ელზა პაპოშვილი
31.05.2023

ბრაზილიაში 31 წლის ილია კახაბერიძე სასტუმროს ნომერში მოკლული იპოვეს.  როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ახალგაზრდა მეზღვაური, ქვეყანაში ტურისტულად იმყოფებოდა. ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ  საქართველოში რეისიდან ის 4 თვის წინ დაბრუნდა, რის შემდეგაც მეგობრებთან ერთად ბრაზილიაში სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა. 1 თვეა რაც რიო დე ჟანეროში იმყოფება. რა მოხდა და რა გახდა მკვლელობის მიზეზი, მათთვის უცნობია. მხოლოდ ის იციან, რომ ის სასტუმროს ნომერში მოკლული ნახეს. 

ელზა პაპოშვილი
30.05.2023

სამართალდამცველებმა 7 კაცი დააკავეს, რომლებიც ქალებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოებითა და მიმოწერით აშანტაჟებდდნენ. ერთი მათგანი ლიეტუვას მოქალაქეა. დაზარალებული ქალების რაოდენობა რამდენიმე ათეულია, თუმცა, გამოძიების ცნობით, ეს რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, რადგანაც, სავარაუდოდ, არიან დაზარალებული ქალები, რომელთაც პოლიციისათვის ჯერ არ მიუმართავთ.

ელზა პაპოშვილი
29.05.2023

კახეთში, სოფელ ვერლისციხეში სასტიკად მოკლული 26 წლის გიორგი მირაზაშვილის საქმის ირგვლივ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პოლიციამ მის მკვლელობაში ბრალდებული სიძე-ცოლის ძმა დააკავეს, რომლებიც კვალის დაფარვას და გამოძიებისთვის კვალის არევას 4 თვის განმავლობაში ახერხებდნენ. რუსთავში მცხოვრები 25 წლის გიორგი მირზაშვილი 18 იანვარს გაუჩინარდა. მას ახლობლები, მეგობრები და პოლიცია ყველგან ეძებდა. საბოლოოდ, ოთხთვიანი ძიების კვალმა კი სამართალდამცველები სოფელ ველისციხეში მიიყვანა. ვენახების სიღრმეში ახალგაზრდა კაცის დასახიჩრებული ცხედარი ჭაში იპოვეს. გარდაცვლილის სხეული მთლიანად ქვებით იყო დაფარული.    

ელზა პაპოშვილი
27.05.2023

ქობულეთში მომხდარი შემზარავი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - როგორც ირკევვა, 20 წლის გიორეგი ალხანიშვილს, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიციასთან ერთად ეძებდა, მისივე კლასელმა ჯერ მოკლა და შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, ტყეში მეგობრების დახმარებით  დამარხა. პოლიციამ სამი ადამიანი მკვლელობის დაფარვის და შეუტყობინებლობის ფაქტზე დააკავა. ხოლო უშაულო მკვლელობაში  ბრალდებულს, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილს, რომელმაც ქვეყანა დატოვა, ამ დრომდე ეძებენ. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.  


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×