თამთა ჩაჩანიძე
11.09.2022

„ქართული ოცნების" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა რამდენიმე ფოტოსურათი „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის გასვლითი სამუშაო შეხვედრიდან, სადაც ჩანს, რომ შეხვედრას „ოცნებიდან" გასული ოთხი დეპუტატიც ესწრება. როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ისინი პარტიიდან და ფრაქციიდან გავიდნენ, მაგრამ უმრავლესობის წევრებად დარჩნენ, თუმცაღა ანალიტიკოსი დასძენს, რომ საზოგადოების ნაწილში რაღაც განცდა რჩება, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების მიუხედავად, „ეს ოთხეული მაინცდამაინც შორს არ წასულა. ფოტოებიც ამისი ირიბი დადასრურება იყო".

ელზა პაპოშვილი
11.09.2022

20 წლის გოგონას ქვემო ქართლში, დმანისის რაიონის სოფელ მამიშლოში, მამა ქორწინებას აიძულებდა,  რის გამოც მან თვითმკვლელობა სცადა. პოლიციამ გოგონას მამა უკვე დააკავა და მას შვილზე როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ძალადობას ედავება. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“  ამბობენ, მამაკაცი გოგონაზე ძალადობდა და მისთვის არასასურველ პირზე იძულებით ათხოვებდა. მას ფიზიკურად უსწორდებოდა და სახლში ჰყავდა გამოკეტილი. 

თეონა ვეშაგური
11.09.2022

დამაჯერებელია პრეზიდენტის განცხადება მოსმენებთან დაკავშირებით, ხოლო უაღრესად უსუსურია ლილუაშვილის არგუმენტები, რაც ადასტურებს ზურაბიშვილის პოზიციის სისწორეს. - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაპირისპირებას მოსმენების საკითხზე.

მამუკა ნაცვალაძე
11.09.2022

1790 წელს ისანში ერეკლეს სამეფო რეზიდენციას იმერეთის თავადების დელეგაცია ეწვია. მისია ერთობ საპატიო გახლდათ - საქართველოს ერთიანობის იდეა. დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები ქართლ-კახეთის მეფეს ორი სამეფოს გაერთიანებას სთავაზობდნენ.

ყველასთვის მოულოდნელად ერეკლემ უარი განაცხადა... უჩვეულოდ ჩანდა უარი. არადა აშკარა იყო, რომ პატარა კახის პოლიტიკური საქმიანობა არათუ საქართველოს, ერთიანი კავკასიის  გაერთიანებას ისახავდა მიზნად.

თითქოს უცნაურია - ერთი მხრივ ერეკლე ერთიან დიდ კავკასიურ სახელმწიფოს აშენებს, მას გაცნობიერებული აქვს, რომ მხოლოდ ასეთ ფორმატში შესძლებს საერთაშორისო სისტემაში დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი სტატუსით ჩართვას და უსაფრთხოების სისტემური მოდელის შექმნას, მეორე მხრივ, უარს ამბობს დასავლეთ საქართველოს, იმერეთის სამეფოს წარმომადგენელთა შეთავაზებაზე გააერთიანოს საქართველო.  

ბუნებრივია, ისმის კითხვა - ხომ არ გვაქვს საქმე ორმაგ სტანდარტთან? რატომ ისტუმრებს უარით იმერეთის სამეფოს წარმომადგენლებს ერეკლე, თუკი მისთვის ერთიანი კავკასიური დიდი პოლიტიკური სივრცის შექმნაა უმთავრესი მიზანი?

ერეკლეს უარი საქართველოს გაერთიანებაზე სწორედ ბერძნული პროექტის პრიზმიდან ჩანს გამართლებულად. კავკასიის პოლიტიკური განვითარების მთავარი მარწუხია 1555 წელს შექმნილი ამასიის სისტემა, რომლის მორღვევასაც ისახავს მიზნად ბერძნული პროექტი. აშკარაა, რომ ეს გაერთიანება იქნება პიროსის გამარჯვება, ის გამარჯვება, რომელიც საწინდარი გახდება დიდი დამარცხების... 

ელზა პაპოშვილი
10.09.2022

უკრაინული არმიის მოულოდნელი ფართომასშტაბიანი შეტევის მესამე დღეს ხრკოვის მიმართულებაზე რუსული ფრონტის ხაზი პრაქტიკულად მთლიანად ჩამოიშალა და ამას უკვე რუსული რესურსებიც აღიარებენ. 10 აპრილს რუსებმა, ალყაში მოქცევის შიშით, პრაქტიკულად უბრძოლველად დაუთმეს მოწინააღმდეგეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქები კუპრიანსკი და იზიუმი. გარდა ამისა, უკრაინელებმა ბრძოლით დაიკავეს ქალაქი ლიმანი და დასახლებული პუნქტი სვიატოვო. უკრაინული არმია რუსეთის საზღვრისკენ მიიწევს და ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკვე საზღვრისპირა ქალაქ ხოტომლშიც გადასხეს დესანტი.

