ქეთო გოგოხია
31.03.2025

ღია ბანკინგის სისტემის დანერგვა თანამედროვე საგადამხდელო ურთიერთობებს უფრო სწრაფსა და მოქნილს ხდის, თუმცა ადგილობრივი პლასტიკური ბარათებისთვის საფრთხეა, რადგან მას უცხოეთში მუშაობის შესაძლებლობას უსპობს. არსებობს მოსაზრება, რომ სებ-ის ასეთი გადაწყვეტილება სპეციალურად გამიზნულია სანქცირებული ადამიანებისთვის და მათთვის ალტერნატივის შექმნის მცდელობაა. არ არის გამორიცხული, რომ ამით ადგილობრივი პლასტიკური ბარათები სრულად ჩანაცვლდეს.

გვანცა წულაია
31.03.2025

საქართველოში მძიმე დემოგრაფიული სურათია, რასაც წინა წლების მსგავსად შარშანდელი სტატისტიკაც მოწმობს. მიზეზი ბევრნაირია, მაგრამ გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. ითქვა, რომ დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებას მთავრობა შეეცდება, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმა არ არსებობს. ამასობაში, სანამ რაიმე გაირკვევა, საქართველოში ქორწინება იკლებს, განქორწინება მატულობს, ქვეყანაში ნაკლები ბავშვი იბადება და ბევრი ადამიანი იღუპება, რაც დემოგრაფიულთან ერთად, ეკონომიკაში პრობლემებს ქმნის. 

ირმა ჩიტაია
27.03.2025

ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადი განუსაზღვრელი დროით გახანგრძლივდა. მეწარმეები აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკვე ძალიან უარყოფითად აფასებენ. მათ, ფაქტობრივად, იაფ და ხარისხიან ფქვილის იმპორტზე წვდომა ეზღუდებათ. მათი აზრით, აღნიშნული რეგულაცია ბაზარზე დამატებით პრობლემებს შექმნის, პურისა და ფქვილის ხარისხი დაეცემა, ხოლო ფასი გაიზრდება და ბაზარზე ახალი პრობლემები გაჩნდება. არც კონკურენცია იქნება და ეს გარემოება ნებით თუ უნებლიეთ ბაზარზე მონოპოლიას წარმოქმნის.

გვანცა წულაია
27.03.2025

ამერიკაში უცხოეთიდან იმპორტირებულ ახალ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფი დაწესდა, რომელიც განუსაზღვრელი დროით იმოქმედებს. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ძალაში რამდენიმე დღეში შევა, რაც მანქანების გაძვირებას გამოიწვევს. ვინაიდან საქართველო 80%-ით ამერიკულ ბაზარზეა დამოკიდებული, არ არის გამორიცხული, რომ ავტომობილების ღირებულებამ დროთა განმავლოაში ჩვენთანაც მოიმატოს.

გვანცა წულაია
27.03.2025

დემონტაჟის შემდეგ თბილისში მიწისზედა გადასასვლელ ლითონის ხიდებს ისევ აშენებენ. 5 გადასასვლელი უკვე აშენდა, ამ ეტაპზე 4-ის მშენებლობა მიმდინარეობს და მომდევნო ორ წელიწადში დამატებითი 7 აშენდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გადასასვლელი ხიდები გარკვეულ მონაკვეთებში საჭიროა, მაგრამ ისიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქვეითთა ნაწილი არ სარგებლობს მათთვის განკუთვნილი გადასასვლელებით, ამიტომ კონტროლიც უნდა იყოს შესაბამისი. 

გვანცა წულაია
26.03.2025

ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადი  აპრილის შემდეგაც იმოქმედებს. ბოლოს საიმპორტო გადასახადი 1-ელ მარტს, ერთი თვით, გახანგრძლოვდა, თუმცა მოქმედების ვადა შემდგომ თვეებზეც გაიწერება. ეს პერიოდი კი, როგორც ცნობილია, დაკვირვებისთვის იყო საჭირო და მან თავისი შედეგი აჩვენა. 

