თამთა ჩაჩანიძე 07.07.2025

მას შემდეგ, რაც "გახარია საქართველოსთვის" და "ძლიერმა საქართველომ" 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ჩართვის გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღეს, ორივე პარტიიდან პროტესტის ნიშნად დატოვეს თანამდებობებიც და წევრობაც. ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას მიაჩნია, რომ არჩევნებში ჩართვა არის ღალატი.
|
რეზონანსი 07.07.2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის კვლევითი ინსტიტუტი, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ დაფინანსებით, ახალი საგრანტო პროექტის - „FORGE-AI: ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის” (FOsteRing innovation culture for a new generation of GEorgian AI research community) - განხორციელებას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში სასტარტო შეხვედრა გაიმართა.
|
მარიამ ვეკუა 06.07.2025

„ლელო - ძლიერი საქართველო" 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ეს გადაწყვეტილება წყალგამყოფად იქცა ბოიკოტის მომხრე ოპოზიციასთან, ისინი „ლელოს" ღალატსა და რეჟიმთან გარიგებაში ადანაშაულებენ. დაპირისპირებაა პარტიის შიგნითაც. მეორეს მხრივ კი, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ „ლელოს" გადაწყვეტილებამ ბოიკოტის მომხრე სხვადასხვა ოპოზიციური ძალების პოზიციაზეც იმოქმედოს. ამასთან, უკვე დაიწყო საუბარი „ლელოსა" და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის შესაძლო ალიანსზე.
|
ნატალია ჯვარიძე 06.07.2025

ადგილობრივ არჩევნებამდე 3 თვით ადრე ოპოზიცია ორ ბანაკად იყოფა. ერთი ნაწილი ბოიკოტზე მიდის და 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე მტკიცე უარს აცხადებს, მეორე კი მიიჩნევს, რომ ბრძოლის გასაგრძელებლად საჭიროა არჩევნებში ჩართვა. პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე ოპოზიციის წინასაარჩევნო კონფიგურაციებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება დასავლეთის პოზიცია, თუ ოპოზიციის რომელ ნაწილს დაუჭერს მხარს. მისი ვარაუდით, დასავლეთი არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას მიესალმება
|
თამთა ჩაჩანიძე 06.07.2025

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ცდილობს სირია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევაზე დაითანხმოს, სირიაში დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი ჩავიდა. გაიმართა შეხვედრები სირიის ახალი ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან და სოხუმში გარკვეულმა წრეებმა ეს ფაქტი უკვე შეაფასეს, როგორც „აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება“. თუმცა, ამავე დროს, აფხაზურ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვაც - რატომ არ იყო „ოფიციალური“ შეხვედრებისას წარმოდგენილი ე.წ. აფხაზეთის დროშა.
|
ნატალია ჯვარიძე 06.07.2025

რუსეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება უკვე კრიმინალურ სამყაროსაც შეეხო. რუსეთში აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდების" დაკავება დაიწყეს და ორი საკმაოდ გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი - ვაგიფ სულეიმანოვი (ბაკინსკი) და ზაურ ზაურ შიპილოვი (ნახიჩევანსკი) უკვე დაკავებულია. ექსპერტები ამასაც მოსკოვსა და ბაქოს ურთიერთობის გამწვავებას უკავშირებენ.
|
თამთა ჩაჩანიძე 05.07.2025

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებამ ოპოზიციაში პროტესტი და ვნებათაღელვა გამოიწვია. გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები შეწყალებასთან დაკავშირებით ამ შეთავაზების მიზეზებსა და ფარულ მიზნებზე. ამ განცხადებიდან მცირე ხანში კი „ლელომ" ოფიციალურად მიიღო 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება და ამის საფუძველზე ოპოზიციურ ძლებს შორის ახალი მწვავე დაპირისპირება დაიწყო.
|
მარიამ ვეკუა 05.07.2025

4 ივლისს კიშინიოვში ევროკავშირი-მოლდოვას პირველი სამიტის მთავარი ინტრიგა ის იყო, გაკეთდებოდა თუ არა რაიმე განცხადება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებასთან დაკავშირებით და დასახელდებოდა თუ არა ევროკავშირში მოლდოვას გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების თარიღი. ამგვარი ინტრიგა რუმინეთის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ გაჩნდა. თუმცა სამიტმა ამ მხრივ იმედები არ გაამართლა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ ღონისძების მიზანი იყო არა იმდენად მოლდოვას წინ წაწევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, არამედ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ევროკავშირის მხრიდან მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერის დემონსტრირება და ქვეყანაში „ქართული სცენარის" განვითარების ერთგვარი პრევენცია.
|
ნატალია ჯვარიძე 04.07.2025

პრემიერი ირაკლი კობახიძე განათლების სფეროში ცვლილელებს აანონსებს და ამბობს, რომ თვის ბოლომდე საზოგადოებას წარუდგენენ კონცეფციას, რომელიც გულისხმობს საუნივერსიტეტო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას. მისივე თქმით, მთავრობას სწორი კონცეფციით შეუძლია, 3 წელიწადში შექმნას ისეთი სისტემა, რომლის პირობებშიც ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ წასვლა უკეთესი განათლების მისაღებად. განათლების ექსპერტს მანანა ნიკოლაიშვილს რეალურად მიაჩნია პრემიერის გეგმა, თუ არ იქნება ზედაპირული.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.07.2025

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი "ლელოს" მიმართავს, ბოიკოტს შეუერთდეს, რადგან "ორივე მხარეს ყოფნა არ გამოვა". ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ როცა მუნიციპალურ არჩევნებში ერთვები, ბიძინა ივანიშვილის მხარეს ხარ. "ძლიერი საქართველო" და გახარიას პარტია კი ამ დრომდე ძველ პოზიციაზე არიან.
|
ნატალია ჯვარიძე 04.07.2025

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მომზადდება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომლის საფუძველზეც დაიწყება მსჯელობა კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზწ, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" განხილავს, თუ როგორ ხდება ეს პროცესი და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციაში გაწერილი პირობები პარტიის აკრძალვის შესახებ არ შეესაბამება დღევანდელობას.
|
თამთა ჩაჩანიძე 04.07.2025

პარლამენტის თავმჯდომარე სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პორტოს დეკლარაციისთვის, რომელშიც საუბარია ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლაზე, „ქართულ ოცნებას" კი პოლიტპატიმრების გათავისუფებას და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს, მმართველი პარტიის მხარდაჭერა აქვს. შალვა პაპუაშვილის თქმით, დოკუმენტს „ოცნების" მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა აღნიშნული ინიციატივა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|