ირმა ჩიტაია 27.01.2025

ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ უძრავი ქონების ბაზარზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. განსაკუთრებით ნეგატიურად აისახა ქირის გადასახადზე. მართალია, ის თვალში საცემად არ გაიაფებულა, მაგრამ გართულდა პრემიუმ კლასების ბინის გაქირავება. ამ სეგმენტში დიდი ვარდნაა. რაც შეეხება ბიუჯეტურ ბინება, იქ ფასი შემცირდა და ახლა 600 ლარიდან იწყება, უბნების მიხედვით კი ცვალებადია.
|
ქეთო გოგოხია 27.01.2025

მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობისა და ეკონომიკაში განვითარებული პროცესების გამო ბოლო პერიოდშიო სავალუტო რყევები გახშირდა. კურსი გასულ კვირას 2,88-იან ნიშნულს გადასცდა, თუმცა გუშინდელი მაჩვენებლით, მან გეზი გამყარებისკენ აიღო და ,,ბლუმბერგის" პლატფორმაზე 2,87-იანი ნიშნული დაიჭირა. როგორც ჩანს, საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკური ვითარება ეროვნულ ვალუტაზე საკმაოდ უარყოფითად აისახება და გაუფასურებას ბიძგს აძლევს. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსების ნაწილი ლარის ვარდნას არ ელოდება და პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს.
|
ქეთო გოგოხია 27.01.2025

2024 წელი საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზრისთვის სტაბილური იყო. გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში ბენზინსა და დიზელზე იმპორტი და შესაბამისად, მოთხოვნაც გაიზარდა, რაც ტრანზიტული ტრანსპორტისა და გადაზიდვების აღმავალ ტრენდს უკავშირდება, ასევე ავტოპარკის განვითარებასაც.
|
ქეთო გოგოხია 23.01.2025

საერთაშორისო ბაზრებზე შაქარი სწრაფად იაფდება და დღესდღეობით საბითუმო ღირებულება 3,5-წლიან მინიმუმზეა. 1 ტონა თეთრი შაქარი 470 დოლარის ფარგლებშია, რაც 2021 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასია. 500 დოლარს დაბლა ფასი ბოლოს 2022 წლის თებერვლის დასაწყისში დაფიქსირდა. პიკური მაჩვენებელი იყო 2023 წლის ოქტომბერი, როცა ფასმა 730 დოლარს გადააჭარბა.
|
ირმა ჩიტაია 23.01.2025

ქართულ თხილზე მოთხოვნა და ფასიც გაიზარდა. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, ექსპორტმა, წინა წელთან შედარებით, 21%-ით მოიმატა. საბაზრო ფასის ცვლილებაც ამას უკავშირდება. ექსპორტიორები ადასტურებენ, რომ მოთხოვნის ზრდა თხილის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება, თუმცა ახლა სეზონური ფაქტორიც მოქმედებს.
|
გვანცა წულაია 23.01.2025

პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში, ფაქტობრივად, დასრულდა. შესაბამისად, ამ მხრივ ეკონომიკას პრობლემები აღარ ელის. არეულობის გამო ქვეყნის განვითარება დიდად არც შეფერხებულა, მაგრამ ამის არაერთი მცდელობა იყო საქართველოში. ბოლოს ასეთი მცდელობა იყო ბიზნესის 15 იანვრის გაფიცვა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. კომპანიების ნაწილმა პროტესტით და გაფიცვებით საკუთარი თავი დაიზარალა.
|
გვანცა წულაია 22.01.2025

მიმდინარე წლიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ახალი ცვლილება ამოქმედდება. მალე ძალაში შევა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოვაჭრეები ვალდებულები იქნებიან ფასდაკლების დროს ნივთს ის ფასიც მიუთითონ, რაც ფასის დაკლებამდე ჰქონდა. უმეტესად სწორედ ეს პრონციპი ირღვევა სავაჭრო ობიექტებში, ამიტომ მისი დარეგულირდება აუცილებელი გახდა. ახლა საინტერესოა როგორ გაკონტროლდება შემოღებული ნორმა.
|
გვანცა წულაია 22.01.2025

ახალი წლის დღეებში საერთაშორისო ბაზარზე ნედლი ნავთობი გაძვირდა. ფასის მატება განსაკუთრებით დიდი არ არის და როგორც ითქვა, ეს ამბავი საახალწლო სამზადისს და გადააადგილებს უკავშირდებოდა. სამომავლოდ კი ნავთობის ფასის სტაბილიზაცია და გაიაფებაა მოსალოდნელი, რაც დონალდ ტრამპის განცხადებიდან გამომდინარეობს. საინტერესოა, ამ მოვლენების პარალელურად რას უნდა ველოდოთ საქართველოში, სადაც ბოლო პერიოდში ლარის კურსი მერყევია.
|
გვანცა წულაია 21.01.2025

სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის თბილისში 550 საპარკინგე ადგილი უნდა გამოყოფილიყო, მაგრამ, ამ დროისთვის, მისი ნახევარიც არ გაკეთებულა. კომპანიები მუდმივად საუბრობენ ჯარიმებაზე, რაც მათთვის პრობლემას წარმოადგენს და საქმე იქითკენ მიდის, რომ მალე პროდუქციის ფასშიც აისახება.
|
გვანცა წულაია 21.01.2025

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის პოლიტიკას სრულიად ცვლის. მან უკვე რამდენიმე დოკუმენტს უკვე მოაწერა ხელი. ერთ-ერთი მათგანი საგარეო დახმარებების 90 დღით შეჩერებას გულისხმობს. საინტერესოა, რა სიგნალია აღნიშნული გადაწყვეტილება იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აშშ ფინანსურად ეხმარება და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამერიკული ფულით იკვებებიან.
|
ქეთო გოგოხია 20.01.2025

უმაღლეს სასწავლებლებში ცვლილებების ახალი ეტაპი იწყება. პირველ რიგში, ეს შეეხება საუნივერსიტეტო რეფორმას, რომელმაც თვისობრივად უნდა შეცვალოს განათლების სისტემა ქვეყანაში და პრიორიტეტები გადააწყოს. საუნივერსიტეტო რეფორმაზე სამთავრობო კომისია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იმუშავებს. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მთავარი აქცენტი პროფესიულ დარგებზე გაკეთდება, რომ შრომის ბაზარს საჭირო კადრები სწორედ უნივერსიტეტმა მიაწოდოს, რა მხრივაც საგანგაშო მდგომარეობაა ქვეყანაში.
|
ქეთო გოგოხია 20.01.2025

ტრამპის მმართველობის პერიოდში აშშ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია. ქართველი ეკონომისტები ღიად აცხადებენ, რომ ქვეყნებს შორის ბოლო პერიოდში, მდგომარეობა გაუარესებულია და მისი აღდგენის ალბათობა ჯერჯერობით მცირეა. ახლა მთელი ყურადღება აშშ-კენ არის მიმართული, სადაც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდა. საქართველოსთვის ეს პროცესები საყურადღეობა იმ მხრივ, როგორ შეიცვლება მისი პრეზიდენტობის პერიოდში გლობალური ეკონომიკური პოლიტიკა და როგორ აისახება საქართველოზე.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|