ელზა პაპოშვილი 10.10.2022
ფემიციდის მორიგი ფაქტი კახეთში - თელავში ალაზნის ქუჩაზე, 26 წლის ქალი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, მეგობარმა მამაკაცმა ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი აბაზანაში ყელი გამოჭრა. ამ საზარელ ფაქტს 6 წლის გოგონა და მისი წლინახევრის და შეესწრნენ. გოგონა დახმარებას მეზობლებისგან ითხოვდა, თუმცა, როცა ვერაფერს გახდა, გვერდით კორპუსში მცოვრებ ბებიასთან გაიქცა. გოგონას დედამ დახმარებისთვის პოლიციაში დარეკა, თუმცა, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ქალი უკვე მოკლული დახვდათ, მამაკაცი კი გაქცეული.
|
რეზონანსი 09.10.2022
თბილისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ირანის მოქალაქე 20 წლის მამაკაცმა 40 წლის საქართველოს მოქალაქე ქალი მოკლა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ის მოკლულის ცხედარს სახლში 2 დღის განმავლობაში მალავდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.10.2022
განათლების სამინისტრო პროფესიული სასწავლებლების რეფორმას იწყებს, რაც გულისხმობს იმას, რომ სასწავლებლები სტუდენტებს ძველებურად არა მხოლოდ პროფესიის შესწავლას უზრუნველყოფენ, არამედ სხვადასხვა სერვისებს შესთავაზებენ და ისეთი მნიშვნელოვანი კომპეტენციების განვითარებისკენ იქნება მიმართული, რომელიც ადამიანებს უკვე დასაქმების ბაზარზე დაეხმარება.
|
მამუკა ნაცვალაძე 08.10.2022
ერეკლე მეორის საგარეო პოლიტიკის შესწავლამ ცალსახად დაგვანახა პრობლემისადმი ისტორიოგრაფიის არამართებული მეთოდოლოგიური მიდგომა - საკითხი განიხილება მხოლოდ პოლიტიკურ სამკუთხედში - რუსეთთან, ოსმალეთსა და ირანთან ურთიერთობის კონტექსტში, ისე თითქოს ამ სამკუთხედს მიღმა საქართველოსთვის სამყარო არ არსებობს. შესაბამისად, ამ პრიზმიდან გამოტანილი დასკვნები ვერ იქნება ობიეტური.
როგორც ჩვენმა უახლოესმა კვლევებმა აჩვენა, ბერძნული პროექტი, XVIII ს-ის 60-90-იანი წლების ევროპის გადანაწილების გეგმა, იყო ის მთავარი კონცეპცია, რომელზეც მეფე ერეკლემ თავისი საგარეო და საშინაო პოლიტიკა ააწყო. თავად ბერძნულ პროექტს კი უმნიშვნელოვანესი წანამძღვრები გააჩნდა.
1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ევროპა ოსმალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ვატიკანს უმძიმესი მდგომარეობიდან თავის დახსნის ერთდერთ ვარიანტად რჩება შექმნას ერთგვარი ბუფერი, რაც მაჰმადიანთა სვლას შეუშლის ხელს დასავლეთის მიმართულებით. სწორედ ასეთ ბუფერად სჭირდება მას მოსკოვის სამთავრო.
|
თეონა ვეშაგური 06.10.2022
ახალი 2022 წლის კვლევით, ინტელექტის დონით (IQ) საქართველო 85-ე ადგილს იკავებს და რეგიონულ ჭრილში გვისწრებს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ყირგიზეთის გარდა. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აღნიშნულის გამომწვევ მიზეზებზე „რეზონანსთან" საუბრობს და პრობლემის გადაჭრის გზებს ასახელებს.
