მარიამ ვეკუა 04.07.2025

რუსები კიევს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო განგაში რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა. თავდასხმები რამდენიმე ტალღად განხორციელდა, ხოლო რუსეთის მხრიდან საერთო ჯამში 539 დრონი და 11 რაკეტა იქნა გაშვებული.
| |
ირმა ჩიტაია 03.07.2025

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად ათეულ ათასობით აბიტურიენტი აბარებს, გარკვეულ სპეციალობებზე დეფიციტი მაინც იგრძნობა. ეს გამოწვეულია იმით, რომ აბიეტურიენტების უმეტესობა, ძირითადად, ერთსა და იმავე სპეციალობებზეა ორიენტირებული, როგორიცაა ბიზნეს ადმინისტრირება, იურისპრუდენცია, ჟურნალისტიკა და სხვა.
|
გვანცა წულაია 03.07.2025

ინფლაცია ივნისის თვეშიც გაიზარდა და მისმა მაჩვენებელმა 4% შეადგინა. ეს კი მიზნობრივზე თვალში საცემად მაღალი შედეგია, რაც ეკონომისტების შეფასებით, გლობალური პროცესებიდან გამომდინარეობს. სპეცილიასტები იმასაც ამბობენ, რომ წლის დარჩენილ თვეებში ინფლაცია კიდევ უფრო მოიმატებს და მიზნობრივზე მაღალი იქნება.
|
ნატალია ჯვარიძე 03.07.2025

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემაზე შეზღუდვები დაწესდა, თუმცა არა სრულად. ამავდროულად, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა „ეკონომისტს" განუცხადეს, რომ ამერიკამ შეაჩერა ყველა სახის დახმარების მიწოდება, მათ შორის საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილების.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.07.2025

უკვე მეორე დღეა გახარია-წულუკიანის დებატები განხილვის თემაა, ნაწილი ანალიტიკოსებისა ამბობს, რომ თეა წულუკიანისთვისა და ზოგადად კომისიისთვის იყო პოლიტიკურად მომგებიანი ეს ჩართვა, ნაწილი კი გიორგი გახარიას მომგებიან სვლებზე საუბრობს.
|
ნატალია ჯვარიძე 03.07.2025

ვფიქრობ, ოპოზიციის ბოიკოტი არ არის სწორი, რადგან ხელისუფლება ზუსტად ეს უნდა - აზრთა გაყოფა. ამიტომ უკეთესი ვარაინტი იქნებოდა გაერთიანება და იმ რუსურსის გამოყენება, რასაც ჰქვია არჩევნები, აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.
|
მარიამ ვეკუა 03.07.2025

„იუსაიდის ერა დასრულებულია" - სააგენტო, მისი მცირერიცხოვანი თანამშრომლები, პროგრამები და ფუნქციები ახლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გადადის. იუსაიდის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ეს ჰუმანიტარული დახმარების ისტორიული მისიის დასრულებას ნიშნავს, მაშინ როცა სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ დახმარების პროგრამების გაგრძელებას თავად უზრუნველყოფს.
|
თამთა ჩაჩანიძე 03.07.2025

მმართველი პარტია და ოპოზიცია ეუთო-ს გენდივნის ხმაურიან განცხადებას აფასებენ, „ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ფერიდუნ სინირლიოღლუმ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების „მაღალ დონეზე ჩატარება" აღიარა, ოპოზიციონერები კი გენმდივნის კრიტიკას არ იღებენ.
|
მარიამ ვეკუა 03.07.2025

„ოცნებამ" ნარკოპოლიტიკის კიდევ ერთი კანონი დაამტკიცა. 5 გრამზე მეტი მარიხუანის, იგივე „პლანის", შეძენა-შენახვაზე 6 წლამდე პატიმრობა დაგეკისრებათ, ხოლო ფსიქოტროპულების იმპორტს მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 02.07.2025

ყოფილი პრემიერისა და პარტიის „გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიასა ჩართვამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ცხარე კამათის და ურთიერთშელაპარაკებების ფონზე ჩაიარა. მთავარი კითხვა, რაც კომისიის წევრებს ყოფილ შს მინისტრთან ჰქონდათ იყო - რატომ დაიკარგა ჩორჩანას ტყეში ერთი მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია, მას შემდეგ, რაც გახარიამ კოორდინაციის გარეშე საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო ჩადგა. კომისიის წევრებს ფურცლებზე სპეციალურად ამობეჭდილიც კი ჰქონდათ ეს ოკუპირებული ტერიტორია, თანაც გახარიას პარტიის ფერებში.
|
გვანცა წულაია 02.07.2025

საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 100 ათას დოლარიანი უძრავი ქონება უნდა შეიძინონ. ასეთია დღემდე მოქმედი კანონი, რომელიც შესაძლოა, შეიცვალოს და 150 ათას დოლარმდე გაიზრადოს. შესაბამისი ცვლილება მზარდი მიგრაციის ფონზე მზადდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|