გვანცა წულაია
08.07.2025

საქართველო ისეთი სახელმწიფოების სიაშია, სადაც სესხის მომსახურება ძვირია, თუმცა სამეზობლოში, სომხეთან ერთად, კრედიტები აქ ყველაზე იაფია, რაც, ერთი მხრივ, ქვეყანას უკეთეს სიტუაციაში ამყოფებს. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი არ არიან ის ქვეყნები, რომელთაც საქართველო უნდა შეედაროს, რადგან აქცენტი განვითარებულ სახელმწიფოებზე უნდა გაკეთდეს. 

ნატალია ჯვარიძე
08.07.2025

ოპოზიციაში „ლელოზე" ბულინგი გრძელდება. ენმ აღიარებს, რომ გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ „ლელო" რაღაცებზე თვალის დახუჭვას სთხოვდა. მათ შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს თანამშრომლობის შეუქცევად დასრულებას ნიშნავს.

თამთა ჩაჩანიძე
08.07.2025

სომხეთში ვითარება კვლავ დაძაბულია - ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტი სომხური წარმოშობის რუსი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის გარემოცვის დაკავებაზე გადავიდა. თავად კარაპეტიანი ივნისში დაიჭირეს და ბრალი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის საჯარო მოწოდებებში წაუყენეს. ის ღიად უჭერს მხარს სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსს, გარეგინ მეორეს, რომელიც მთავრობასთან უმწვავეს დაპირისპირებაშია.

ნატალია ჯვარიძე
08.07.2025

თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ბოიკოტში მყოფმა პარტიებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, სტუდენტებმა და აქციების პერიოდში დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა 19 ივლისს საპროტესტო მსვლელობა დააანონსეს. ამის შესახებ მათ პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აქციის პერსპექტივაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ეს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

თამთა ჩაჩანიძე
08.07.2025

არჩევნებში ჩართვის მომხრე ოპოზიციურ ფლანგი ბოიკოტში მყოფებს მიმართავს, რომ ერთიანობის პირობებში „გარანტირებულია თბილისში გამარჯვება", რაც შექმნის იმის საფუძველს, უფრო მყარი პოზიციიდან „მოითხოვონ ახალი საპარლამენტო არჩევნები". ენმ და „კოალიცია ცვლილებებისთვის" კი პირიქით, გახარიას პარტიას და „ლელოს" მოუწდებენ „გონს მოეგონ და რუსული რეჟიმის თამაში არ ითამაშონ".

მარიამ ვეკუა
08.07.2025

აჭარის მთავრობის დაჭრილი ექსთავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - ოპოზიციაში თვითმკვლელობის ვერსიებზე საუბრობენ, ხელისუფლებაში კი წერილის ავთენტურობასა და გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

ქეთო გოგოხია
07.07.2025

შესაძლებელია, ზაფხულის ბოლომდე ლარის კურსი 2,70-იან ნიშნულს ჩამოსცდეს. ქართულ ეკონომიკაში და ზოგადად სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარების ტენდენცია შეუქცევადი იქნება  და მინიმუმ ოქტომბრის ბოლომდე ამ მიმართულებით პრაქტიკულად არაფერი შეიცვლება. 

 

 

ქეთო გოგოხია
07.07.2025

მედიკამენტებზე ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში უსაფუძვლოდ მატულობს. ეს ეხება რეფერენტულ წამლებსაც, რომელიც წესით, რეგულაციას დაექვემდებარა, თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ კონტროლი საერთოდ არ ხდება და შეღავათით მომხმარებლები რეალურად ძნელად სარგებლობენ. მას შემდეგ, რაც აფთიაქებში ასეულობით დასახელების წამალი გაიაფდა, პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელდა. სააფთიაქო ქსელებში თავი იჩინა გარკვეული მედიკამენტების დეფიციტმა, რომელიც სხვა დასახელების წამლებით ჩანაცვლდა, რაშიც პაციენტებს ხშირ შემთხვევაში ორმაგი თანხის გადახდა უწევთ.

თამთა ჩაჩანიძე
07.07.2025

პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი მწვავე განცხადება ევროკავშირის საელჩოს მისამართით - შალვა პაპუაშვილის თქმით, საელჩოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ადგილობრივი თბითმმართველობის არჩევნების ჩაშლისთვის ემზადებიან. პაპუაშვილი "სრულ პასუხისმგებლობას დონორებს აკისრებს. ევროკავშირის წარმომადგელობას ამაზე ჯერ საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია.

გვანცა წულაია
07.07.2025

გაფიცვის შემდეგ კერძო სექტორის წარმომადგენელთა მცირე ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. საპროტესტო განაცხადი იმდენად პატარაა, რომ მას მხოლოდ 8 ბიზნესმენი აწერს ხელს, ამიტომ ექსპერტები მათ ამ განცხადებას სერიოზულად არ აღიქვამენ და იმასაც ამბობენ, რომ მას არანაირი ზეგავლენის მოახდენა არ შეუძლია, არც ბიზნესზე, არც ეკონომიკაზე და არც არჩევნებზე. 

ნატალია ჯვარიძე
07.07.2025

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. რიჟვაძე გულმკერდის არეში დაჭრილი ჯერ საგარეჯოს რაიონში „ჯეოჰოსპიტალის" საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობას თუ სხვა რამ.

ნატალია ჯვარიძე
07.07.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ბრიქსის" წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ აშშ დამატებით, 10%-იან ტარიფს დაუწესებს ნებისმიერ ქვეყანას, გამონაკლისის გარეშე, რომელიც „ბრიქსის" ანტიამერიკულ პოლიტიკას უჭერს მხარს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×