ირმა ჩიტაია
20.01.2025

არჩევნებიდან მოყოლებული ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური პროცესების მიუხედავად ეკონომიკა წინსვლას მაინც ახერხებს. ლარის კურსის შენარჩუნებაც მეტნაკლებად ხდება, თუმცა თუ მდგომარეობა არ დარეგულირდა, სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კრიზისი გარდაუვალი გახდება და ვერც ეროვნული ვალუტა შეძლებს კურსის შენარჩუნებას. ზოგადად, იანვრის ბოლო და თებერვალი ლარი გამყარებისკენ მიდრეკილია, მაგრამ შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე რა მოხდება წელს, ამის პროგნოზირება სპეციალისტებისთვის რთული აღმოჩნდა.

ირმა ჩიტაია
16.01.2025

ქართული საავტომობილო ბაზარი კვლავ პრობლემების წინაშეა. ავტოდილერები ვერ პროგნოზირებენ თუ რა მდგომარეობა ექნება სფეროს იმპორტისა და რეექსპორტის კუთხით. არსებობს ალბათობა, რომ უახლოეს მომავალში რეექსპორტის მიმართულებას ყაზახეთი გამოაკლდეს, რაც 2025 წლისთვის ჩვენი ავტოიმპორტიორებისთვის დიდი დანაკარგი იქნება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ავტოდილერთა ნაწილი იმედიანად არ არის განწყობილი, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სფეროში მდგომარეობა სტაბილურია.

გვანცა წულაია
16.01.2025

ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი დამაჯერებელია. პანდემიის დასრულების შემდეგ აღებულ გეზს რთულმა პოლიტიკურმა თვეებმა ვერაფერი დააკლო და ქვეყნის ეკონომიკა სწრაფ განვითარებას განაგრძობს. როგორია მოლოდნი 2025 წლისთვის? ეკონომისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეკონომიკური ზრდა არ შეფერხდება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური არეულობა არ დასრულებულა. 

ქეთო გოგოხია
15.01.2025

შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა იზრდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ჩინეთიდან გადაზიდვაზე მოთხოვნის ზრდა 2025  წელსაც მოსალოდნელია, რაზეც მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. კონკრეტულად რა შეიძლება შეიცვალოს ან ბოლო პერიოდში მოცემულობა გამოიკვეთა,  ექსპერტებს  საუბარი უჭირთ, თუმცა დიდ იმედს ამყარებენ შუა აზიის დერეფანსა და კონკრეტულად ჩინეთზე, რომელმაც  ბოლო დროს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირი საგრძნობლად გაამყარა.

გვანცა წულაია
15.01.2025

საქართველში უცხოეთის მოქალაქეების მიმართ უძრავი ქონებით დაინტერესება ძალიან დიდია. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ეს ტენდენცია გაიზარდა და შეიძლება ითქვას, რომ უკვე საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. ეს კი ისედაც რთულ დემოგრაფიულ პირობებში, სიტუციას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. სპეცალისტები ფიქრობენ, რომ გარკვეული სახის ზომებია მისაღები, რათა უცხოელებს საქართველოში უძრავი ქონების შეძენა შეეზღუდოთ. 

გვანცა წულაია
14.01.2025

პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ბიზნესის გამოყენება კვლავ აქტუალურია. საყოველთაო გაფიცვის ორგანიზების მცდელობა საქართველოში, თითქოს, დასრულდა, მაგრამ კერძო სეტორის პოლიტიკაში ჩართვის მცდელობა მაინც გრძელდება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ჩვეულებრივი საბოტაჟია და ბიზნესს ამუნათებენ.

გვანცა წულაია
14.01.2025

ადგილობრივი წარმოების დასახმარებლად იმპორტირებული არმატურა დაიბეგრება. ცვლილება 25 იანვრიდან ამოქმედდება და ძალაში 7 თვის განმავლობაში იქნება, რომელიც 1 ტონა არმატურაზე 420-ლარიან (148 დოლარი) გადასახადს გულისხმობს.

ქეთო გოგოხია
13.01.2025

ენერგეტიკული სასმელი ადამიანის, განსაკუთრებით კი, მოზარდებსა და ახალგაზრდებს, ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეს უქმნის. როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ენერგეტიკული სასმელით მოწამვლის უამრავი შემთხვევა ფიქსირდება. არის ასევე გარდაცვალების ფაქტიც, რომელიც აშშ-ში დაფიქსირდა. ამ დროს ქართულ ბაზარზე ენერგეტიკული სასმელების ბუმია და არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს ამ საშიში პროდუქციის რეალიზაციისას, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა რიგ ქვეყნებს  ენერგეტიკული სასმლის აკრძალვის მიმართულებით მუშაობა დაწყებული აქვთ.

ქეთო გოგოხია
13.01.2025

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში წელსაც გამოწვევაა. უარყოფითი სავაჭრო სალდო ქვეყნისთვის ყოველთვის იყო პ

რობლემა, მაგრამ მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ფონეზე რისკი უფრო მეტად გამოიკვეთა და ამას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. 2024 წელს ექსპორტისა და იმპორტს შორის  უარყოფითმა სალდომ 10 მილიარდი დოლარით გადააჭარბა. 

გვანცა წულაია
13.01.2025

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. შესაბამისად, იმატებს მოლოდინი, რომ უკრაინაში ომი დასრულდება, თუმცა ეს დროის ამბავია და ამერიკაში ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე ვერ მოხდება. სავარაუდოდ, ამა  რამდენიმე თვეში დასჭირდება და შემდეგ პოლიტიკური სიტუაციაც დამშვიდდება. პარალელურად საინტერესოა, როგორ გადაეწყობა გლობალური ეკონომიკა და რა პროცესები დაიწყება რეგიონული და საერთაშოსირო მიმართულებით. 

ირმა ჩიტაია
09.01.2025

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, ზამთრის ტურიზმი აქტუალობას არ კარგავს. კურორტებზე დამსვენებლების დიდი აქტიურობაა, თუმცა ინფრასტრუქტურული საკითხები წელსაც გამოწვევად რჩება. მოთხოვნა, როგორც ადგილობრივი დამსვენებლების, ასევე უცხოელი მოქალაქეების მხრიდან მზარდია, რასაც ამინდიც ხელს უწყობს. 

გვანცა წულაია
09.01.2025

ბოლო დღეებში ლარი უფასურდება. ერთი შეხედვით, პარამეტრები, რომლებიც კურსზე მოქმედებენ, მწყობრშია და ბოლო დღეებში არაფერი  შეცვლილა, მაგრამ კურსი მაინც ეცემა. „რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, რას უკავშირდება ეროვნული ვალუტის გაუფასურება და რა არის ახლო მომავალში მოსალოდნელი.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×