გვანცა წულაია 04.03.2025

საქართველოში პროფესიული კოლეჯების მიმართ ინტერესი მზარდია. ბოლო წლებში ახალგაზრდების ნაწილი, უმაღლესი სასწავლების ნაცვლად, კოლეჯებში აბარებენ ანდა მეორად პროფესიას სწორედ პროსეფიულ დაწესებულებებში იძენენ. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ სახელმწიფომ პროფესიული განათლების დაფინანსება გადაწყვიტა.
|
გვანცა წულაია 04.03.2025

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ღირებულება იკლებს. "ბრენტის" ტიპის საწვავი უკვე 70-დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა და არც ისაა გამორიცხული, რომ ფასი კიდევ უფრო შემცირდეს. ყოველ შემთხვევაში, სპეციალისტების პროგნოზი სწორედ ასეთია.
|
ქეთო გოგოხია 03.03.2025

საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა მზარდია. უმაღლეს სასწავლებლებში ყოველი მეხუთე სტუდენტი უცხოელია. ერთი შეხედვით, ეს პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ რისკი ნამდვილად არის იქიდან გამომდინარე, რომ მათი უმეტესობა უფრო დასაქმების მიზნით ჩამოდის და ადგილობრივ მუშახელთან არაჯანსაღ კონკურენციაშია. ეს ეხება განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუდენტებს. მარტო ინდოეთიდან საქართველოში 16 000 სტუდენტი სწავლობს, როცა სულ უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 37 000-ია. გამოდის, რომ მათი უმეტესობა საფუძვლიან ცოდნას ვერ იღებს, ხოლო უნივერსიტეტებს ძირითადად ფულის კეთების ინტერესი ამოძრავებთ, რასაც საგანმანათლებლო სექტორისთვის საშიში ტენდენციაა.
|
ქეთო გოგოხია 03.03.2025

პურის ფასი კიდევ ერთხელ დაკორექტირდება, პარალელურად კი მთავრობამ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი კიდევ გაახანგრძლივა, ოღონდ ამჯერად მხოლოდ ერთი თვით. გადაწყვეტილება უკავშირდება საიმპორტო გადასახადის პარამეტრების შეცვლას, ვინაიდან რუსეთში ფასები იცვლება და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, კონკურენციის პირობები შენარჩუნდეს. ახალი ფასების დინამიკა სწორედ მარტის ბოლოდან ან აპრილის დასაწყისიდან გამოიკვეთება.
|
გვანცა წულაია 03.03.2025

საქართველოს ეკონომიკა ნახტომისებურ ზრდას 2025 წელსაც განაგრძობს. იანვრის შედეგი ისეთი მაღალი აღმოჩნდა, რომ ყველა გაკვირვეულია, რადგან ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას არავინ ელოდა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეკონომიკამ პოლიტიკურ დაძაბულობას თავი დააღწია და ამიტომ განვითარებას საფრთხე არ ემუქრება.
|
ირმა ჩიტაია 27.02.2025

სტიქიამ საქართველოში სერიოზული პრობლემები შექმნა. სფეროს სპეციალისტების განცხადებით, 112-ის მიერ წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, სახელმწიფომ დროული რეაგირება მაინც ვერ მოახდინა. ისინი ცალსახად, სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ.
|
გვანცა წულაია 27.02.2025

დიდთოვლობის გამო საქართველოში პროდუქციის იმპორტს პრობლემა შეექმნა. ავტომობილებით გადაადგილება პერიოდულად იზღუდება, რის გამო ქვეყანაში სამომხმარებლო საქონლის შემოტანა დრო და დრო ფერხდება, თუმცა კომპანიებს საკუთარი მარაგი აქვთ შექმნილი, ამიტომ ქვეყანაში დეფიციტი გამორიცხულია.
|
ქეთო გოგოხია 26.02.2025

დიდთოვლობისა და უგზოობის გამო დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან სოფლებში სასურსათო მაღაზიების მომარაგება ვერ ხერხდება. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ამ მხრივ გურიასა და აჭარაშია. სოფლებში სავაჭრო ობიექტებამდე მისვლა ვერ ხერხდება და მოქალაქეების ერთმანეთის იმედად არიან. სადაც მაშველები მივიდნენ, ხალხს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა ბევრი ისეთი სოფელია, რომელთა მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათ, ელემენტარულად, პურის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ.
|
გვანცა წულაია 26.02.2025

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების ბაზრის წახალისებისთვის იპოთეკის დაკრედიტების რეგულაციები გაამარტივა. კერძოდ, სესხში შესაძლებელი ხდება პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, 90% კი - კრედიტი, ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა, რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა 15%-ს, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს ბანკისგან იღებდა.
|
გვანცა წულაია 25.02.2025

ბოლო პერიოდში შექმნილ ეკონომიკურ პრობლემას საქართველოს მთავრობა ხელოვნურს უწოდებს. აქ იგულისხმება ოპოზიციის და გარე ძალების არაერთი მცდელობა, რომ როგორმე საქართველო ომში გახვეულიყო. მთავრობა ამბობს, რომ ამისთვის ყველაფერი კეთდებოდა და ახლაც კეთდება, თუმცა ქვეყნის მტრების გეგმას ასრულება არ უწერია.
|
ირმა ჩიტაია 24.02.2025

შრომის ბაზარზე ურთიერთსაპირისპირო ტენდენციაა, ერთი შეხედვით დასაქმება მატულობს, თუმცა ვაკანსიებზე ეს არ აისახება. სტატისტიკა, რომელსაც სხვადასხვა სააგენტოები აქვეყნებენ ნათლად გვიჩვენებს, რომ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა მატულობს, ხოლო გამოცხადებული ვაკანსიების მაჩვენებელი იკლებს. თუ ადრე ბიზნესი მუშახელის დეფიციტს უჩიოდა, დღეს პირიქითაა.
|
ქეთო გოგოხია 24.02.2025

ბარიატრიული (კუჭის დაპატარავების) ოპერაციების მიმართ ინტერესი მზარდია როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში. ამასთან დიდია რისკიც, რის გამოც ზოგიერთი შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდა. მსგავსი არაერთი ფაქტია თურქეთში, სადაც გაკეთებული ოპერაციის შემდეგ რამდენიმე პაციენტი დაიღუპა. პრობლემაა იმასთან დაკავშირებითაც, რომ უმეტესობა ოპერაციის გაკეთებას თანხმდება ისე, რომ როცა რეალურად ამის საჭიროება არც აქვს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|