თეონა ვეშაგური
10.09.2022

„ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების კიდევ ერთი, ახალი სამიზნე ყოფილი პრემიერი და პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარია გახდა. მათი ცნობით, შს მინსტრობისას გახარია „უცხო ქვეყნის სამსახურში" იმყოფებოდა და მიზანიმართულეად ცდილობდა პოლიციის დისკრედიტირებას.ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ განცხადების უკან შესაძლოა გარკვეული კვლევის შედეგები იდგეს, რომელიც შემაშფოთებელი აღმოჩნდა ხელისუფლებისათვის.

გვანცა წულაია
09.09.2022

მსოფლიოს არაერთ ქვეყანასთან ერთად, კრიპტოვალუტების რეგულირება საქართველოშიც იგეგმება.  ვირტუალური ფული 21-ე საუკუნეში დიდი პუპულარობით სარგებლობს და მისი გაკონტროლება მრვალმა ქვეყანამ მოინდომა. ზოგან კრიპტოლავლუტები აკრძალულია კიდეც. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, რამდენად შესაძლებელია საქართველოს ციფრული ფულის მიმოქცევის რეგულირება.

ელზა პაპოშვილი
09.09.2022

უკრაინელებმა ბოლო 10 დღის განმავლობაში ხაკოვის ოლქის მიმართულებით უდიდეს წრამატებას მიაღწიეს. მათ ოკუპანტები 50 კილომეტრით უკან დახიეს და 20-მდე დასახლება გაათავისუფლეს. პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თუკი უკრაინელების შეტევის ტემპი ასე გაგრძელდა, მაშინ ხარკოვის მთელი ოლქის დეოკუპაცია ძალიან მალე მოხდება, შეტევა სამხრეთით ხერსონის მიმართულებითაც გრძელდება და მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს უკრაინელები ხერსონში დაბრუნებას შეძლებენ. ეს კი ომის ბედს საბოლოოდ უკრაინელების სასარგებლოდ შემოაბრუნებს. 

ია აბულაშვილი
09.09.2022

მიშას პარტია ვადიან არჩევნებამდეც ვერ მიაღწევს, ისეა ფაჩიკოს გარმონივით დაშლილი, მის ადგილს კი სულ მალე „კონსტრუქციული ოპოზიცია" დაიკავებს - ასე აფასებს პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციის სამომავალო გეგმებს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

თამთა ჩაჩანიძე
09.09.2022

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახალი ჰიბრიდული ომის პირობებში ჩატარებული წვრთნები აფიქსირებს, რომ სულ მცირე საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ნატოს პულსი ფეთქავს, ამას, უკრაინის ომის გათვალისწინებით, გეოპოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნია - ამის შესახებ „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022"-ის შეფასებისას განაცხადა, რომელიც დღეს ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა.

ელზა პაპოშვილი
09.09.2022

63 წლის მამაკაცი, რომელსაც შიდა ქართლში, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობას ედავებიან, დანაშაულს არ აღიარებს. ამბობს, რომ არ იცის რას ედავებიან და უდანაშაულოა. ყველაფერი კი ბავშვმა და მისმა დედამ მოიგონეს. თუმცა პედოფილიაში ბრალდებულ მამაკაცს გამოძიება გოგონასთვის ტექსტურ შეტყობინებებს, შანტაჟს, დაშინებას და გაუპატიურების მცდელობას ედავება. საქმის მასალების მიხედვით, გარყვნილი ქმედება მამაკაცმა საკუთარი შვილის მეგობართან ჩაიდინა. მისი ვაჟი და დაზარალებული არასრწულოვანი გოგონა კლასელები არიან.   

თამთა ჩაჩანიძე
09.09.2022

ჯაფარიძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა დესტრუქციული ელემენტი, მისი ანტისახელწიფოებრივი ქმედებები, კანონის ძალის აღიკვეთება და სხვა რაც უნდა ის გააკეთოს, გიჟი თავისუფალია - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე „გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „ტელეგრამზე" ხალხის ორგანიზებითაა დაკავებული, რომლებიც ქუჩაში დაუმორჩილებლობისთვის და საბოტაჟისთვის მზად არიან და, რომ მისი მიზანი ამ ხალხის რაოდენობის გაზრდაა. ჯაფარიძემ თქვა, რომ მის ტელეგრამზე უკვე 379 ადამიანი დარეგისტრირდა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×