|
ქეთო გოგოხია 12.03.2025

ყოველ 100 პენსიონერზე საქართველოში 100-120 დაქირავებით დასაქმებული მოდის, როცა სტანდარტი 280-320-ის ფარგლებშია. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რაც მოსახლეობის დაბერებას განაპირობებს. რეალურად საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლის მოსახლეობაც საკმაოდ სწრაფი ტემპით ბერდება. ქვეყანაში ყოველი მეექვსე ადამაინი, ანუ თითქმის 17%, 65 წელს გადაცილებულია. ტენდენცია თუკი გაგრძელდება, არ არის გამორიცხული, პენსიის ზრდის შესაძლებლობა შეიზღუდოს.
|
გვანცა წულაია 11.03.2025

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება. იგი საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის და აზერბაიჯანის შემდეგ მეხუთე ქვეყანა იქნება, რომელიც მნიშვენლოვან პროექტში ჩაერთვება. ენერგეტიკოსებისთვის ეს საინტერესო სიახლე აღმოჩნდა და ისინი ადასტურებენ, რომ ამით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს.
|
გვანცა წულაია 11.03.2025

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად შემცირდა. 2024 წელს მისმა მაჩვენებელმა თითქმის 30%-ით იკლო, რასაც ეკონომისტები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ, თუმცა იქვე აცხადებენ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მას ქვეყნისთვის მაინცდამაინც კარგი არაფერი მოაქვს.
|
ირმა ჩიტაია 10.03.2025

საავტომობილო ბაზარი ვერა და ვერ გააქტიურდა, მოთხოვნა შემცირდა და შესაბამისად, იმპორტმაც იკლო, რასაც ბოლო სტასტიკაც ადასტურებს. სირტულეებია რეალიზაციის მიმართულებითაც. ვარაუდი, რომ 2024 წლის ბოლომდე ბაზარზე არსებული ჭარბი ავტომობილების გაწოვა მოხდებოდა, არ გამართლდა. ამიტომაც, სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაზარზე შესაძლოა გაიაფება, დაიწყოს, ნაწილი კი ვარაუდობს, რომ რთული მდგომარეობა ღირებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
|
ქეთო გოგოხია 10.03.2025

უძრავი ქონების ბაზარზე მიწოდება მოთხოვნას აღემატება. ამის მიზეზი პოლიტიკური დაძაბულობის გავლენაა, რამაც გაყიდვების ტემპი მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა მეორადი უძრავი ქონების ბაზარზე განსხვავებული მოცემულობაა და მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, განსაკუთრებით მცირე ზომის ბინებთან მიმართებაში, ძვირადღირებულ სეგმენტს უჭირს რეალიზაცია და ფასიც საგრძნობლად შემცირდა, რასაც ახალ ბინებთან დაკავშირებით ვერ ვიტყვით. არსებული პრობლემის მიუხედავად ფასები ჯერჯერობით ნარჩუნდება და ჯერჯერობით არც დეველოპერები ფიქრობენ საფასო პოლიტიკის გადახედვას.
|
ქეთო გოგოხია 10.03.2025

აშშ-ს მიერ პოზიციების რადიკალური შეცვლა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში დიდ გაურკვევლობას იწვევს. მათ შორის საქართველოში, მართალია, ამ ფაქტორების გავლენა პირდაპირ არ იგრძნობა, თუმცა იმ დონეზე მაინც აისახება, რომ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები ახლებურად გადალაგდეს და ბოლო წლეების განმავლობაში მიღწეული სარგებელი, ლოგისტიკური თუ წმინდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები შენარჩუნდეს. მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა სატარიფო პოლიტიკის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, არც სხვა სახელმწიფოების რეაქციამ დააყოვნა, რომელიც დიდწილად ევროკავშირის ქვეყნებსა და ჩინეთს ეხება.
|
გვანცა წულაია 06.03.2025

მიმწოდებლებსა და სავაჭრო ობიექტებს შორის ურთიერთობის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირების საკითხი შესაძლოა, დღის წესრიგში ისევ დადგეს. კონკურენციის სააგენტო ორი წლის წინ თაროზე შემოდებულ მონიტორინგის პროცესს აგრძელებს. როგორც ლექვინაძის უწყებაში ადასტურებენ, წლიდან წლამდე სავაჭრო ქსელების მიერ მიმწოდებლებისთვის დაკისრებული ხარჯი მზარდია.
|
ქეთო გოგოხია 06.03.2025

შუა დერეფნის როლი იზრდება. ბოლო პერიოდში დიდი ინტერესია ცენტრალური აზიის ქვეყნების მხრიდან, მათ შორის, უზბეკეთიდან. მხარეებს შორის მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს, რაც კიდევ ერთი პირობაა, რომ გადაზიდვებზე მეტი მოთხოვნა გაჩნდეს. ამას კი განაპირობებს ქვეყნის მშვიდობიანი კურსი. როცა აღმოსავლეთში დაძაბულობაა, სუეცის არხში პრობლემა მოგვარებული არ არის, უკრაინაში კი ომი გრძელდება, აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი დერეფანი მეტი დატვირთვას იძენს.
|
გვანცა წულაია 05.03.2025

ეროვნულ ვალუტას არანაირი საფრთხე აღარ ელის, ამიტომ საფინანსო ბაზარზე სტაბილიზაცია და მყარი გაცვლითი კურსია მოსალოდნელი. რადგანაც ყველა კრიზისი დაძლეულია, პოლიტიკური დაძაბულობა გაფანტულია და ეკონომიკაც იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულმა ვალუტამ პრობლემები უკან მოიტოვა. ამიტომ, დიდი ალბათობით, ლარი ახალ წონასწორულ ნიშნულს იპოვის.
|
ქეთო გოგოხია 05.03.2025

ზამთრის ტურისტული სეზონი, პრაქტიკულად, მთავრდება. მთის კურორტებზე პოლიტიკური პროცესების გავლენა არ ასახულა. დამსვენებლების მოზიდვას განსაკუთრებით ამინდმა შეუწყო ხელი, თითქმის ყველა კურორტზე ხალხმრავლობა იყო. თუკი ბაკურიანში სექტორი, ძირითადად, ადგილობრივი ტურისტების იმედადაა, გუდაურში უმეტესობას უცხოელები შეადგენდნენ, მესტიის შემთხვევაში ორივე სეეგმენტი აქტიურობდა. დაძაბული სეზნის მიუხედავად, კურორტებზე მდებარე სასტუმროები 80%-იან დატვირთვაზე ავიდნენ.
|
გვანცა წულაია 04.03.2025

საქართველოში პროფესიული კოლეჯების მიმართ ინტერესი მზარდია. ბოლო წლებში ახალგაზრდების ნაწილი, უმაღლესი სასწავლების ნაცვლად, კოლეჯებში აბარებენ ანდა მეორად პროფესიას სწორედ პროსეფიულ დაწესებულებებში იძენენ. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ სახელმწიფომ პროფესიული განათლების დაფინანსება გადაწყვიტა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|