თეონა ვეშაგური
11.08.2022

თუ თავდასხმა ატომურ ელექტროსადგურებზე გაგრძელდა, გაიზარდება რადიაციის დონე, რაც საფრთხეს შეუქმნის როგორც უკრაინის, ისე სხვა ქვეყნების მოსახლეობას. ამ შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ორივე მხარეს დაეკისრება, ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას ევროპაში უმსხვილესი ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის ფაქტს.

ელზა პაპოშვილი
10.08.2022

შეიარაღებული თავდასხმა უცხოელ სტუდენტებზე - თბილისში, ტაშკენტის 18 ნომერში 5 პირი საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და 3 ინდოელი სტუდენტი დააყაჩაღა. სტუდენტები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ თავდამსხმელებს თან ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ჰქონდათ, ერთ-ერთ სტუდენტს თავისა და ხელის არეში დანით დაზიანებები მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

თიკა სიბოშვილი
10.08.2022

დიდი სიძვირის შემდეგ საქართველოს ბაზარზე საწვავის გაიაფება დაიწყო. პოზიტიური ნიშნები ლარის კურსის გამყარებამ და ქვეყნის გარეთ ნავთობპროდუქტების გაიაფებამ გამოიწვია. სავარაუდოდ, მალე 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება მცირე (არაბრენდირებულ) ავტოგასამართ სადგურებზე 3 ლარს ჩამოსცდება, დიზელის ღირებულება კი - 4 ლარს. ახლა უკვე არსებობს დადებითი მოლოდინი იმის შესახებ, რომ ნავთობპროდუქტების ღირებულების კლების ტენდენცია კიდევ გაგრძელდება და გაიაფება კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება.

თამთა ჩაჩანიძე
10.08.2022

რუსეთი უკრაინაში ბრძოლის მესამე ეტაპისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს - აშშ-მა კიევს რადარის საწინააღმდეგო რაკეტები გაუგზავნა, რომელსაც უკრაინული თვითმფრინავები რუსული სარადარო სისტემების წინააღმდეგ გამოიყენებენ, ამავდროულად რუსეთმა სახმელეთო ძალების ახალი ფორმირება, მე-3 არმიის კორპუსი დააფუძნა.

ელზა პაპოშვილი
10.08.2022

ხანძარი, დივერსია, თუ  სარაკეტო დარტყმა - რა მოხდა ყირიმში და რამ ააფეთქა რუსი ოკუპანტების აეროდრომი? რას ნიშნავს საკის სამხედრო აეროდრომის აფეთქება, საიდანაც 24 თებერვლიდან მოყოლებული ყოველდღიურად აფრენილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავები ბომბავენ და რაკეტებს უშვებენ უკრაინის სამხრეთ ნაწილში, არა მარტო უკრაინის არმიის პოზიციებისკენ, არამედ - მშვიდობიანი ქალაქების მიმართულებითაც. 

თიკა სიბოშვილი
10.08.2022

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბოლო 10 დღეში 3  აუქციონი ჩაატარა და 70 მილიონი დოლარის სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზრიდან ჭარბი უცხოური ვალუტა ამოიღო. მათი ეს ქმედება იმაზე მიუთითებს, რომ კურსის ზედმეტად გამყარებას ერიდებიან, თუმცა მათ მცდელობას ასეთ პირობებშიც კი არ მოაქვს სასურველი შედეგი და ლარი გამყარებას მაინც განაგრძობს. გუშინ, მიუხედავად 40 მლნ დოლარიანი ინტერვენციისა, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.14 თეთრით გამყარდა და 1 დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა.

ია აბულაშვილი
10.08.2022

ხელისუფლება და ოპოზიცია ახალი დილემის წინაშე დგას, შეიცვლება თუ არა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარის ორ კანდიდატს შორის მოქმედი თავმჯდომარე არ მოხვდა. მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით "გაკეთდა პოლიტიკური დემარში და ამ დემარშს პოლიტიკურადვე უნდა უპასუხონ".

თამთა ჩაჩანიძე
10.08.2022

ქვეყანაში „ომიკრონ" შტამი კვლავ აქტიურად ვრცელდება, მონაცემები ყოველკვირეულად ახლდება - გაანგარიშებით გამოდის, რომ დღეში საშუალოდ 1800-ზე მეტი შემთხვევა ვლინდება, პარალელურად ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი მიდის. რისკ ჯგუფებზე დაშვებულია მეორე „ბუსტერ" დოზაც. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რადგან შემთხვევები კვლავ ვლინდება და თან საკმაოდ ბევრი, პანდემიის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა, მათივე თქმით, ეს ჯაჭვი არ დასრულდება, სანამ ვირუსს გავრცელების შანსი ექნება.

ქეთო გოგოხია
10.08.2022

სახელმწიფომ ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ოფიციალურად დამტკიცებულია და ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში განხორციელდება.  საქართველოში ბიოწარმოების მსურველ მეწარმეებს ფინანსურ მხარდაჭერას სოფლის განვითარების სააგენტო გაუწევს.

ელზა პაპოშვილი
09.08.2022

სამშაბათს უკრაინაში მნიშვნელოვანი რამ მოხდა - ომის განმავლობაში პირველად უკრაინელებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე მიიტანეს სარაკეტო იერიში. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინულ არმიას უკვე აქვს შორსმსროლელი ზუსტი შეიარაღება, რაც, სავარაუდოდ, ომის მსვლელობაზე მოახდენს გავლენას. ამის პარალელურად ბრიტანეთის დაზვერვამ ანგარიში გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა ფრონტის ხაზი ბოლო ერთ თვეში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ვლადიმირ პუტინთან მის შესაძლო შეხვედრაზე გააკეთა განცხადება.

ქეთო გოგოხია
09.08.2022

მომდევნო თვეებში ინფლაციის მაჩვენებელი შესაძლოა, 3-5%-ის ფარგლებში ჩამოვიდეს, თუმცა დეფლაციიური ტენდენციის დაწყებას სპეციალისტების უმეტესობა გამორიცხავს. ფასების კლების უკუსვლა ჯერჯერობით არ შეინიშნება, ამ მხრივ ვერც სეზონურმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა და ვერც ლარის გამყარებამ, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში შეუქცევადი პროცესი გახდა. თუმცა, არსებობს საპირისპირო და საკმაოდ არგუმენტირებული მოსაზრებაც.

თამთა ჩაჩანიძე
09.08.2022

ენმ აცხადებს, რომ მზად არის მმართველ პარტიასთან ერთად იმუშაოს ევროპული საბჭოს 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად. საშემოდგომო სესიაზე ენმ ოფიციალურ ფორმატში გამართულ ყველა შეკრებასა და დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, იქნება ეს კომიტეტის, ბიუროს თუ პლენარული სხდომები. პარალელურად კი ოპოზიცია შემოდგომაზე აქციებს აანონსებს. ანალიტიკოსთა აზრით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილისა და „ოცნების" თანამშრომლობა რთული იქნება, თუმცა უნდა შეძლონ იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×