ელზა პაპოშვილი
15.12.2021

ვაზისუბნის დასახლებაში საზარელი მკვლლეობა მოხდა - 40 წლის მამაკაცმა ჯერ სიდედრი მოკლა, შემდეგ კი აივანზე ცოლს სამზარეეულოს დანით ყელი გამოჭრა.    მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ „რეზონანსისთვის“  ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან თავდაპირველად კონფლიქტი სიდედრსა და სიძეს შორის დაიწყო. მამაკაცმა ის სამზარეულოში დანით დაჩეხა. შეშინებულ ცოლს, რომელიც აივანზე გაიქცა და შველას ითხოვდა დანით ყელი გამოჭრა. ამის შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

ია აბულაშვილი
14.12.2021

სათამაშო ბიზნენსის რეგულაციებითან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვტილებას დროულს უწოდებს აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი და აცხადებს, რომ ეს არის ახალგაზრდების გადარჩენის ერთ-ერთი გზა და შემოსავლებს ახალგაზრდების სიცოცხლე არ უნდა ანაცვალო.

ელზა პაპოშვილი
14.12.2021

უკვე მე-4 დღეა რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის, მამუკა ჩხიკვაძის ზუსტი ადგილსამყოფელი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. ყოფილი ძალოვანი  და 2008 წლის ომის მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 4 დღის წინ გაიტაცეს. ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას და მის დროულად გათავისუფლებას ითხოვს. მათ აქვთ ეჭვი, რომ ჩხიკვაძის, როგორც ყოფილი ძალოვანის მიმართ, არაადაამიანური მოპყრობა მოხდება. მას ციხეში წამება და ცემა ემუქრება და ამიტომ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. 

ელზა პაპოშვილი
14.12.2021

შემზარავი დანაშაული და არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა - გასულ კვირას პოლიციამ 40 წლამდე მამაკაცი 9 და 12 წლის შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობის ბრალდებით დააკავა. იგი ცოლთან გაშორებული იყო შვილებს მარტო ზრდიდა. როგორც გამოძიება ამტკიცებს, მამა საკუთარ შვილებზე ნაქირავებელ ბინაში სისტემატიურად ძალადობდა. გამოძიება კი დამნაშავის კვალზე ბავშვების დედის შეტყობინების საფუძველზე გავიდა. როგორც აღმოჩნდა, ბავშვებმა ყველაფერი დედას უამბეს და უთხრეს, რომ მამა და კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, თავს უფროსი გოგონას შეყვარებულად ასაღებდა, მათზე სისტემატიურად ძალადობდნენ. 

თეონა ვეშაგური
13.12.2021

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით განახლებული რეგულაციები შეიმუშავა - მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც კერძო, ასევე საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში „კოვიდ"-19-ის დაფიქსირების შემთხვევაში, ბაღის სრულად კარანტინში გადაყვანა სავალდებულო აღარ იქნება. აღნიშნულ საკითხზე, „რეზონანსთან" მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინფექციონისტი, ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ პანდემიისადმი მსგავსი მიდგობა ეფექტურ შედეგს ვერ მოგვცემს და აუცილებელია პერსონალის ვაქცინაცია.

ელზა პაპოშვილი
12.12.2021

სისხლიანი ანგარიშსწორება ახალქალაქში - 42 წლის სასურ მარტიროსიანი ყოფილი ცოლის ოჯახში შეიჭრა და ყოფილი სიდედრი და სიმამრი, ასევე ყოფილი ცოლი, ცოლის და და მისი 10 თვის ჩვილი დანით დაჭრა. სიდედრ-სიმამრის და ცოლის დის მდგომარეობა მძიმეა. ცოლი კი  შედარებით მსუბუქად  არის დაჭრილია. ცოლის ნათესავებს მრავლობითი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილას აქვთ მიყენებული. მათი გადაყვანა  თბილისში გახდა საჭირო, რადგანაც მდგომარეობა დამძიმდა.

ელზა პაპოშვილი
10.12.2021

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭარნალში მომხდარი ტრაგედიის და შემზარავი მკვლელობის შემდეგ, სოფელი გონს ჯერ კიდევ არ მოსულა. 54 წლის თემურ საგინაძემ სახლში სასაკლაო მოაწყო და ცოლ-შვილი ნაჯახით დახოცა. მეზობლები ამ შემზარავი ამბის ახალ დეტალებზე საუბრობენ და ინტერესდებიან იმ პრეპარატებით რომელსაც ის შესაძლოა  იღებდა. 

ია აბულაშვილი
10.12.2021

აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მიერ პოლიტიკური ამნისტიის იდეის წამოყენების მთავარი მიზანი მისი პატიმრობიდან გამოხსნაა და ექსპრეზიდენტი თავისი პრეტენზიებით უკვე მძიმე ტვირთად იქცა საკუთარი პარტიისთვის.

ელზა პაპოშვილი
09.12.2021

უმძიმეს ტრაგედია ხელვაჩაურში, 53 წლის მამაკაცმა ჯერ ცოლშვილი ნაჯახით დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა. 21 წლის ლევან საგინაძე და მისი 45 წლის დედა მეზობლებმა სახლში უკვე გარდაცვლილები ნახეს. მისი და და ბებია სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ, რადგანაც თავს გაქცევით უშველეს. თავი მეზობელს შეაფარეს და დახმარება ითხოვეს. მეზობლები დედ-შვილის საშველად გამოვიდნენ, თუმცა უკვე გვიანი იყო. ორივე მათგანი მკვდარი დახვდათ. მამა თემურ საგინაძე კი სახლში ეზოში თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს. 

თამთა ჩაჩანიძე
08.12.2021

სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ „ომიკრონი" სერიოზულ საფრთხედ უნდა განვიხილოთ და ეს დეკემბერ-იანვარი ორწლიანი პანდემიის განმავლობაში ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე და სერიოზული გამოცდა იქნება. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ახალი სამხრეთ აფრიკული შტამი მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ რეინფიცირების რისკი მაღალი აქვს, რის გამოც შესაძლოა ერთგვარი ბუნებრივი ვაქცინის როლიც შეასრულოს.

ელზა პაპოშვილი
08.12.2021

უმძიმესი დანაშაული, რომლის მსხვერპლიც 15 წალის მოზარდია - არასრუწლოვანი ყვება, რომ მას 40 წლამდე თანასოფლელი მამაკაცი 12 წლიდან აუპატიურებდა, ხოლო წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ შოლტით სცემდა. ამცირებდა და ეუბნებოდა, რომ თუკი ამის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა, მასაც მოკლავდა და მის ოჯახსაც ამოხოცავდა. 

 

ხატია ბერიძე
07.12.2021

აშშ-ში „ნეტფლიქსის" წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო. გაფრინდაშვილის ადვოკატის მაია მწარიაშილის ცნობით, საქმის განხილვაზე სერიალ „ლაზიერის გამბიტის" სცენარისტი და პროდიუსერი ფრენკ სკოტი გამოიკითხა. განხილვას ქართული მხარე დისტანციურად დაესწრო.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×