ქეთო გოგოხია
26.03.2025

ჰესების მშენებლობის ტარიფები შესაძლოა, გადაიხედოს. ამის მიზეზი მშენებლობის მაღალი ხარჯია, რაც დეველოპერების საქმიანობას აფერხებს. ისინი პირდაპირ აღნიშნავენ, რომ  დაბალი ტარიფიდან თანხას ვერ იღებენ. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი სატარიფო პოლიტიკის გადახედვაა, რასაც, თავის მხრივ,  არასასურველი შედეგი მოჰყვება, რადგან გაზრდილი ტარიფი სერიოზულ ტვირთად დააწვება არა მარტო მომხმარებელს, არამედ ბიზნესსაც და საბოლოოდ ფასების მატებას გამოიწვევს.

გვანცა წულაია
25.03.2025

გასულ წლებში თითქმის ნულოვანი ინფლაციის გათვალისწინებით, ხელფასების ზრდა მოსახლეობას ასე თუ ისე დაეტყო და მათი მსყიდველუნარიანობა გაიზარდა. ასეთი პერიოდი საქართველოს მიყოლებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ჰქონდა, თუმცა ახლა ინფლაცია მზარდია, კერძო სექტორი კი დასაქმებულთა ხელფასების კორექციაზე აღარ ფიქრობს. ამიტომ წელს მოცემულობა შეიცვლება.

გვანცა წულაია
25.03.2025

თურქეთში სიტუაცია დრამატულია. გამოსვლებმა და საპროტესტო აქციებმა ქვეყანაში მდგომარეობა შეცვალა. შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე გაუფასურდა თურქული ლირა და რთული მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელია ეკონომიკური პრობლემები, ამიტომ საინტერესოა, საქართველოსთვის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა როგორ იმოქმედებს ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე?

ქეთო გოგოხია
24.03.2025

თბილისში ტრამვაის ახალი ხაზი მოეწყობა. გარდა იმისა, რომ ტრამვაი ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტად მიიჩნევა, მისი იდიდ უპირატესობაა ისიცაა, რომ ავტობუსთან შედარებით, 3-ჯერ მეტი მგზავრი გადაჰყავს და სრულად მოდერნიზებული, მაღალი სტანდარტით გამორჩეული ტრანსპორტია. კონკრეტული თარიღი, როდიდან დაიწყება პროექტის განხორციელება უცნობია, თუმცა ტრამვაის ხაზის მშენებლობის ზოგიერთი დეტალი უკვე გასაჯაროვდა. ეს იქნება 7.5-კილომეტრიანი ხაზი დიდი დიღმიდან მეტრო "დიდუბის" მიმართულებით, რომელსაც 11 გაჩერება ექნება და ტრამვაის 10 შემადგენლობა მოემსახურება.

ირმა ჩიტაია
24.03.2025

მსოფლიო ეკონომიკაში დიდი გაურკვევლობაა. გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ამ მხრივ უაღრესად უარყოფითი როლი შეასრულა. საუბარია იმაზეც, რომ დიდი რეცესია იწყება. ამის ერთ-ერთ გამოხატულებად მიიჩნევა ოქროს არანორმალურად გაზრდილი ფასიც, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში აქამდე არსებული ყველა რეკორდი დაამხო.

ქეთო გოგოხია
24.03.2025

უძრავი ქონების ბაზარზე ფასების შეკავება ხელოვნურად ხდება. ბაზარზე რეალურად გასაყიდი ბინების სიჭარბეა, ხოლო მოთხოვნა - ნაკლები, მაგრამ ტენდენცია ღირებულებაზე ჯერჯერობით არ აისახა. ერთ-ერთი ვერსიით, რაზეც ეკონომისტები საუბრობენ,  დეველოპერები სპეციალურად ცდილობენ ფასის შენარჩუნებას, ხოლო თუკი ტარიფები კლების მიმართულებით არ დაკორექტირდა, ამან სამშენებლო ბაზარზე შეიძლება პრობლემა და შემდეგ კი კრიზისი წარმოშვას.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×