თამთა ჩაჩანიძე
29.06.2025

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ახალი დიდი სკანდალი ღვივდება. საქმე ეხება ქალაქ ეკატერინბურგში რუსეთის სამართალდამცავების მიერ მოწყობილ რეიდს, რასაც 50-მდე აზერბაიჯანელის დაკავება და ორი მათგანის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება მოყვა. რუსული მედია სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გარდაცვალების მიზეზი დაპატიმრების დროს მიღებული სტრესი გახდა. დაღუპულთა ახლობლები კი აზერბაიჯანულ მედიასთან ამბობენ, რომ ისინი რუს ძალოვნებს ცემისა და წამების დროს შემოაკვდათ.

მარიამ ვეკუა
29.06.2025

იმ ფონზე, როდესაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ სამი ლიდერი ლიდერმა (ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურა (გირჩი) ჯაფარიძე) პატიმრობაშია, გაერთიანების მეოთხე ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ შიმშილობა დაიწყო. ამ აქციის მთავარი მიზანი რეჟიმის შეცვლის მოწოდების გარშემო საზოგადოების კონსოლიდაციაა. ანალიტიკოსების ნაწილი კონკრეტული მოთხოვნების გარეშე შიმშილობას პოლიტიკურ პერფორმანსად აფასებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს პროტესტი დაპატიმრებული აქტივისტებისა და ოპოზიციონერების მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა და შესაძლოა, საპროტესტო მუხტის გაძლიერებასაც შეუწყოს ხელი.

მარიამ ვეკუა
28.06.2025

იმ დროს, როდესაც ოპოზიციის ერთ ნაწილს „ოცნების" ხელისუფლების დელეგიტიმაცია და 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების ჩაშლა აქვს მიზნად დასახული, მეორე ნაწილი არჩევნებისთვის ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გარშემო დარაზმვას და თბილისის მერობის ერთიან ოპოზიციურ კანდიდატად მის წარდგენას ფიქრობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, იმის შანსი, რომ ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდეს, 50/50-ზეა. რაც შეეხება მის შანსებს მმართველი პარტიის სავარაუდო კანდიდატის, მოქმედი მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ, მათივე შეფასებით, ის არც ისე მაღალია.

ნატალია ჯვარიძე
28.06.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, შესაძლოა, რაღაც მოხდეს, რაც მას „მოაგვარებს". ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. სამხედრო ექსპერტები ფრონტზე არსებულ ვითარებას აფასებენ და ვარაუდობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება.

ნატალია ჯვარიძე
28.06.2025

ინფორმაცია ევროკავშირში მოლდოვას გაწვერიანებაზე მოლაპარაკების უკვე მომავალ კვირაში დაწყების შესახებ არაზუსტი აღმოჩნდა. თუმცა, მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებები, შესაძლოა, წელსვე გაიხსნას. ამან კი საქართველოზეც შეიძლება მოახდინოს გავლენა, რადგან ეს ეჭვქვეშ დააყენებს „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მტკიცებას, რომ ევროკავშირის ყველა მოთხოვნის შესრულების შემთხვევაშიც კი, საქართველოსთან მოლაპარაკების გახსნა არ იგეგმებოდა და ევროკავშირი გაწევრიანების პერსპექტივას მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების შანტაჟისთვის იყენებდა.

თამთა ჩაჩანიძე
27.06.2025

საქართველოს მთავრობა კვლავ მზაობას გამოთქვამს აღადგინოს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, თუმცა „კონკრეტული გზამკვლევით", სადაც ასახული იქნება „სარგებელი ორივე ქვეყნისთვის". ამავდროულად ღიადაა გაცხადებული და არაერთხელ ითქვა კიდეც, რომ ჩინეთთან ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია საქართველოს ხელისუფლებისთვის.

მარიამ ვეკუა
27.06.2025

პრემიერი ირაკლი კობახიძე პარლამენტში 27 ივნისს ყოველწლიური მოხსენებით წარდგა, სადაც ყურადღება ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე, სტრატეგიულ პარტნიორებზე, ანაკლიის პორტის პროექტზე, უმუშევრობის შემცირებასა და ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე გაამახვილა. კობახიძემ აშშ-სთან და ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის, პარტნიორობა კონკრეტული შედეგებით გააძლიეროს.

ნატალია ჯვარიძე
27.06.2025

სომხეთში ვითარება კიდევ უფრო რთულდება. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის რეზიდენციაში შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის დასაკავებლად მივიდნენ, სადაც მათ მრევლმა წინააღმდეგობა გაუწია და მთავარეპისკოპოსის დაკავების საშუალება არ მისცა.

ნატალია ჯვარიძე
27.06.2025

პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში ცვლილება და„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო. კანონში ცვლილება კერძო პირისა და საჯარო პირის ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

მარიამ ვეკუა
27.06.2025

პარლამენტმა მესამე მოსმენით 26 ივნისს შრომითი მიგრაციის შესახებ კანონის ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც უცხოელების დასაქმების წესებს ამკაცრებს და ამავდროულად მათი შრომითი უფლებების დაცვას ითვალისწინებს - ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, ქვეყანაში შრომითი იმიგრაციის მასშტაბი იზრდება, რაც ეკონომიკური პროგრესის პარალელურად დემოგრაფიულ და სოციალურ სურათზეც ახდენს გავლენას. „ოცნებაში აცხადებენ , რომ ეს კანონი ქვეყნისა და „კეთილსინდისიერი" მიგრანტების უსაფრთხოებას მაქსიმალურად დაიცავს.

თამთა ჩაჩანიძე
27.06.2025

პარასკევს კიდევ ერთი ოპოზიციონერი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გივი თარგამაძე დააპატიმრეს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღესვე წინასწარ პატიმრობაში მყოფი "კოალიცია ცვლილებების" ლიდერის ნიკა მელიას განაჩენიც გამოცხადდა და ასევე კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 8 თვით პატიმრობა განესაზღვრა.

ირმა ჩიტაია
26.06.2025

ბიზნესის ნაწილი ჩივის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას. რეალურად რა რისკებია ბაზარზე სექტორი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, თუმცა საუბრობენ, რომ კანონი მათ გადინებას შეუწყობს ხელს და ბაზარი ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება. არც იმას გამორიცხავენ, რომ ბიზნესს ხარჯი გაეზარდოს. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×