თამთა ჩაჩანიძე
10.07.2025

მმართველი პარტია 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევას არ აპირებს, პრემიერი ულტიმატუმსაც აყენებს ამ საკითხზე. ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერ საბოლოოდ ცნობილი უნდა გახდეს, აღიარებენ თუ არა პოზიცია და საერთაშორისო სუბიექტები ორგანიზაციის შარშანდელ დასკვნას და დამკვირველების მოწვევაზე ამის მერე იმსჯელებენ.

ნატალია ჯვარიძე
10.07.2025

საქართველოს ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობები დადებით კონტექსტში დასრულებული აქვს. ახლა უნდა ველოდოთ მკაცრ რეზოლუციებს, აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა. ასევე, მან ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება 4 ოქტომბრის ერთგვარი რეპეტიცია.

ქეთო გოგოხია
09.07.2025

ენერგეტიკის დარგის განვითარება შესაძლოა, ჩიხში შევიდეს. ამის მიზეზი დარგში ინვესტიციების ნაკლებობაა, რის გამოც ახალი პროექტები რეალურად ვერ ხორციელდება და ვერც დაწყებული. როგორც გაირკვა, 88 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი გაჩერებულია. ამ დროს  ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი  ენერგეტიკაა. საქართველო, თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობითა და განახლებადი ენერგიის წყაროების სიუხვით, ყოველთვის იპყრობდა ინვესტორების ყურადღებას, დღეს კი საპირისპირო რეალობის წინაშე აღმოჩნდა.

გვანცა წულაია
09.07.2025

საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი ახალი გახსნილია და უკვე საგრძნობი აქტიურობა შეინიშნება. 2025 წლის ცხელი დღეებისთვის ვიზიტორების ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა ტურისტების რაოდენობა მზარდია იქამდეც, სანაც სეზონი პიკურ ფაზაში გადავა. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანას ვიზიტორები გაეზარდა ევროპული სახელმწიფოებისგან, არადა სულ რამდენიმე კვირის წინ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ჩიოდნენ, რომ ევროპიდან სტუმრები აღარ გვყავსო.

თამთა ჩაჩანიძე
09.07.2025

10 ივლისს, შესაძლოა სომხეთ-ზერბაიჯანის ისტორიული შეთანხმების დოკუმენტს მოეწეროს ხელი - ყარაბაღის საკითხზე ბაქო-ერევანს შორის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, აბუ დაბიში ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მზადდება. ანალიტიკოსთა შეფასებით, მხარეები ხელშეკრულებისთვის მზად არიან და დოკუმენტზე ხელმოწერაც მოსალოდნელია.

მარიამ ვეკუა
09.07.2025

რუსეთის თავდასხმების გაძლიერებისა და უკრაინაში ომის გაჭიანურების ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპას საკუთარ თავდაცვაზე ზრუნვისკენ მოუწოდებ, ხაზგამით ამბობს, რომ ევროკავშირმა სამხედრო ინვესტიციები უნდა გაზარდოს.

ნატალია ჯვარიძე
09.07.2025

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ სამხედრო დახმარება უკრაინელებისთვის განახლდება.

მარიამ ვეკუა
09.07.2025

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, გადაყვანა ოჯახის სურვილით განხორციელდა. პარალელურად, სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა რიჟვაძის მეგობარი, ალექსი ახვლედიანი, რომელიც იარაღის დაუდევრად შენახვისთვის იყო ბრალდებული. გამოძიება მიმდინარეობს, ოპოზიციაში სკეფსისია, მმართველი პარტია კი მოლოდინის რეჟიმშია.

 

თამთა ჩაჩანიძე
09.07.2025

"ქართულ ოცნებაში" აღიარებენ, რომ ახლა საქართველოსა და აშშ-ს ხელისუფლებებს რთული პერიოდი უდგას. არ კონკრეტდება რაში გამოიხატება ეს სირთულე, თუმცა,ბოლო პერიოდში ბევრი საჯარო შეთავაზება ვნახეთ მმართველი პარტიის მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვის შესახებ, მათ შორის "კონკრეტული გზამკვლევითაც", უკუკავშირი კი აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ საელჩოს დონეზე ხდებოდა.

ნატალია ჯვარიძე
09.07.2025

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. ოპოზიცია ამას საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევს. „ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციების მიზანია ხმაურის გამოწვევა და საზოგადოებაში წარმოსახვითი რეალობის შექმნა.

გვანცა წულაია
08.07.2025

ბოლო დროის ინფლაცია საქართველოსთვის უკვე გამოწვევად იქცა. მრავალთვიანი დადებითი ტენდენციის შემდეგ, ქვეყანაში უარყოფითი დინამიკა ვითარდება და არც ისაა გამორიცხული, რომ მაჩვენებელი კიდევ მეტად გაიზარდოს. ყოველ შემთხვევაში, იმაზე ყველა თანხმდება, რომ 2025 წლის ინფლაციური მაჩვენებელი მიზნობრივ 3%-ზე მაღალი იქნება, რაც მოსახლეობისთვის პრობლემაა, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის. 

მარიამ ვეკუა
08.07.2025

სტრატეგიული დაძაბულობა წითელ ზღვაში - ჩინეთი, რომელიც თავის ზესახელმწიფოებრიობას თითქმის ყოველთვის ეკონომიკური ბერკეტებით ამყარებდა, ახლა სამხედრო აქტივობაზე გადავიდა. წითელ ზღვაში მომხდარი ინციდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკურ დონეზე რაიმე დამანგრეველი შედეგი არ მოჰყოლია, შეიძლება ფრიად შორსმიმავალ ამბად იქცეს სტრატეგიული თვალთახედვით, რადგან პირდაპირი და ერთმნიშვნელოვანი კონფრონტაციის ნიშნებს შეიცავს


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×