|
ელზა პაპოშვილი 05.10.2022
თბილისში, საირმის ქუჩაზე სისხლიანი გარჩევა მოხდა, რა დროსაც ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.შემთხვევა ღამის საათებში მოხდა. ადგილობრივები რამდენჯერმე გასროლის ხმამ გააღვიძათ. ახალგაზრდებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირიპირება დაჭრით დასრულდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გასროლის და ყვირილი ხმა გაიგეს. მათივე თქმით, კაცს ჭრილობა ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული. ერთ-ერთი ვერსიით მამაკაცს თავს ნაცნობი დაესხა, რომელიც ჩასაფრებული ელოდებოდა. ხოლო დაჭრის მოტივი ეჭვიანობაა. მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
|
ელზა პაპოშვილი 04.10.2022
დმანისის პოლიციაში გამოკითხვების სერია სამშაბათს გვიანობამდე გაგრძელდა. კრიმინალური პოლიცია საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დმანისის მუზეუმის დირექტორის, გოჩა კილაძის საქმეზე მის თანამშრომლებს ჰკითხავდა. როგორც თანამშრომლები ამბობენ, პოლიცია კითხვებს სვამს აუდიტის დასკვნაზე და იმაზე, ხომ არ ხდებოდა დირექტორზე ვინმეს მხრიდან ზეწოლა, რის გამოც მას შესაძლოა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.
|
რეზონანსი 04.10.2022
საქართველოში შობადობა ბოლო 8 წელია მუდმივად მცირდება და სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა უკვე დემოგრაფიული კოლაფსია, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთული იქნება. მათი თქმით, ეს პრობლემა კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა. გარდა ამისა, დემოგრაფიული კრიზისის ერთ-ერთ მიზეზად რეპროდუქციულ ასაკში მყოფნი ადამიანები მიგრაციაში ყოფნაც სახელდება.
|
ელზა პაპოშვილი 03.10.2022
შემზარავი მკვლელობა თბილისში - ზესტაფონის ქუჩაზე 65 წლის დავით შერბაკოვი საკუთარმა მეზობელმა მოკლა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, მამაკაცს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეზობელმა 39 ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. მეზობლებმა დაპირისპირების მიზეზზე არაფერი იციან, თუმცა ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულს გარკვეულის ფსიქიკური პორბლემები ჰქონდა. ის ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელი იყო და სიმთვრალეში კონფლიქტური ხდებოდა.
|
მამუკა ნაცვალაძე 01.10.2022
ოსმალეთის განეიტრალების რუსულ-ავსტრიულმა გეგმამ, რომელიც ბერძნული პროექტის სახელითაა ცნობილი, ფაქტობრივად განსაზღვრა XVIII ს-ის 60-90-იანი წლების ევროპის პოლიტიკური პროცესები. ამ კონცეპტუალურ პარადიგმებზე ააწყო საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა ერეკლე მეორემ, შესაბამისად პატარა კახის შეფასებისას ამ პროცესებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ბერძნულ პროექტს საკმაოდ გამოკვეთილი ისტორიული წანამღვარი გააჩნდა, რადენადაც გრანდიოზული ანტიოსმალური პროექტის გადაჭრის აუცილებლობის წინაშე მსოფლიო ჯერ კიდევ XV ს-ის 60-იანი წლებიდან აღმოჩნდა. მსოფლიო ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება მსგავსი ურთულესი პრობლემა, რომელის აქტუალობაც სამ ასეულ წელზე მეტი და რომელიც 1923 წლამდე შენარჩუნდა.
|
რეზონანსი 27.09.2022
საქართველომ თავის ტეროტორიაზე რუსეთის მხოლოდ ის მოქალაეები უნდა შემოუშვას, რომელთაც დაგმეს თავისი ხელისუფლების მოქმედება. ხოლო ისინი, ვინც საქართველოშ მხოლოდ კომფორტული ცხოვრების პირობებისთვის მოდიაბ, არ უნდა შემოვუშვათ. ამის შესახებ „რეზონანსთან“ საუბარში მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე აცხადებს.
|
ელზა პაპოშვილი 25.09.2022
მორიგი მძიმე დანაშაული, სადაც მსხვერპლი კვლავ არასრულწლოვანია, მოძალადე კი - მისი ოჯახის წევრი. შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში პოლიციამ 54 წლის მამაკაცი დააკავა. ის შვილიშვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული. მას თავად 13 წლის გოგონა სდებს ბრალს და აცახდებს, რომ პაპა მასზე სისტემატიურად ძალადობდა. დაკავებულის მეუღლე , ნათესავები და მეზობლები მომდხარ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. ამბობენ, რომ ბავშვი მამის წაქეზებით ადანაშაულებს პაპას.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|