი მიგრანტები არიან და ითქვა, რომ აშშ-დან ყოველწლიურად დაახლოებით მილიონ მიგრანტს გამოაძევებენ. ოკეანის გაღმა ქართველებიც მრავლად ცხოვრობენ, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ტრამპის პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხოს.

გვანცა წულაია
06.11.2024

გაზის გამათბობლების შემოწმების მიზნით, კომპანიები წელიწადში ერთხელ მომხმარებლებს გადაამოწმებენ. აქტიური სამუშაოები უკვე დაწყებულია და როგორც ირკვევა, უკვე ასი ათასობით აბონენტია გადამოწმებული, თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ეს ვითარებას დიდად ვერ გამოასწორებს.

ქეთო გოგოხია
06.11.2024

აშშ-ს არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება საქართველოსთან ეკონომიკურ კავშირებზე ნაკლებად აისახება. მართალია, ცვლილება უფრო პოლიტიკურ ურთიერთობას შეეხება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ აშშ-დან მკაცრი ტონი შერბილდეს, რაც საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებით იყო განპირობებული. როგორც ქართველი ანალიტიკოსები აცხადებენ, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირი შენარჩუნდება, ეს ეხება ინვესტიციებსაც, რომელიც აშშ-დან განსაკუთრებული მოცულობის არც ყოფილა. ასე რომ, არსებული დინამიკა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. 

გვანცა წულაია
05.11.2024

სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა დიდად წარმატებული არ აღმოჩნდა. ეკონომისტები ამბობენ, რომ სინამდვილეში სახელმწიფო დასაქმების პროგრამა ეკონომიკურ დოვლათს ვერ ქმნის და არც უმუშევრობის შემცირებას და დასაქმების ზრდას უკავშირება, არამედ ამაში პოლიტიკური გადაწყვეტილება დევს. 

გვანცა წულაია
05.11.2024

ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ხშირად ითიშება. ამის თაობაზე მოქალაქეები უკვე აქტიურად ჩივიან. აღნიშნული პრობლემით დედაქალაქელებიც კი შეწუხდნენ. როგორც ენერგოომბუდსმენმა განაცხადა, დენის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევები, გაზრდილ მოხმარებას უკავშირდება. 

ქეთო გოგოხია
04.11.2024

არჩევნების შემდგომი პერიოდი ბიზნესისთვის სტაბილური აღმოჩნდა. თითქმის ყველა დარგში მოლოდინი დადებითია და ამ მხრივ დაძაბულობა არ არის, რაც შესაძლოა, პოლიტიკურ სიტუაციას გამოეწვია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგს ჯერჯერობით არ აღიარებს, ეკონომიკურ პროცესებზე ამის უარყოფითი გავლენა არ იგრძნობა. 

ქეთო გოგოხია
04.11.2024

რუსულ გაზზე დამოკიდებულება მატულობს და სავარაუდოდ, ეს ტენდენცია გაგრძელდება. ამის მიზეზი აზერბაიჯანიდან იმპორტის კლებაა, ბუნებრივი აირი მეზობელი ქვეყნიდან არასაკმარისი რაოდენობით მოგვეწოდება, რისი ნიშნებიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდიდან გაჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანულ გაზზე ევროპის მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა, საქართველოში  მიწოდების კუთხით შეიძლება პრობლემა გაჩნდეს. შესაბამისად, რუსული გაზის მიმართ მოთხოვნა მოიმატებს.

გვანცა წულაია
04.11.2024

არჩევნების დასრულების შემდეგ ლარის კურსი სტაბილურია, რაც ეროვნული ბანკის მიერ გახარჯულმა რეზერვებმა განაპირობა. სავალუტო ბაზარზე არსებულ სიტუაციას სრულად კონტროლდება, თუმცა გამოჩნდნენ ეკონომისტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კურსს მკვეთრი გაუფასურება ელის. ბოლო დღეებში ამ თემით მანიპულირებამ ტენდენციური და მიზანმიმართული ხასიათი მიიღო. ზოგიერმა საერთოდ წარმოუდგენელი პროგნოზი გააკეთა, თითქოს 1 აშშ დოლარი 5 ლარი გახდება. 

ირმა ჩიტაია
31.10.2024

უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობა არ შერყეულა. არჩევნებიდან სულ რამდენიმე დღე გავიდა და უკვე იგძნობა, რომ პოლიტიკურ პროცესებს სექტორზე  ნეგატიურად არ უმოქმედის. მომხმარებლები, რომლებიც ფართების შეძენისგან თავს იკავებდნენ, ახლა შედარებით გამოცოცხლდნენ. როგორც ჩანს, არჩევნების შემდეგ ხალხს სტაბილურობის განცდა დაეუფლა. ეს კი ხელს უწყობს ბაზრის დინამიკურ განვითარებას. ამიტომაც, მშენებლებისა და დარგის სპეციალისტების თქმით, სეგმენტში განვითარების ტენდენცია აღარ შეიცვლება.

გვანცა წულაია
31.10.2024

მიწის სისტემური რეისტრაცია, 2024 წლის ნაცვლად, 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო და როგორც ითქვა, მოქალაქეების ნაწილმა საკუთარი მიწის დარეგისტრირება ჯერაც ვერ მოახერხა. ამიტომ უფასო რეგისტრცია ერთი წლით გახანგრძლივდა. 

გვანცა წულაია
31.10.2024

საქართველოს ეკონომიკური ზრდა, ბოლო წლების ტენდენციის მსგავსად, არც წინასაარჩევნო პერიოდში შეფერხებულა და როგორც ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, სექტემბრის თვეში მშპ 8.3%-ით გაიზარდა. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ აღებული ტემპი მომავალშიც შენარჩუნდება და 2024 წელი ორნიშნასთან მიახლოებული მაჩვენებლით ჩაიხურება. 


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×