თამთა ჩაჩანიძე
07.09.2022

ჩრდოლო ატლანტიკურ ალიანსში მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, დასავლეთი ზამთრის ომისთვის უნდა მოემზადოს და მიზნის მიღწევამდე არ შეჩერდეს. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ძალებთან საბრძოლო პოტენციალი უკვე გაათანაბრეს, ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახეს და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფებისთვის უკვე კონტრშეტევითი ოპერაციებს აწარმოებენ, კრიტიკულ პერიოდში კი სწორედ ეს მოიაზრება.

თამთა ჩაჩანიძე
07.09.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სამთავრობო დელეგაციამ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაში მონაწილეობა მიიღო. დასრულების შემდეგ, ღარიბაშვილის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელის და ევროკომისრის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდა, გაერთიანება გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას შედეგების მისაღწევად, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

თეონა ვეშაგური
07.09.2022

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მორიგი მუქარა დასავლეთს - კრემლის ლიდერის თქმით, ევროპას გაზისა და ნავთობის მიწოდებას „გაუყინავს", თუ რუსულ ნავთობსა და გაზზე ფასების ლიმიტი დაწესდება. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზამთრისთვის ევროპის ქვეყნებს ბუნებრივი აირის მარაგის დიდი ნაწილი უკვე აქვთ.

ელზა პაპოშვილი
07.09.2022

ბურუსით მოცული გარდაცვალების ფაქტი წყალტუბოში - 33 წლის თეონა შენგელია საკუთარ სახლში ნახევრად დამწვარი იპოვეს, არსებობს ეჭვი, რომ მას დამწვრობამდე ბლაგვი საგნით დაზიანებებიც მიაყენეს. ახალგაზრდა ქალი წყალტუბოს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მძიმე დამწვრობით შეიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის სავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.  დამწვრობები აქვს მისსავე ქმარს, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. რა მოხდა სახლში, სადაც ცოლ-ქმარი 5 შვილთან ერთად ცხოვრობდა, ამ დრომდე უცნობია. 

ელზა პაპოშვილი
07.09.2022

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე დასახლება დაიბრუნეს. ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინა სამხრეთის მიმართულებით შეტევით ბრძოლებს ახორციელებს  და რუსეთის  არმია ძირითადად თავდაცვით პოზიციაში იმყოფება. 

ია აბულაშვილი
07.09.2022

"ჩვენი ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას" - ეს არის გზავნილი, რომელიც საქართველომ ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან მიიღო. ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართულ ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაზე, სადაც განიხილეს რეკომენდაციები, რომლის შესრულება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, საქართველომ მიიღო ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსთან შეთანხმებული ამოცანებისა და პრიორიტეტების განხორციელების პროცესში. სხდომაზე ხაზი გაესვა საქართველო- ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

თეონა ვეშაგური
07.09.2022

აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ „მოდერნასა" და „ფაიზერის" ერთობლივი კოვიდ-19-ის ვაქცინის „ბუსტერ 2" განახლებული ვერსია დამტკიცა. ეს ვერსია შეიქმნა იმისთვის, რომ „ომიკრონის" ახალ ქვეშტამებს ეფექტურად გაუმკლავდეს. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგონავა „რეზონანსთან" ამბობს, რომ ახალი გაუმჯობესებული ვარიანტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ვაქცინებს ეტაპები ჯერ კიდევ გასავლელი აქვს. სწორედ ამის გამო გოგინავა ამბობს, რომ ახალი ვაქცინების საქართველოში შემოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.

მამუკა ნაცვალაძე
06.09.2022

გიორგი ბრწყინვალე განსაკუთრებული თემაა საქართველოს ისტორიაში, ის იყო მეფე, რომელმაც მსოფლიოში პირველმა და ერთადერთმა შესძლო უსისხლოდ დაეძლია მონღოლთა უმძიმესი უღელი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს უკანასკნელი გაბრწყინება, ჟამი, როცა ჯერ კიდევ ფეხზე დგას კონსტანტინოპოლი, როცა საქართველოც მსოფლი რანგის ქვეყანაა. ამ დროს ჯერ კიდევ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ფუნქცია აკისრია ჩვენ ქვეყანაზე გამავალ სავაჭრო გზას, აღმოსავლეთსა და დასავლეთს რომ აკავშირებს.  

დიდი ბედისწერა ელის 30 წლის გიორგი V-ს. არადა, თითქოს სიმბოლურად დაებედა 30 წელი საქართველოს. ლაშა გეორგიც და მისი შვილიშვილი დემეტრე II 30 წლისანი აღესრულნენ, სწორედ 30 წლის გახლდათ გიორგი ბრწყინვალე, 1316 წელს საქართველოს ერთპიროვნული მეფე რომ ხდება. 

ელზა პაპოშვილი
06.09.2022

რამდენიმე დღეა  უკვე უკრაინული ძალები კონტრშეტევაზე არიან გადასული დროებით ოკუპირებულ ხერსონის მიმართულებით. ამის პარალელურად კი მათ სამშაბათს მოულოდნელად შეტევა ხარკოვის მიმართულებით, ქალაქ ბალაკლეაზეც დაიწყეს.

ქეთო გოგოხია
06.09.2022

სესხებზე დამოკიდებულება იზრდება. როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, ერთ წელიწადში გაცემული კრედიტების მოცულობამ 42 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და არ არის გამორიცხული, მომხმარებლებს სერიოზული პრობლემა შეუქმნას. განსაკუთრებით უძრავი ქონების დაკარგვის საფრთხე მატულობს. სპეციალისტები სესხებზე დამოკიდებულების ორ მთავარ ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას, როგორიცაა ინფლაცია და მაღალი საპროცენტო განაკვეთები.

ია აბულაშვილი
06.09.2022

ეს არის პიარი და უკრიანაში გაკეთებულ პიარს „ნაცმოძრაობა“ ქართულ პოლიტიკაში იყენებს - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე უკრაინის კორუფციის პრევენციის ნაციონალური სააგენტოს მიერ იმ ქართველი ბიზნესმენების სიის გამოქევყნებას, რომელთა წინააღმდეგაც სანქციების შემოღებას ითხოვენ. ამ სიის ერთ-ერთმა წევრმა, ვანო ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ რეპუტაციის შელახვის გამო სასამართლოში გეგმავს ჩივილს.

გვანცა წულაია
06.09.2022

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ვითარება ძალიან უარესდება. საქმე ეხება წლების წინ საპოლიციო გამოსახლებების გაუქმებას, რითიც არა ერთი დამქირავებელი სარგებლობს და ბინის მეპატრონის მოთხოვნის მიუხედავად, არც დაქირავებულ უძრავ ქონებას ტოვებს და არც გადასახადს იხდის. გაჩენილი პრობლემის მოგვარებაზე პარლამენტი უკვე აღარ რეაგირებს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×